დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 26 მარტის №03/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 39/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 09/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/06/2025 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/10/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.022.018674 |
|
,,საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 26 მარტის №03/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 26 მარტის №03/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge, 26/03/2021, სარეგისტრაციო კოდი: 010240030.22.022.018003):
1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5 ადმინისტრაციის კომპეტენციაა: ა) სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის განსაზღვრა, სამინისტროს სისტემაში ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის სრულყოფის მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება; ბ) სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თითოეული თანამდებობის სამუშაო აღწერილობების და საკვალიფიკაციო მოთხოვნების შედგენა; გ) პერსონალის შერჩევის მიზნით, კონკურსების ორგანიზება და ჩატარება, ასევე, სამინისტროს და სამინისტროს სისტემის შესაბამის მოსამსახურეთა დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების, გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებათა გამოყენების, შვებულებისა და მივლინებების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება და შრომითი/ადმინისტრაციული ხელშეკრულებების გაფორმება; დ) სამინისტროში სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფა, სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება და სტაჟირების პროცესის ზედამხედველობა; ე) სამინისტროს პერსონალისა და სამინისტროს სისტემის შესაბამის მოსამსახურეთა მონაცემთა ბაზის შექმნა და ადმინისტრირება, მათი პირადი საქმეების წარმოება; ვ) სამინისტროს თანამშრომელთა საქმიანობის შეფასების თანამედროვე სისტემის დანერგვა და შეფასების პროცესის მონიტორინგი; ზ) სამინისტროს თანამშრომელთა პროფესიული განვითარების დაგეგმვა/ორგანიზება და ამ მიზნით შესაბამისი რესურსების მოძიება; თ) სამინისტროს საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, საქმისწარმოების ერთიანი წესების დამკვიდრება; ი) საქმისწარმოების საკითხების შესახებ ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა; კ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება; ლ) სამინისტროს არქივის მართვა, დოკუმენტების დაცულობისა და მათზე სწრაფი წვდომის უზრუნველყოფა; მ) საქმისწარმოებაში დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და გადაცემა არქივისათვის არსებული წესის შესაბამისად; ნ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება; ო) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის წევრის კითხვაზე შესაბამის რეაგირება; პ) საშვთა ბიუროს გამართულად და ეფექტურად მუშაობის უზრუნველყოფა და მოქალაქეთა მისაღების მართვა; ჟ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებიდან, სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან, ასევე სხვა უწყებებიდან და ორგანიზაციებიდან მიღებული მონაცემების ანალიზი; რ) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროში ტენდენციებისა და რეფორმების ანალიზი; ს) განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესების შესახებ ანგარიშების, შეფასებებისა და ანალიზის მომზადება; ტ) სხვა უწყებებთან და ორგანიზაციებთან მონაცემთა გაზიარების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; უ) ანალიტიკური მიმართულების გასაძლიერებლად, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების დამყარება; ფ) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროში დაგეგმილი სიახლეებისა და რეფორმების შესრულების კოორდინაცია; ქ) სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებებს შორის კოორდინაციის უზრუნველყოფა; ღ) სახელმწიფო უწყებებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კოორდინაცია; ყ) სამინისტროს სისტემაში ინსტიტუციური გაძლიერების საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; შ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სისტემაში მიმდინარე პროექტების დანერგვისა და განვითარების მხარდაჭერა და კოორდინაცია; ჩ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების ჩართულობის უზრუნველყოფა პროექტების განხორციელების პროცესში; ც) საგანგებო სიტუაციების (სტიქიური მოვლენები, ინფრასტრუქტურული კრიზისები, ჯანმრთელობის სფეროს საგანგებო მდგომარეობები და სხვ.) შემთხვევაში სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების ერთიანი რეაგირების კოორდინაცია; ძ) საქართველოს კანონმდებლობითა და ადმინისტრაციის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.”. 2. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6 ადმინისტრაციაში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულებია: ა) საქმისწარმოების სამმართველო; ბ) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო; გ) საგანმანათლებლო პოლიტიკისა და ანალიტიკის სამმართველო; დ) კოორდინაციისა და პროექტების მართვის სამმართველო.“. 3. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8 საქმისწარმოების სამმართველოს კომპეტენციაა: ა) სამინისტროს საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით საქმისწარმოების ერთიანი წესების დამკვიდრება; ბ) საქმისწარმოების საკითხების შესახებ ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა; გ) სამინისტროში ცენტრალიზებული ელექტრონული დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა; დ) სამინისტროში შემოსული, შიდა და გასული კორესპონდენციების დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა; ე) სამინისტროსთვის საფოსტო მომსახურების უზრუნველყოფა; ვ) სამინისტროს ძირითადი საქმიანობისა და საკადრო (დანიშვნა/გათავისუფლების) ელექტრონულ ბრძანებათა მატერიალური ასლების დამოწმებული სახით შენახვა; ზ) სამინისტროს სახელით დადებული ხელშეკრულებების, შეთანხმებების (გარდა შესყიდვების ხელშეკრულებისა და შეთანხმებებისა) რეგისტრაცია, შენახვა და რეესტრის წარმოება; თ) სამინისტროს სახელით დადებული მემორანდუმების რეგისტრაცია და შენახვა; ი) სამინისტროს საქმისწარმოებისთვის საჭირო ბლანკების, ბეჭდებისა და შტამპების გამოყენების ორგანიზება; კ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ კორესპონდენციების შესრულების კვარტალური და წლიური მონიტორინგი; ლ) სამინისტროში დასაქმებული ახალი თანამშრომლებისათვის დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის (EFLOW) ტრენინგების ჩატარების უზრუნველყოფა; მ) სამინისტროში დაწესებულების საქმეთა ნომენკლატურის შემუშავების უზრუნველყოფა; ნ) სამინისტროს არქივის მართვა, დოკუმენტების დაცულობისა და მათზე სწრაფი წვდომის უზრუნველყოფა; ო) საქმისწარმოებაში დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და გადაცემა არქივისათვის არსებული წესის შესაბამისად; პ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, ორგანიზება და საიდუმლო რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა, მათ შორის, საიდუმლო კორესპონდენციის მიღების, რეგისტრაციის, მოძრაობისა და გაფორმების, გაგზავნის, დავალებათა შესრულების კონტროლის, საქმეთა ფორმირების, არქივში დოკუმენტაციის ჩაბარებისა და დაცვის ორგანიზების უზრუნველყოფა; ჟ) საშვთა ბიუროს გამართულად და ეფექტურად მუშაობის უზრუნველყოფა; რ) მოქალაქეთა მისაღების მართვა; ს) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება; ტ) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის წევრის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხის მომზადების უზრუნველყოფა; უ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე, მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება; ფ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“. 4. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10 ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს კომპეტენციაა: ა) სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის განსაზღვრა, სამინისტროს სისტემაში ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის სრულყოფის მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება; ბ) თითოეული თანამდებობის სპეციფიკისა და ამ თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობის შინაარსის გათვალისწინებით, შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან თანამშრომლობით, სამინისტროს პროფესიული საჯარო მოხელის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავება; გ) სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თითოეული თანამდებობის სამუშაო აღწერილობების და საკვალიფიკაციო მოთხოვნების შედგენა; დ) თითოეული თანამდებობის სპეციფიკისა და ამ თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობის შინაარსის გათვალისწინებით, შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან თანამშრომლობით, რესურსცენტრებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების (გარდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა) უფროსებისა და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დასანიშნი მათი მოადგილეების საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავება; ე) შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან თანამშრომლობით, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების დირექტორების დანიშვნასა და გათავისუფლებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება; ვ) სამინისტროს საშტატო ნუსხის პროექტისა და რესურსცენტრების საშტატო ნუსხების პროექტების შედგენა და მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; ზ) საჯარო მოსამსახურეთა შერჩევის მიზნით კონკურსების ორგანიზება, ტესტირებისა და გასაუბრების დაგეგმვა და ჩატარება; თ) საკონკურსო კომისიის მუშაობის ორგანიზაციული მხარდაჭერა, შესაბამისი დოკუმენტების მომზადება, ანალიზი და სათანადო რეკომენდაციების შემუშავება; ი) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა კარიერის მართვა, დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, გადაყვანის, მობილობის, გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებათა გამოყენების, შვებულებისა და მივლინებების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება; კ) რესურსცენტრებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების (გარდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა) უფროსებისა და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დასანიშნი მათი მოადგილეების შერჩევის მიზნით კონკურსების ორგანიზება, ტესტირებისა და გასაუბრების დაგეგმვა და ჩატარება, დანიშვნისა და გათავისუფლების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება; ლ) სამინისტროში დასასაქმებელ პირებთან ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებების გაფორმების უზრუნველყოფა; მ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა, ასევე მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დანიშნულ პირთა პირადი საქმეების შექმნა და წარმოება; ნ) სამინისტროს შინაგანაწესის შემუშავება და მისი დაცვის უზრუნველყოფა; ო) სახელმწიფო ჯილდოებზე განათლებისა და მეცნიერების სფეროში მოღვაწეთა წარდგენის მიზნით მასალების მომზადება და პროცესის უზრუნველყოფა; პ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის შეფასების თანამედროვე სისტემის დანერგვის უზრუნველყოფა; ჟ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა შეფასების პროცესში მონაწილეობა; რ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული განვითარების დაგეგმვა და ამ მიზნით შესაბამისი ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა; ს) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა კორპორატიული ფასეულობებისა და ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბება და ამ მიზნით სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა და ორგანიზება; ტ) სამინისტროში ახლად მიღებულ საჯარო მოსამსახურეთა ადაპტაციის პროცესის წარმართვა; უ) სამინისტროში სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფა, სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება და სტაჟირების პროცესის კოორდინაცია; ბრძანების პროექტების მომზადება სტაჟიორთა დანიშვნა/გათავისუფლების თაობაზე; ფ) სამინისტროში ადამიანური რესურსების გადაადგილებისა და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების წარმოება და პერიოდული ანალიზი; ქ) ადამიანური რესურსების მართვის სფეროში საუკეთესო პრაქტიკის მოძიება, სხვა სახელმწიფოთა გამოცდილების შესწავლა და განზოგადება. სხვადასხვა სამინისტროსთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან ურთიერთობა ადამიანური რესურსების მართვის საკითხებთან დაკავშირებით; ღ) საშვების (ფიზიკური პირისათვის/ავტომანქანის) დამზადების უზრუნველყოფა; ყ) მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად შემდეგი ბაზების წარმოება: ყ.ა) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა მონაცემთა ბაზა; ყ.ბ) რესურსცენტრების უფროსების მონაცემთა ბაზა; ყ.გ) სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების (გარდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა) ხელმძღვანელებისა და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დანიშნული მათი მოადგილეების მონაცემთა ბაზა; ყ.დ) მინისტრის მიერ დანიშნული საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების დირექტორების მონაცემთა ბაზა; ყ.ე) საშვების (ფიზიკური პირისათვის/ავტომანქანის) მონაცემთა ბაზა; შ) სამინისტროდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეთა შემოვლის ფურცლისა და სპეციალური კითხვარის შევსების ორგანიზება; ჩ) სამივლინებო მოწმობების გაცემისა და სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველოსათვის დროულად მიწოდების უზრუნველყოფა; ც) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეებზე დასაქმებისა და შრომის ანაზღაურების შესახებ ცნობების გაცემა; ძ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე, მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება; წ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“. 5. მე-10 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 და 102 მუხლები: „მუხლი 101 საგანმანათლებლო პოლიტიკისა და ანალიტიკის სამმართველოს კომპეტენციაა: ა) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებიდან, სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან, ასევე სხვა უწყებებიდან და ორგანიზაციებიდან მიღებული მონაცემების ანალიზი; ბ) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროში ტენდენციებისა და რეფორმების ანალიზი; გ) ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროს ანალიზი, შედარებითი შეფასება; დ) განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესების შესახებ ანგარიშების, შეფასებებისა და ანალიზის მომზადება; ე) სხვა უწყებებთან და ორგანიზაციებთან მონაცემთა გაზიარების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; ვ) ანალიტიკური მიმართულების გასაძლიერებლად საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების დამყარება; ზ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 102 კოორდინაციისა და პროექტების მართვის სამმართველოს კომპეტენციაა: ა) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროში დაგეგმილი სიახლეებისა და რეფორმების შესრულების კოორდინაცია; ბ) სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებებს შორის კოორდინაციის უზრუნველყოფა; გ) სახელმწიფო უწყებებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კოორდინაცია; დ) განათლების და მეცნიერების სისტემაში ინსტიტუციური გაძლიერების, სოციალური მხარდაჭერის, ადმინისტრაციული და ტექნოლოგიური საჭიროების იდენტიფიცირება, ცვლილებების ინიცირება, საპროექტო წინადადებების მომზადება, დანერგვის ხელშეწყობა. სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირების საპროექტო ინიციატივების განხორციელების მხარდაჭერა; ე) მიმდინარე პროექტების დანერგვის მონიტორინგი, განვითარების მხარდაჭერა (კომპეტენციის ფარგლებში), უკუკავშირის და ეფექტიანობის შეფასება; ვ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების ჩართულობის უზრუნველყოფა პროექტების განხორციელების პროცესში; ზ) საგანგებო სიტუაციების (სტიქიური მოვლენები, ინფრასტრუქტურული კრიზისები, ჯანმრთელობის სფეროს საგანგებო მდგომარეობები და სხვ.) შემთხვევაში სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების ერთიანი რეაგირების კოორდინაცია.”..; 7. მე-12 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ადმინისტრაციის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და ზედამხედველი მინისტრის პირველი მოადგილის წინაშე.”; ბ) მე-3 პუნქტის: ბ.ა) „ი” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) წარუდგენს მინისტრსა და მინისტრის პირველ მოადგილეს წლიურ ანგარიშს ადმინისტრაციის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველი წლის ბოლოს. ასევე, პერიოდულ ანგარიშებს მინისტრისა და მინისტრის პირველი მოადგილის მოთხოვნისამებრ;“; ბ.ბ) „მ“ ქვეპუნქტის: ბ.ბ.ა) „მ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ.ა) ცნობა – სამსახურის ან/და ანაზღაურების, სტაჟირების შესახებ;”; ბ.ბ.ბ) „მ.გ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ.დ“ ქვეპუნქტი: „მ.დ) უზრუნველყოფს სამინისტროს სახელით რეკომენდაციების გაცემას.“; გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ადმინისტრაციის უფროსის, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის ერთდროულად არყოფნის ან მათ მიერ ერთდროულად თავიანთი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ადმინისტრაციის უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული ადმინისტრაციის ერთ-ერთი საჯარო მოხელე.”. 8. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მასზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია ადმინისტრაციის უფროსის, მინისტრისა და ზედამხედველი მინისტრის პირველი მოადგილის წინაშე.“. 9. 14-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სამმართველოს უფროსის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დროს ან მის მიერ სამმართველოს უფროსის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში სამმართველოს უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული ადმინისტრაციის ერთ-ერთი საჯარო მოხელე.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის 08 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები