„გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 აპრილის №178 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 203
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/06/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 010080000.10.003.025095
203
13/06/2025
ვებგვერდი, 13/06/2025
010080000.10.003.025095
„გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 აპრილის №178 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №203

2025 წლის 13 ივნისი

ქ. თბილისი

„გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 აპრილის №178 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 აპრილის №178 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/04/2015, 010080000.10.003.018563) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:

1. დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „დანართი №1

გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის შემადგენლობა

1. ზურაბ იაშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე – კომისიის თავმჯდომარე.

2. ნიკოლოზ როსებაშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

3. გიორგი დიდიძე – საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს რეგიონული და მთის განვითარების დეპარტამენტის უფროსი – კომისიის წევრი.

4. თათია ბარაქაძე – საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი – კომისიის წევრი.

5. ალექსანდრე არაბული – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მოსახლეობის აღწერისა და დემოგრაფიული სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი – კომისიის წევრი.

6. ვაჟა კიკნაძე – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის – ახალი და უახლესი ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი – კომისიის წევრი.

7. ვახტანგ მაღრაძე – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ქართული მეტყველების კულტურის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი – კომისიის წევრი.

8. მერაბ გონგაძე – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი – კომისიის წევრი.

9. ნინო ბახია − საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო დეპარტამენტის უფროსი – კომისიის წევრი.

10. მარიკა აბულაძე − საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის სივრცითი ინფორმაციის სამსახურის უფროსი − კომისიის წევრი.

11. მარიკა ოძელი − საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების დეპარტამენტის ქართველოლოგიის სამმართველოს უფროსი – კომისიის წევრი.

12. თეა ტეტელოშვილი – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების დეპარტამენტის ქართველოლოგიის სამმართველოს  მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – კომისიის წევრი.

13. შორენა ხაჩიძე – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის გაეროს სამმართველოს უფროსი – კომისიის წევრი.

14. გიორგი ალიბეგაშვილი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე – კომისიის წევრი.

15. თამარ მორბედაძე − საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – კომისიის მდივანი.“.

2. დანართ №2-ის − „გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის დებულების“ მე-5 მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ, საფინანსო და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე