„აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 684-IIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/06/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/06/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 400060000.05.001.102653
684-IIმს-XIმპ
12/06/2025
ვებგვერდი, 16/06/2025
400060000.05.001.102653
„აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 01.07.2020, სარეგისტრაციო კოდი: 400060000.05.001.019921) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აკვაკულტურისთვის ზონა გამოიყოფა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებსა და დაინტერესებულ მხარეებთან გამართული კონსულტაციების საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს შესაბამისი დასკვნისა და აკვაკულტურის უწყებათაშორისი საბჭოს წინადადების გათვალისწინებით.“.

2. მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საზღვაო უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია: საღუზე წერტილების, აკრძალული რაიონებისა და გემების უსაფრთხო ნაოსნობისთვის ხელის არშეშლის თაობაზე ინფორმაცია, აგრეთვე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს შესაბამისი დასკვნა.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

12 ივნისი 2025 წ.

N684-IIმს-XIმპ