დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 26 მარტის №02/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 38/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/06/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.022.018673 |
|
„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 26 მარტის №02/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 26 მარტის №02/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 26.03.2021; სარეგისტრაციო კოდი: 010240030.22.022.018002) დამტკიცებული ,,საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების”:
1. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს; 2. მე-6 მუხლის: ა) პირველ პუნქტის “პ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდგი შინაარსის „ყ1“ და „ყ2“ ქვეპუნქტები: ,,ყ1) სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებებში სხვადასხვა საკითხზე მონიტორინგის განხორციელება, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი და ფინანსური საქმიანობის მხრივ არსებული პრობლემების გამოვლენის მიზნით; ყ2) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების, კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი;”. 3. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 8 დეპარტამენტში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულებია: ა) შიდა აუდიტის სამმართველო; ბ) მონიტორინგისა და ანალიზის სამმართველო; გ) ინსპექტირების სამმართველო.“. 4. მე-14 მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. მონიტორინგისა და ანალიზის სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. მონიტორინგისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი: ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის; გ) იღებს გადაწყვეტილებებს მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან/და ანაწილებს მათ სამმართველოს თანამშრომლებს შორის; დ) ანაწილებს დავალებებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს; ე) ახორციელებს კონტროლს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე; ვ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს სამმართველოს მიერ შედგენილ ანგარიშს; ზ) ხელს აწერს ან ავიზებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს; თ) პასუხისმგებელია სამმართველოში მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე; ი) ხელს უწყობს სამმართველოში შრომის სათანადო პირობების შექმნას და საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული ცოდნის დონის ამაღლებას; კ) ასრულებს მინისტრის და დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის კანონშესაბამის მითითებებსა და დავალებებს, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,5. მონიტორინგისა და ანალიზის სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები სამმართველოს კომპეტენციების განხორციელების მიზნით ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.“. 5. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 15 მონიტორინგისა და ანალიზის სამმართველოს კომპეტენციაა: ა) დეპარტამენტის წარმოებაში არსებული კორესპონდენციების შესაბამის ვადებში შესრულების საკითხის მონიტორინგი და აღნიშნულზე დეპარტამენტის უფროსისთვის ყოველკვირეული ანგარიშის წარდგენა; ბ) დეპარტამენტის მიერ შედგენილ ინსპექტირების დასკვნაში/ანგარიშში დაფიქსირებულ მითითებებზე/რეკომენდაციებზე შემოწმებული ობიექტის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშის შესაბამის ვადებში წარმოდგენის საკითხის კონტროლი; გ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის მიერ შესრულებული და მიმდინარე საქმიანობის ანალიზი და აღნიშნულზე დეპარტამენტის უფროსისთვის ყოველთვიური ანგარიშის წარდგენა; დ) დეპარტამენტის საქმიანობის შეფასება, სუსტი მხარეებისა და პრობლემების იდენტიფიცირება და აღნიშნულთან დაკავშირებით დეპარტამენტის უფროსისთვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა; ე) დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული მონაცემების ელექტრონული სახით შეგროვება, საინფორმაციო მასალების დამუშავება და დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის მიწოდება; ვ) დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულების კონტროლი და შედეგების ანალიზი; ზ) სამინისტროს სისტემიდან დეპარტამენტში შემოსული ინფორმაციების დამუშავება, ანალიზი და დეპარტამენტის უფროსისთვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა; თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის უფროსის დავალებებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; ი) სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებებში სხვადასხვა საკითხზე მონიტორინგის განხორციელება, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი და ფინანსური საქმიანობის მხრივ არსებული პრობლემების გამოვლენის მიზნით; კ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების, კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი.“. 6. მე-16 - მე-18 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 16 1. ინსპექტირების სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. ინსპექტირების სამმართველოს უფროსი: ა) წარმართავს ინსპექტირების სამმართველოს საქმიანობას; ბ) ანაწილებს ფუნქციებს ინსპექტირების სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; გ) ანაწილებს შემოსულ კორესპონდენციებს ინსპექტირების სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის; დ) აკონტროლებს ინსპექტირების სამმართველოს საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას; ე) პერიოდულად ისმენს ინსპექტირების სამმართველოს საჯარო მოსამსახურეების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ვ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ინსპექტირების სამმართველოს მიერ შედგენილ დასკვნას; ზ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს/ავიზებს ინსპექტირების სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს; თ) პასუხისმგებელია ინსპექტირების სამმართველოში მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე; ი) ხელს უწყობს სამმართველოში შრომის სათანადო პირობების შექმნას და საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული ცოდნის დონის ამაღლებას; კ) ასრულებს მინისტრის და დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის კანონშესაბამის მითითებებსა და დავალებებს, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. 3. ინსპექტირების სამმართველოს უფროსის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დროს ან მის მიერ ინსპექტირების სამმართველოს უფროსის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, ინსპექტირების სამმართველოს უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული ინსპექტირების სამმართველოს ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე. 4. ინსპექტირების სამმართველოს უფროსი სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის შესაბამისი მოადგილის წინაშე. 5. ინსპექტირების სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები ინსპექტირების სამმართველოს კომპეტენციების განხორციელების მიზნით ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და ინსპექტირების სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს. მუხლი 17 ინსპექტირების სამმართველოს კომპეტენციაა: ა) სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმება და აღმოჩენა, მათი გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; ბ) სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების თაობაზე ინფორმაციის შემცველი განცხადებებისა და კორესპონდენციების განხილვა, დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, ინსპექტირების დასკვნის მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა ან/და შესაბამისი რეაგირება; გ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და დაწესებულების მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმების შედეგად გამოვლენილ სამართალდარღვევებზე სამინისტროსათვის წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე ინსპექტირების დასკვნის მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა ან/და შესაბამისი რეაგირება; დ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი/მოქმედი დაწესებულებების მიერ სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის კონტროლი; ე) საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი/მოქმედი დაწესებულებების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი; ვ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლი და სამსახურებრივი ინსპექტირების განხორციელება; ზ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეების ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება; თ) სამინისტროს სისტემაში სამსახურებრივი ეთიკის ნორმების შესრულების კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება; ი) დისციპლინური წარმოების განხორციელება სამინისტროსა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - საგანმანათლებლო რესურსცენტრების თანამშრომლების მიმართ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; კ) საქმიანობის პროცესში ყველა საჭირო ინფორმაციის, განმარტების და დოკუმენტაციის მოთხოვნა/მიღება, მიუხედავად მისი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა), ადგილზე გაცნობისათვის პირობების შექმნის მოთხოვნა, დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენის მოთხოვნა, დოკუმენტის ასლების მიღება, შესაბამისი ინფორმაციის ან/და განმარტების მიღების მიზნით, სამინისტროს სისტემის ნებისმიერი თანამშრომლის მოწვევა. აღნიშნულ კომპეტენციასთან დაკავშირებული მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა სამინისტროს სისტემის თანამშრომლებისთვის; ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის უფროსის დავალებებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 18 1. ინსპექტირების სამმართველოს საჯარო მოსამსახურე უფლებამოსილია: ა) საქმიანობის პროცესში მიიღოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია ან/და დოკუმენტი, მიუხედავად მისი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა), მოითხოვოს ადგილზე გაცნობისათვის პირობების შექმნა, დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა, მიიღოს დოკუმენტის ასლები, გამოიძახოს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულისა და სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი/მოქმედი დაწესებულების ნებისმიერი საჯარო მოსამსახურე/თანამშრომელი შესაბამისი ინფორმაციის, დოკუმენტაციის ან/და წერილობითი ახსნა-განმარტების მიღების მიზნით; ბ) ჩამოართვას წერილობითი ახსნა-განმარტება ან/და მიიღოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია იმ პირებისაგან, რომლებიც არ არიან სამინისტროს სისტემის თანამშრომლები, მათი თანხმობის არსებობის შემთხვევაში; გ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; დ) განსახილველ საკითხებზე კონსულტაციებისა და საექსპერტო დასკვნების მოსაპოვებლად, მოითხოვოს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი/მოქმედი დაწესებულებების საჯარო მოსამსახურეების/თანამშრომლების ან/და მოწვეული სპეციალისტების/ექსპერტების წარმოებაში მონაწილეობა, აგრეთვე ისარგებლოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დახმარებით; ე) სამსახურებრივი კომპეტენციების განხორციელების პროცესში საშვგამტარი ან სხვა შემზღუდავი რეჟიმის გვერდის ავლით დაუყოვნებლივ შევიდეს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი/მოქმედი დაწესებულებების ტერიტორიაზე/შენობა-ნაგებობებში, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ვ) ითანამშრომლოს სამართალდამცავ ორგანოებთან; ზ) განახორციელოს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები. 2. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი/მოქმედი დაწესებულებების საჯარო მოსამსახურეები/თანამშრომლები ვალდებულნი არიან ითანამშრომლონ ინსპექტირების სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებთან თავიანთი საქმიანობის განხორციელების დროს და უზრუნველყონ მათი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციისა და დოკუმენტის ხელმისაწვდომობა ან/და ქმედების განხორციელება. 3. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი/მოქმედი დაწესებულებების საჯარო მოსამსახურეები/თანამშრომლები ვალდებულნი არიან ინსპექტირების სამმართველოს საჯარო მოსამსახურეს მიაწოდონ ყველა ინფორმაცია ან/და დოკუმენტი, მიუხედავად მისი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა), უზრუნველყონ ადგილზე გაცნობისათვის პირობების შექმნა, დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა, გადაიღონ დოკუმენტის ასლები, გამოცხადდნენ ინსპექტირების სამმართველოს საჯარო მოსამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამისი ინფორმაციის/დოკუმენტაციის ან/და წერილობითი ახსნა-განმარტების მიწოდების მიზნით, მიაწოდონ მას სრულყოფილი, სწორი და უტყუარი ინფორმაცია. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულისა და სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი/მოქმედი დაწესებულების საჯარო მოსამსახურის/თანამშრომლის მიერ გამოიწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. 4. ინსპექტირების სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შეუზღუდავი დაშვება აქვთ სამინისტროს სტრუქტურული ერთეულისა და სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი/მოქმედი დაწესებულების ყველა საქმიანობასთან და დოკუმენტაციასთან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვების გარდა.”; 7. მე-19 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებისა და გამოვლენის მიზნით ინსპექტირების სამმართველო ახორციელებს ინსპექტირებას.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. ინსპექტირების საფუძველია ინსპექტირების სამმართველოში შემოსული ინფორმაცია (ზეპირი/წერილობითი) სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების შესახებ, მათ შორის, განცხადებები, სასამართლოს (მოსამართლის) კერძო განჩინებები (დადგენილებები), სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებიდან, სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიღებული შეტყობინებები და მასალები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, „ცხელი ხაზით“ შემოსული შეტყობინებები (გარდა ანონიმური შეტყობინებებისა), სამმართველოს საქმიანობის პროცესში გამორკვეული ფაქტები.“; 8. მე-20 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. თუ არ დადგინდა სამართალდარღვევის ფაქტი, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია აისახება ინსპექტირების დასკვნაში ან/და სამსახურებრივ ბარათში, რომელსაც ინსპექტირების სამმართველოს თანამშრომელი წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს. სამსახურებრივ ბარათში აისახება ინსპექტირების სამმართველოს თანამშრომლის მიერ განხორციელებული ქმედებები, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ან/და შესწავლის შედეგები.“.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის 8 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები