„საქართველოს ეროვნული ბანკის ერთიანი ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაციული სისტემის - სებსტატის გამოყენების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 26 ნოემბრის №112/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 144/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 25/06/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 220020000.18.011.016936
144/04
25/06/2025
ვებგვერდი, 26/06/2025
220020000.18.011.016936
„საქართველოს ეროვნული ბანკის ერთიანი ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაციული სისტემის - სებსტატის გამოყენების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 26 ნოემბრის №112/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება  №144/04

2025 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ეროვნული ბანკის ერთიანი ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაციული სისტემის – სებსტატის გამოყენების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 26 ნოემბრის №112/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს ეროვნული ბანკის ერთიანი ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაციული სისტემის – სებსტატის  გამოყენების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 26 ნოემბრის №112/04 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 27/11/2015; 220020000.18.011.016182) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) „სებსტატი: გზამკვლევი კომერციული ბანკებისთვის, მიკრობანკებისთვის და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის“ (დანართი №2)“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) ყოველდღიური ფულადი გზავნილების სტატისტიკა“ (დანართი №7)“.

2. დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:

„მუხლი 31. კომერციულმა ბანკებმა, მიკრობანკებმა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა უზრუნველყონ ყოველდღიური ფულადი გზავნილების სტატისტიკის წარმოება და მისი ყოველთვიურად წარდგენა ამ ბრძანების დანართ №7-ის შესაბამისად სებსტატის ვებგვერდის (https://sebstat.nbg.gov.ge/) მეშვეობით.“.

3. დანართი №1 და დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

4. დაემატოს დანართი 7 თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტინათელა თურნავა