„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 606-IIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 10/06/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 430020000.05.001.102636
606-IIმს-XIმპ
10/06/2025
ვებგვერდი, 12/06/2025
430020000.05.001.102636
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ54“ ქვეპუნქტი:

„ჰ54) სახელმწიფო ენის სპეციალური კურსი − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის სახელმწიფოენოვან საგანმანათლებლო პროგრამაში (კურიკულუმში) შემავალი ქართული ენის სპეციალური კურსი, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში − აგრეთვე აფხაზური ენის სპეციალური კურსი.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 4მუხლი:

„მუხლი 41. სახელმწიფო ენის სპეციალური კურსი

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის სახელმწიფოენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღებული სტუდენტისთვის სახელმწიფო ენის სპეციალური კურსის გავლა სავალდებულოა.“.

3. მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ20“ ქვეპუნქტი:

„პ20) ამტკიცებს სახელმწიფო ენის სპეციალური კურსის გავლის წესს;“.

მუხლი 2. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2025 წლის 1 სექტემბრამდე დაამტკიცოს სახელმწიფო ენის სპეციალური კურსის გავლის წესი.

მუხლი 3. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება იმ პირზე, რომელიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 2025 წლის 1 აგვისტომდე ჩაირიცხა.

მუხლი 4 

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი და მე-3 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი და მე-3 მუხლები ამოქმედდეს 2025 წლის 1 სექტემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

10 ივნისი 2025 წ.

N606-IIმს-XIმპ