დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2019 წლის 2 მაისის N01-74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-514 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/06/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480040000.22.030.016342 |
|
„დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2019 წლის 2 მაისის №01-74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ: |
1.
„დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2019 წლის 2 მაისის №01-74 ბრძანებით (ვებგვერდი, 03/05/2019, სარეგისტრაციო კოდი: 480040000.22.030.016194) დამტკიცებულ დიპლომატიური სამსახურის გავლის წესში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
|
ა)
მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის „ბ“, „გ“, „გ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირი, რომელიც თანამდებობაზე ინიშნება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით; ბ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე –„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის „ა“ და „ა1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირი, რომელიც თანამდებობაზე ინიშნება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით.“; |
ბ)
მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. ადმინისტრაციული პერსონალის თანამდებობაზე პირის დასანიშნად, შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის ან ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის/პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ინიცირებით და მინისტრის გადაწყვეტილებით, კონკრეტულ ვაკანსიაზე შესაძლებელია გამოცხადდეს კონკურსი, რომლის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის სამართლებრივი აქტით.“;
|
გ)
მე-10 მუხლს დაემატოს მე-10 და მე-11 პუნქტები შემდეგი რედაქციით:
,,10. საჭიროების შემთხვევაში, მინისტრის გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი შესაძლებელია წარიგზავნოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში მივლინებით, საჭირო ხანგრძლივობით, მაგრამ არაუმეტეს 6 თვემდე ვადით. 11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესი, მინისტრის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია გავრცელდეს გამოსაცდელი ვადით დანიშნულ ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალზე, რომლის მივლინების ვადა არ უნდა აღემატებოდეს გამოსაცდელი ვადის პერიოდს.“; |
დ)
111 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის და მისი მოადგილის პოზიციაზე შესაძლებელია დაინიშნოს: ა) სამინისტროს დირექტორატის დირექტორი; ბ) სამინისტროს დირექტორატის დირექტორის მოადგილე; გ) სამინისტროს დეპარტამენტის უფროსი; დ) სამინისტროს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; ე) მინისტრის კაბინეტის უფროსი.“;
|
ე)
მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 13. მოხელის შეფასება 1. მოხელე, გარდა ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისა, შეფასებას ექვემდებარება არანაკლებ წელიწადში ორჯერ. 2. გამოსაცდელი ვადით მიღებული მოხელის შეფასება ხორციელდება კვარტალში ერთხელ. 3. მოხელის/გამოსაცდელი ვადით მიღებული მოხელის შეფასების წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის სამართლებრივი აქტით.“;
|
ვ)
მე-19 მუხლს დაემატოს მე-6, მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 პუნქტები შემდეგი რედაქციით:
,,6. ზედიზედ ორჯერ როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან გამოწვეულმა პირმა მომდევნო როტაციის წესით სამუშაო მივლინებამდე სამინისტროში უნდა იმუშაოს არანაკლებ 1 წლისა. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ითვლება როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან გამოწვეული პირის დიპლომატიური სამსახურის/მოხელეთა რეზერვში ყოფნის დრო. 8. დაუშვებელია როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის შემდეგ პირის იმავე დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში იმავე ან სხვა თანამდებობაზე დანიშვნა 1 წლის განმავლობაში. 9. საჭიროების შემთხვევაში, მინისტრი უფლებამოსილია შეამციროს ამ მუხლის მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული ვადა. 10. ამ მუხლის მე-6-მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული წესები ვრცელდება ასევე ადმინისტრაციულ პერსონალზე.“;
|
ზ)
მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს 31 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,31. საჭიროების შემთხვევაში, მინისტრის გადაწყვეტილებით, დიპლომატიური თანამდებობის პირი შესაძლებელია წარიგზავნოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში მივლინებით, საჭირო ხანგრძლივობით, მაგრამ არაუმეტეს 6 თვემდე ვადით.“;
|
თ)
21-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს; |
ი)
22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს ,,ი1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,ი1) მივლინებული პირის მიერ მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული დიპლომატიურ სამსახურში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების ისეთი დარღვევა, რომელმაც შეიძლება შელახოს ქვეყნის ინტერესები ან/და იმიჯი, ან ისეთი ქმედების ჩადენა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს ან/და სამინისტროს ინტერესს;’’;
|
კ)
29-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. თუ მოსამსახურისათვის მიმდინარე წელს ანაზღაურებადი შვებულების მიცემამ შეძლება უარყოფითად იმოქმედოს სამუშაოს ნორმალურ მიმდინარეობაზე, რის გამოც ზემდგომი თანამდებობის პირის მიერ მას წერილობით (რეზოლუციით) უარი ეთქვა ამ უფლების გამოყენებაზე, მოსამსახურის წერილობითი თანხმობით, დასაშვებია შვებულების გადატანა მომდევნო წლისათვის.“;
|
ლ)
30-ე მუხლის მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:
,,8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ბავშვის მოვლის გამო 90 კალენდარული დღით ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობისას, პირს 30 დღის მანძილზე ეძლევა შესაბამისი თანამდებობრივი სარგო, რანგის/კლასის დანამატი და როტაციის წესით გრძელვადიანი სამუშაო მივლინების თანხა, ხოლო შემდგომ პერიოდზე უნარჩუნდება მხოლოდ შესაბამისი თანამდებობრივი სარგო და რანგის/ კლასის დანამატი.“;
|
მ)
321 მუხლს დაემატოს მე-2 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკითხის ტექნიკური დეტალები დგინდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;
|
ნ)
331 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი ვალდებულებებისაგან თავისუფლდებიან „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ თანამდებობებზე უკონკურსოდ დანიშნული პირები, აგრეთვე ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირები.“;
|
ო)
36-ე მუხლის არსებული რედაქცია ჩაითვალოს პირველ პუნქტად და დაემატოს მე-2 და მე-3 პუნქტები შემდეგი რედაქციით:
,,2. სამინისტრო ხელს უწყობს ცენტრალურ აპარატში, ერთსა და იმავე სტრუქტურულ ერთეულში, ერთსა და იმავე თანამდებობაზე შვიდ წელზე მეტი ვადით დასაქმებულ პირთა მიერ ცენტრალურ აპარატში ან დიპლომატიურ წარმომადგენლობაში/საკონსულო დაწესებულებაში არსებული ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებულ შესარჩევ შიდა კონკურსში მონაწილეობის უზრუნველყოფას. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება სამინისტროს ცენტრალური აპარატის იმ სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმებულ პირებზე, რომელთაც მოეთხოვებათ სპეციალური ცოდნა ან/და მათი საქმიანობის ჯეროვანი განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია ხანგრძლივი სამუშაო გამოცდილება.“;
|
პ)
39-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს ,,დ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,დ) მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ეთიკისა და ქცევის ნორმების დარღვევა.“;
|
ჟ)
41-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. მოსამსახურის მიმართ დისციპლინური წარმოების პროცედურა განისაზღვრება ამ წესისა ან/და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გარდა დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური წარმოების დაწყების პროცედურისა.“;
|
რ)
41-ე მუხლს დაემატოს მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-12 და მე-13 პუნქტები შემდეგი რედაქციით:
„7. იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა ამ წესით გათვალისწინებული რომელიმე მსუბუქი დარღვევა და საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები დამატებით შესწავლას არ საჭიროებს, მინისტრი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დისციპლინური წარმოების გამარტივებული წესით ჩატარების შესახებ. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული გამარტივებული წარმოება უნდა დაიწყოს მინისტრის წერილობითი (შესაბამისი რეზოლუციით) დავალების საფუძველზე და უნდა დასრულდეს დავალების გაცემიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. 9. გამარტივებული წესით დისციპლინური წარმოების ფარგლებში შიდა აუდიტის დეპარტამენტი უფლებამოსილია: ა) შეაგროვოს და შეისწავლოს დისციპლინური გადაცდომის ფაქტთან დაკავშირებული გარემოებებისა და მასთან დაკავშირებული ფაქტების შესახებ ინფორმაცია; ბ) გამოკითხოს დაინტერესებული მხარეები, მიიღოს და გააანალიზოს წერილობითი ან/და ზეპირი ახსნა-განმარტებები; გ) მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაადასტუროს დისციპლინური გადაცდომის არსებობა ან არარსებობა; დ) განსაზღვროს დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა; ე) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის დავალების შესაბამისად გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები. 10. შიდა აუდიტის დეპარტამენტი დისციპლინური წარმოების დროს მოპოვებული მასალების ანალიზის შედეგად ადგენს დასკვნას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 93-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნა ეგზავნება მინისტრს, რომელიც იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) სამინისტროში დასაქმებული პირისთვის დასკვნით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ან უფრო მსუბუქი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების თაობაზე; ბ) მსუბუქი დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში – მოხელის დისციპლინური პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე. 12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, გამოიცემა მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც შესაძლოა გასაჩივრდეს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით. 13. თუ დისციპლინური წარმოების შედეგად არ დადასტურდა დისციპლინური გადაცდომის არსებობა, მინისტრი უფლებამოსილია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეწყვიტოს დისციპლინური წარმოება. 14. ამ წესის 22-ე მუხლის „ი1“ ქვეპუქტით, 39-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტითა და 41-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ დარღვევაზე გამარტივებული დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველია სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის თაობაზე დასაბუთებული ეჭვის არსებობა ან საჯარო დაწესებულებაში განხორციელებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული აუდიტის, ინსპექტირების ან/და მონიტორინგის შედეგები. გამარტივებული დისციპლინური წარმოების დაწყების თაობაზე მინისტრს წინადადებას წარუდგენს შიდა აუდიტის დეპარტამენტი ან შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.“;
|
ს)
46-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) ამ წესის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა”–„დ”, „ვ-ზ”, ,,ი1“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტისა და როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვეული პირები;“.
|
2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები