„საავიაციო ობიექტებთან დაკავშირებით მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ კონვენციასთან“ საქართველოს შეერთების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 6 ნოემბრის №5432-IIს დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საავიაციო ობიექტებთან დაკავშირებით მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ კონვენციასთან“ საქართველოს შეერთების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 6 ნოემბრის №5432-IIს დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 890-IIIრს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/07/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 480140000.09.001.016823
890-IIIრს-XIმპ
01/07/2025
ვებგვერდი, 03/07/2025
480140000.09.001.016823
„საავიაციო ობიექტებთან დაკავშირებით მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ კონვენციასთან“ საქართველოს შეერთების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 6 ნოემბრის №5432-IIს დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს პარლამენტის

დადგენილება

 

 

„საავიაციო ობიექტებთან დაკავშირებით მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ კონვენციასთან“ საქართველოს შეერთების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 6 ნოემბრის №5432-IIს დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

„საავიაციო ობიექტებთან დაკავშირებით მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ კონვენციასთან“ საქართველოს შეერთების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 6 ნოემბრის №5432-IIს დადგენილების (სსმ, №160, 15.11.2007, ნაწილი III, მუხ. 1761) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. „საავიაციო ობიექტებთან დაკავშირებით მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ კონვენციის“ („მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ“ კონვენცია და მისი ოქმი „საავიაციო მოწყობილობების თაობაზე“) მიმართ გაკეთდეს შემდეგი დეკლარაციები:  

   ა) კონვენციის 39(1)(ა) მუხლი:

ზოგადი დეკლარაცია 39(1)(ა) მუხლის მიხედვით

 საქართველო აცხადებს, რომ ყველა სახის/კატეგორიის არაკონსენსუალურ უფლებას ან ინტერესს, რომელიც მისი კანონმდებლობის შესაბამისად სარგებლობს და მომავალშიც ისარგებლებს უპირატესობით ობიექტთან დაკავშირებული იმ ინტერესის მიმართ, რომელიც საერთაშორისო რეგისტრირებული ინტერესის თანაბარია, უპირატესობა ენიჭება საერთაშორისო რეგისტრირებულ ინტერესთან მიმართებით როგორც გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის ფარგლებში, ისე მის გარეთ, მიუხედავად იმისა, მისი რეგისტრაცია „საავიაციო ობიექტებთან დაკავშირებით მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ კონვენციასთან“ საქართველოს შეერთებამდე განხორციელდა თუ ამის შემდეგ;   

  ბ) კონვენციის 50-ე მუხლი:

ზოგადი დეკლარაცია 50-ე მუხლის მიხედვით

  საქართველო აცხადებს, რომ, „მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ“ კონვენციის 50(2) მუხლის შესაბამისად, კონვენციის მოქმედება არ გავრცელდება იმ გარიგებაზე, რომელიც საქართველოსთვის არის შიდა გარიგება, ყველა ტიპის ობიექტთან დაკავშირებით;

  გ) კონვენციის 54-ე მუხლი:

  გ.ა)                                    

დეკლარაცია 54(1) მუხლის მიხედვით

 

 საქართველო აცხადებს, რომ, თუ დატვირთული ობიექტი საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება/არის განთავსებული ან საქართველოს ტერიტორიიდან კონტროლდება, დებიტორს არ აქვს ამ ტერიტორიის ფარგლებში მისი იჯარით გადაცემის უფლება;

  გ.ბ)                                

სავალდებულო დეკლარაცია 54(2) მუხლის მიხედვით,

სამართლებრივი დაცვის ყველა რელევანტური საშუალების შესახებ

  საქართველო აცხადებს, რომ „მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ“ კონვენციით კრედიტორისთვის მინიჭებული სამართლებრივი დაცვის ყველა საშუალება, რომლებიც, კონვენციის შესაბამისად, სასამართლოსთვის სავალდებულო მიმართვას არ ითვალისწინებს, შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე;

  დ) ოქმის VIII მუხლი:

დეკლარაცია XXX(1) მუხლის მიხედვით, VIII მუხლთან მიმართებით

 

„საავიაციო მოწყობილობების თაობაზე“ ოქმის XXX(1) მუხლის თანახმად, საქართველო აცხადებს, რომ იგი გამოიყენებს VIII მუხლს;

ე) ოქმის X მუხლი:

დეკლარაცია XXX(2) მუხლის მიხედვით, X მუხლთან მიმართებით,

X მუხლის სრული დანერგვისა და გამოყენების შესახებ

„საავიაციო მოწყობილობების თაობაზე“ ოქმის XXX(2) მუხლის თანახმად, საქართველო აცხადებს, რომ იგი სრულად გამოიყენებს X მუხლს და რომ X(2) მუხლით დადგენილი ვადის მიზნებისთვის სამუშაო დღეების რაოდენობაა 1 სამუშაო დღე;

  ვ) ოქმის XI მუხლი:

ზოგადი დეკლარაცია XXX(3) მუხლის მიხედვით, XI მუხლთან მიმართებით, ყველა სახის გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში „A“ ალტერნატივის სრული დანერგვის შესახებ

 

„საავიაციო მოწყობილობების თაობაზე“ ოქმის XXX(3) მუხლის თანახმად, საქართველო აცხადებს, რომ იგი სრულად გაავრცელებს XI მუხლით გათვალისწინებული „A“ ალტერნატივის მოქმედებას ყველა სახის გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაზე და რომ ამ ალტერნატივის XI(3) მუხლის მიზნებისთვის ლოდინის პერიოდად განისაზღვრება 60 დღე;

ზ) ოქმის XII მუხლი:

დეკლარაცია XXX(1) მუხლის მიხედვით, XII მუხლთან მიმართებით

 

„საავიაციო მოწყობილობების თაობაზე“ ოქმის XXX(1) მუხლის თანახმად, საქართველო აცხადებს, რომ იგი გამოიყენებს XII მუხლს;

თ) ოქმის XIII მუხლი:

დეკლარაცია XXX(1) მუხლის მიხედვით, XIII მუხლთან მიმართებით

 „საავიაციო მოწყობილობების თაობაზე“ ოქმის XXX(1) მუხლის თანახმად, საქართველო აცხადებს, რომ იგი გამოიყენებს XIII მუხლს;

   ი) ოქმის XIX მუხლი:

დეკლარაცია XIX(1) მუხლის მიხედვით, იმ უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრის შესახებ, რომელიც ვალდებულია საერთაშორისო რეესტრს მიაწოდოს ინფორმაცია საჰაერო ხომალდებისა და ვერტმფრენების რეგისტრაციის მიზნით

 საქართველო თავის ტერიტორიაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ნიშნავს ინფორმაციის შეყვანის პუნქტად, რომლის საშუალებითაც საერთაშორისო რეესტრს უნდა გადაეცეს რეგისტრაციისთვის აუცილებელი ინფორმაცია, გარდა ეროვნული ინტერესის შესახებ შეტყობინების ან „მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ“ კონვენციის მე-40 მუხლის შესაბამისად უფლების ან ინტერესის რეგისტრაციისა, რომელიც ორივე შემთხვევაში წარმოიშობა სხვა სახელმწიფოს კანონმდებლობის თანახმად, აგრეთვე გარდა საავიაციო ძრავების რეგისტრაციისთვის სავალდებულო ინფორმაციისა.“.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეშალვა პაპუაშვილი

 

თბილისი,

1 ივლისი 2025 წ.

N890-IIIრს-XIმპ