დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 670-IIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 12/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/06/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010120000.05.001.102641 |
|
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 17.03.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010120000.05.001.017356) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-14 მუხლის 13 და 14 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. საქართველოში ბინადრობის ნებართვა (გარდა საინვესტიციო ბინადრობის ნებართვისა, სპეციალური ბინადრობის ნებართვისა და ამ კანონის მე-15 მუხლის „ი“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დროებითი ბინადრობის ნებართვებისა) არ გაიცემა C კატეგორიის ორდინალური ვიზის საფუძველზე. 14. საქართველოში ბინადრობის ნებართვა (გარდა საინვესტიციო ბინადრობის ნებართვისა, სპეციალური ბინადრობის ნებართვისა და ამ კანონის მე-15 მუხლის „ი“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დროებითი ბინადრობის ნებართვებისა) არ გაიცემა უცხოელზე, რომელიც საქართველოში იმყოფება ამავე კანონის მე-10 მუხლის 31 პუნქტით დადგენილი წესით.“. 2. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი: „მ) ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში რეგისტრირებულ ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებულ შრომით იმიგრანტსა და მისი ოჯახის წევრებზე, უცხოელზე, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულია მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირად და ახორციელებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საქმიანობას ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში, და მისი ოჯახის წევრებზე, აგრეთვე ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოქმედი საერთაშორისო კომპანიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირსა და მისი ოჯახის წევრებზე. ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოქმედი საერთაშორისო კომპანიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი სააგენტოს წარუდგენს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოქმედი საერთაშორისო კომპანიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში რეგისტრირებული ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებული შრომითი იმიგრანტი, უცხოელი, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულია მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირად და ახორციელებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საქმიანობას ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში, სააგენტოს წარუდგენს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში შრომითი ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების არანაკლებ 2 წლის გამოცდილების დამადასტურებელ დოკუმენტს, აგრეთვე ცნობას, რომლითაც დასტურდება, რომ მის მიერ ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში შრომითი ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შედეგად მიღებული ანაზღაურების ოდენობა წლიურად 25 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტზე ნაკლები არ არის. ამ პუნქტით გათვალისწინებული პირების მიერ საჭირო დოკუმენტების წარდგენის წესი და წარსადგენი დამატებითი დოკუმენტები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“. 3. მე-16 მუხლის: ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი: „თ) „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დროებითი ბინადრობის ნებართვა პირველად გაიცემა 3 წლის ვადით.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის „ე“ და „თ“ ქვეპუნქტებისა) და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დროებითი ბინადრობის ნებართვების მოქმედების ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 12 წლამდე, უცხოელის საქართველოში სავარაუდო ყოფნის ვადით, იმავე პირობებით, რომლებითაც გაიცა ის ნებართვა, რომლის მოქმედების ვადის გაგრძელებასაც ითხოვს უცხოელი. თუ უცხოელი ინარჩუნებს იმ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებას, რომლის საფუძველზედაც მასზე გაიცა ამ კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, იგი თავისუფლდება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულების ხელახალი შეფასების წარდგენის ვალდებულებისგან.“; გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა შეიძლება გაგრძელდეს 3-3 წლით, არაუმეტეს 12 წლამდე.“. 4. 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 14 პუნქტი: „14. ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა წყდება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ამ ნებართვის მქონე პირი ფაქტობრივად არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე 183 დღეს ან 183 დღეზე მეტ ხანს ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში. საქართველოს ტერიტორიაზე აღნიშნული პირის ფაქტობრივად ყოფნის დროდ ჩაითვლება დრო, რომლის განმავლობაშიც იგი იმყოფებოდა საქართველოში, აგრეთვე დრო, რომლის განმავლობაშიც იგი სპეციალურად იყო გასული საქართველოს ფარგლების გარეთ სამკურნალოდ. ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონე პირის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის მონიტორინგის განხორციელების წესს ადგენს საქართველოს მთავრობა.“. მუხლი 2 1. საქართველოს მთავრობამ 2025 წლის 1 სექტემბრამდე: ა) განსაზღვროს ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროსთვის მიკუთვნებული საქმიანობების ჩამონათვალი; ბ) განსაზღვროს ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვის მაძიებლის მიერ საჭირო დოკუმენტების წარდგენის წესი და წარსადგენი დამატებითი დოკუმენტები; გ) დაადგინოს ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონე პირის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის მონიტორინგის განხორციელების წესი. 2. საქართველოს მთავრობამ 2025 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობა. 3. ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად 2026 წლის 1 სექტემბრამდე წარდგენილი განცხადების განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან 90 დღეს. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა და მე-2 მუხლის მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი და მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2025 წლის 1 სექტემბრიდან. |
თბილისი, 12 ივნისი 2025 წ. N670-IIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები