ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობისა და იმ დასახლებების განსაზღვრის შესახებ, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა

ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობისა და იმ დასახლებების განსაზღვრის შესახებ, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/06/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.119.016557
14
04/06/2025
ვებგვერდი, 05/06/2025
010250020.35.119.016557
ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობისა და იმ დასახლებების განსაზღვრის შესახებ, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა
ხონის მუნიციპალიტეტი
 

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2025 წლის 4 ივნისი

ქ. ხონი

 

ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობისა და იმ დასახლებების განსაზღვრის შესახებ, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა

საქართველოს ორგანული კანონის, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „კ​1“ და „კ​2“  პუნქტების, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის 6​1 მუხლის მე-7 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე –  ქალაქ ხონში  ბაგრატიონის ქუჩა №2-ის მიმდებარე მიწის ნაკვეთზე (ს.კ 37.07.38.1025) მიზანშეწონილია  განთავსდეს 1 (ერთი) ავტოსადგური.
მუხლი 2
ხონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსადგურიდან რეისის გასვლა სავალდებულო არ არის შემდეგი დასახლებული პუნქტებიდან:

1. სოფელი კინჩხის ადმინისტრაციული ერთეული.

2. სოფელი ქუტირის ადმინისტრაციული ერთეული.   

3. სოფელი გოჩა ჯიხაიშის ადმინისტრაციული ერთეული.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2025 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევალერი ბახტაძე