„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 სექტემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/06/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016765
22
06/06/2025
ვებგვერდი, 10/06/2025
010250050.35.105.016765
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 სექტემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
 
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №22

2025 წლის 6 ივნისი

ქ. ზუგდიდი

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 სექტემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 სექტემბრის №35 დადგენილების დანართში (www.matsne.gov.ge, 11/09/2019, ს/კ 010250050.35.105.016524) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) პირველი  მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ქალისა და მამაკაცის თანასწორობისა და ბავშვის უფლებების დაცვის  მხარდაჭერას,    მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.“

 ბ) მე-2 მუხლის მე-8  პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სოციალური დაცვის, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის განყოფილება“;

გ)   მე-3 მუხლ ,,ვ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობის შესწავლას და ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვას; “;

დ) მე-5 მუხლ სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. სოციალური დაცვის, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის განყოფილება

ე) მე-5 მუხლ ,,თ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ხელშეწყობას, ოჯახში ძალადობის პრევენციას, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების საკითხებთან დაკავშირებით პროგრამებისა და დოკუმენტაციის მომზადებას; “;

ვ) მე-5 მუხლ ,,კ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობის შესწავლას და ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვას; “.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, აქტის მოქმედება გავრცელდეს 2025 წლის 6 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიმალხაზ თორია