დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 606-IIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 10/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/06/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430020000.05.001.102636 |
|
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ54“ ქვეპუნქტი: „ჰ54) სახელმწიფო ენის სპეციალური კურსი − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის სახელმწიფოენოვან საგანმანათლებლო პროგრამაში (კურიკულუმში) შემავალი ქართული ენის სპეციალური კურსი, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში − აგრეთვე აფხაზური ენის სპეციალური კურსი.“. 2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი: „მუხლი 41. სახელმწიფო ენის სპეციალური კურსი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის სახელმწიფოენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღებული სტუდენტისთვის სახელმწიფო ენის სპეციალური კურსის გავლა სავალდებულოა.“. 3. მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ20“ ქვეპუნქტი: „პ20) ამტკიცებს სახელმწიფო ენის სპეციალური კურსის გავლის წესს;“. მუხლი 2. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2025 წლის 1 სექტემბრამდე დაამტკიცოს სახელმწიფო ენის სპეციალური კურსის გავლის წესი. მუხლი 3. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება იმ პირზე, რომელიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 2025 წლის 1 აგვისტომდე ჩაირიცხა. მუხლი 4 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი და მე-3 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი და მე-3 მუხლები ამოქმედდეს 2025 წლის 1 სექტემბრიდან. |
თბილისი, 10 ივნისი 2025 წ. N606-IIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები