დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 დეკემბრის №565 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 215 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/06/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 14/06/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.025107 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 დეკემბრის №565 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28/12/2017, 040030000.10.003.020275) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ.“. 2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა უზრუნველყოს: ა) სააგენტოს დებულების დამტკიცება; ბ) სააგენტოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის − ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნა.“. 3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. სააგენტო ჩაითვალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფლებამონაცვლედ, იმ მოთხოვნებისა და ვალდებულებების ნაწილში, რომლებიც უკავშირდება სასარგებლო წიაღისეულის მართვას (გარდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების, ასევე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლებული პირის მიერ წიაღით სარგებლობის პირობების სათანადო კონტროლს) და რეგულირების საფასურს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 14 ივნისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები