„№1 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 8 სექტემბრის №928 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„№1 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 8 სექტემბრის №928 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1077
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 10/06/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 100020020.22.027.017562
1077
10/06/2025
ვებგვერდი, 10/06/2025
100020020.22.027.017562
„№1 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 8 სექტემბრის №928 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №1077

2025 წლის 10 ივნისი

ქ. თბილისი

 

„№1 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 8 სექტემბრის №928 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

მუხლი 1
„№1 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 8 სექტემბრის №928 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 08/09/2023, სარეგისტრაციო კოდი: 100020020.22.027.017417) დამტკიცებული დებულების მე-19 მუხლის:

ა) მე-8 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) სხვა შემთხვევაში დაწესებულების დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანებით.“;

ბ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81–83 პუნქტები:

„81. ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე სრული შემოწმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა საშუალებების გამოყენება არაეფექტურია. გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და მიზნის პროპორციული. შესაბამისი ბრძანების გამოცემიდან დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა დირექტორი ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე წერილობით აცნობოს სამსახურის გენერალურ დირექტორს.

82. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმება ტარდება სკანერის გამოყენებით (შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში) ან ამ მუხლის მე-9−111 პუნქტებით დადგენილი წესით. შემოწმების საშუალებას ირჩევს ბრალდებული/მსჯავრდებული. შემოწმების ჩატარების წინ დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ან/და უსაფრთხოების განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურე ბრალდებულს/მსჯავრდებულს შესთავაზებს აირჩიოს შემოწმების მისაღები საშუალება. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმება სკანერის გამოყენებით ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილას ხორციელდება.

83. ბრალდებული/მსჯავრდებული ამ მუხლის მე-9−111 პუნქტებით დადგენილი წესით შემოწმებას ექვემდებარება იმ შემთხვევაში, თუ:

ა) იგი უარს განაცხადებს სკანერით შემოწმებაზე;

ბ) სკანერით შემოწმებამ დაადასტურა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ნივთის/ნივთიერების ფლობა;

გ) არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბრალდებულს/მსჯავრდებულს თან აქვს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ისეთი ნივთი/ნივთიერება, რომლის გარჩევა გართულებულია ან/და სკანერით ფიქსირდება ჩრდილის სახით, – დაწესებულების დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანებით;

დ) არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბრალდებულს/მსჯავრდებულს სხეულზე აქვს ისეთი ნიშანი/წარწერა, რომელიც შესაძლოა იყოს დანაშაულის/სამართალდარღვევის ჩადენის ხერხი/საშუალება, – დაწესებულების დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანებით;

ე) არ არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა სკანერით შემოწმებისთვის.“;

გ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმებისას შინაგან შემოწმებას ატარებს სამედიცინო პერსონალი, სამედიცინო ეთიკის ნორმების დაცვით. შინაგანი შემოწმება ტარდება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, პირის სხეულში აკრძალული ნივთის არსებობის შესახებ საფუძვლიანი ეჭვის წარმოშობისას. შინაგანი შემოწმება ტარდება იზოლირებულ ოთახში. დაუშვებელია შემოწმების პროცესზე ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის განხორციელება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. გამონაკლის შემთხვევაში, როცა უსაფრთხოების დაცვის ან/და სხვა კანონიერი ინტერესები ამას მოითხოვს, იმ ადგილის ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი, სადაც ხდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის შინაგანი შემოწმება, შეიძლება განხორციელდეს, მაგრამ იმგვარად, რომ ვიდეოკამერის ხედვის არეში არ მოექცეს შესამოწმებელი პირის სხეული. თუ ამგვარი რამ ტექნიკურად შეუძლებელია, შინაგანი შემოწმება უნდა განხორციელდეს სპეციალური ტიხრის (შირმის) მიღმა.“;

დ) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 პუნქტი:

„111. ამ მუხლის მე-9−მე-11 პუნქტებით გათვალისწინებული პირადი სრული შემოწმება მიმდინარეობს იზოლირებულ ოთახში, გარეშე პირთა დაუსწრებლად. დაუშვებელია პირად სრულ შემოწმებაზე ელექტრონული მონიტორინგის საშუალებით დაკვირვება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელილაშა მაღრაძე