„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 218
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/06/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/06/2025
ძალაში შესვლის თარიღი 14/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 380050000.10.003.025110
218
13/06/2025
ვებგვერდი, 13/06/2025
380050000.10.003.025110
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №218

2025 წლის 13 ივნისი

ქ. თბილისი

 

„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს  მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში (სსმ, №94, 12/08/2005) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:         

მუხლი 2. ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო

ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოა (შემდგომში – ლიცენზიის გამცემი) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), ხოლო „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევაში – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.“.

2. მე-3 მუხლის:

ა) 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„41. იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე არსებობს ლიცენზიის გამცემის დასაბუთებული შუამდგომლობა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიმართავს საქართველოს მთავრობას, აუქციონის გამოცხადებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღების მიზნით.“;

ბ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის თაობაზე აუქციონის გამართვის შესახებ ინფორმაციას ლიცენზიის გამცემი აუქციონის გამართვამდე არაუგვიანეს 10 დღისა აქვეყნებს ვებგვერდზე − www.eauction.ge. აღნიშნული ინფორმაციის გასავრცელებლად შეიძლება, გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სხვა საშუალებები.“;

გ) 121 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. აუქციონში მონაწილეობის თაობაზე განცხადება მიიღება აუქციონის გამოცხადებიდან არანაკლებ 10 დღის განმავლობაში. ლიცენზიის გამცემი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადგენს განცხადებების მიღების საბოლოო ვადას, რომელიც გამოქვეყნდება აუქციონის შესახებ განცხადებასთან ერთად.“.

3. 31 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია, ლიცენზიის გამცემის შეტყობინების მიღების შემდგომ გადაიხადოს „სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის დადგენის ფორმულით დაანგარიშებული თანხისა და ამ თანხის 10%-ის ჯამი, თუ ლიცენზიის გამცემის ინიციირების საფუძველზე, სამინისტროს წარდგინებითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სხვა ფასი არ იქნება დადგენილი.“.

4. 61 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მდინარეებზე არსებული ქვიშა-ხრეშის საბადოებსა და გამოვლინებებზე ლიცენზიები გაიცემა არაუმეტეს 5 წლის ვადით. ამასთანავე, განსხვავებული სალიცენზიო პირობების ან/და საინვესტიციო წინადადებების არსებობის შემთხვევაში, სამინისტროს წარდგინებითა და საქართველოს მთავრობის თანხმობით,  შესაძლებელია,  აღნიშნული ლიცენზია გაიცეს ან/და გაგრძელდეს უკვე გაცემული ლიცენზიის მოქმედების ვადა არაუმეტეს 10 წლამდე ვადით. ამასთანავე, ლიცენზიის 10 წლამდე ვადით გაცემა ან მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ჯამურად მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება 1 000 000 (ერთი მილიონი) კუბურ მეტრს. ასევე ლიცენზიის მოქმედების 10 წლამდე ვადით გაგრძელება შესაძლებელია, თუ ლიცენზიის ფარგლებში მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავების მიზნით მოწყობილია საჭირო ინფრასტრუქტურა (გადამამუშავებელი ქარხანა, დამხმარე შენობა-ნაგებობები და სხვ.).  ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი  ვალდებულია, ლიცენზიის ფარგლებში მოსაპოვებელი რესურსის დარჩენილი მოცულობისთვის გადაიხადოს „სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის დადგენის ფორმულით დაანგარიშებული თანხისა და ამ თანხის 10%-ის ჯამი. 

3. სამინისტროს შუამდგომლობითა და საქართველოს მთავრობის თანხმობით, სააგენტოს უფლება აქვს, გააგრძელოს ლიცენზიის მოქმედების ვადა. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, ლიცენზიის ფარგლებში მოსაპოვებელი რესურსის ოდენობაზე გადაიხადოს „სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის  დადგენის  ფორმულით დაანგარიშებული თანხისა და ამ თანხის 10%-ის ჯამი.“.

5. მე-7 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) მე-3 მუხლის 6​​​​​პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მარაგების დამტკიცების შემდეგ, ლიცენზიანტი ვალდებულია, გადაიხადოს „სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის დადგენის ფორმულით დაანგარიშებული თანხისა და ამ თანხის 10%-ის ჯამი, აუქციონზე მის მიერ დაფიქსირებული ბოლო შეთავაზებული ფასის გამოკლებით, თუ აუქციონზე მის მიერ დაფიქსირებული ბოლო შეთავაზებული ფასი ნაკლებია მარაგების დამტკიცების შემდეგ მის მიერ გადასახდელ თანხაზე.“;

ბ) 12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) აღრიცხვის კვანძის მოწყობის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს. მრიცხველზე ლუქის ახსნა-დადება ხორციელდება ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით;“;

გ) 12 პუნქტის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე)  ლუქის ახსნა-დადება და შესაბამისი აქტის შედგენა ხორციელდება:

ე.ა) რეგულირების საფასურის გადამხდელთა სალიცენზიო ობიექტებზე – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ;

ე.ბ) ყველა სხვა შემთხვევაში − ლიცენზიის მფლობელის მიერ, მისი ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

1) ამ პუნქტის „ე.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, ლუქის ახსნის/დადების პროცესის ამსახველი დოკუმენტაცია წარუდგინოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს მისი განხორციელებიდან არაუგვიანეს 5 დღისა. დოკუმენტაცია მოიცავს ფოტომასალას ჭაბურღილის, ჭის ან/და წყაროს X და Y კოორდინატების მითითებით, ფოტოზე ასევე დატანილი უნდა იყოს მოქმედების განხორციელების თარიღი;“;

დ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.“.

6. 71 მუხლის:

ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8.  სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია, მისთვის ლიცენზიით გამოყოფილ ფართობში, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან ერთად, განახორციელოს წიაღის შესწავლა. ლიცენზიის მფლობელი შესწავლის შედეგად გამოვლენილი განსხვავებული სახეობის ან დანიშნულების სასარგებლო წიაღისეულის მარაგების შესწავლის მასალებს, დადგენილი წესით, წარუდგენს სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორის კომისიას. ასეთ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, დამტკიცებული მარაგების ფარგლებში, რესურსის მოპოვებისთვის ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილ ვადაში გადაიხადოს „სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის დადგენის ფორმულით დაანგარიშებული თანხისა და ამ თანხის 10%-ის ჯამი. ამასთანავე, ლიცენზიით გათვალისწინებულისგან განსხვავებული დანიშნულების სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცებისას, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, ამავე პუნქტით განსაზღვრული თანხა გადაიხადოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცებული მარაგების მიხედვით გამოთვლილი ფასი მეტია აუქციონზე დაფიქსირებულ საბოლოო ფასზე.“;

ბ) მე-10 და 101 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლიცენზიაში ცვლილების შეტანის შემდეგ, გარდა ამავე მუხლის 101 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის გაზრდილ ოდენობაზე ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილ ვადაში გადაიხადოს „სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის დადგენის ფორმულით დაანგარიშებული თანხისა და ამ თანხის 10%-ის ჯამი, ხოლო, თუ დაანგარიშებული თანხა შეადგენს 10 000 (ათი ათასი) ლარზე ნაკლებს, გადასახდელი თანხა განისაზღვრება 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. ამასთანავე, ლიცენზიის გამცემის ინიციირების საფუძველზე, სამინისტროს წარდგინებითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შეიძლება, დადგინდეს განსხვავებული გადასახდელი თანხა.

101. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში იმ სასარგებლო წიაღისეულის, როგორებიცაა: შავი, ფერადი, კეთილშობილი ლითონები და იშვიათი ელემენტები, ლიცენზიაში ცვლილების შეტანის შემდეგ ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის გაზრდილ ოდენობაზე ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილ ვადაში გადაიხადოს „სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის დადგენის ფორმულით დაანგარიშებული თანხისა და ამ თანხის 10%-ის ჯამი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიით გათვალისწინებულ ფართობზე დამტკიცებული მარაგების მიხედვით გამოთვლილი ფასი ან/და ფასების ჯამი მეტია აუქციონზე დაფიქსირებულ საბოლოო ფასზე.“.

7. 73 მუხლის 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. მე-3 მუხლის 6პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლიცენზიის მფლობელის მიერ მარაგების დამტკიცებამდე ლიცენზიის ნაწილის გასხვისების შემთხვევაში, ლიცენზიის ნაწილის გამსხვისებელი (ლიცენზიის იმ ნაწილის ფარგლებში, რომელიც ამ უკანასკნელს რჩება) და ლიცენზიის ნაწილის მიმღები (ლიცენზიის იმ ნაწილის ფარგლებში, რომელიც ამ უკანასკნელს გადაეცემა) ვალდებულნი არიან, მარაგების დამტკიცების შემდეგ გადაიხადონ „სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის  დადგენის  ფორმულით დაანგარიშებული თანხისა და ამ თანხის 10%-ის ჯამს გამოკლებული M კოეფიციენტის გამოანგარიშების შედეგად მიღებული თანხა, თუ M კოეფიციენტის გამოანგარიშების შედეგად მიღებული თანხა ნაკლებია ამავე პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის დადგენის ფორმულით დაანგარიშებული თანხისა და ამ თანხის 10%-ის ჯამზე. M კოეფიციენტი გამოიანგარიშება ფორმულით: M=A/B x C, სადაც:

ა) A არის ლიცენზიის გაცემისას აუქციონზე შეთავაზებული ბოლო ფასი;

ბ) B არის აუქციონზე გატანილი სალიცენზიო ფართობი;

გ) C არის ლიცენზიის ნაწილის გასხვისების შედეგად ლიცენზიის ნაწილის გამსხვისებლისათვის ან ლიცენზიის ნაწილის მიმღებისათვის განკუთვნილი სალიცენზიო ფართობი.“.

8. 74  მუხლის:

ა) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. პირი, რომელიც გათავისუფლდა ლიცენზიისგან, ვალდებულია,  გადაიხადოს „სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის დადგენის შესაბამისი ფორმულით ერთ წელზე დაანგარიშებული თანხის ოდენობის ტოლფასი თანხა, გარდა ამ მუხლის 22 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამასთანავე, ლიცენზიის გამცემის ინიციირების საფუძველზე, სამინისტროს წარდგინებითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შეიძლება, დადგინდეს განსხვავებული გადასახდელი თანხა.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ლიცენზიისაგან გათავისუფლების შემთხვევაში, პირი, რომელიც გათავისუფლდა ლიცენზიისაგან, ვალდებულია, გადაიხადოს „სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის დადგენის შესაბამისი ფორმულით ერთ წელზე დაანგარიშებული თანხის ოდენობის ტოლფასი თანხა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შეიძლება, განისაზღვროს სხვა დამატებითი პირობ(ებ)ის შესრულება ან/და დადგინდეს განსხვავებული გადასახდელი თანხა.“;

გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. თუ საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირი ვალდებულია, გადაიხადოს „სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის დადგენის შესაბამისი ფორმულით შესაბამის წელზე/წლებზე დაანგარიშებული თანხის ოდენობის ტოლფასი თანხა. ამასთანავე, ლიცენზიის გამცემის ინიციირების საფუძველზე, სამინისტროს  წარდგინებითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შეიძლება, დადგინდეს განსხვავებული გადასახდელი თანხა.“;

დ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. ამ მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიისაგან გათავისუფლებული პირი ვალდებულია, ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაიხადოს სამშენებლო სამუშაოებზე გაფორმებული ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული საფასური, მაგრამ არანაკლებ „სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის დადგენის ფორმულით დაანგარიშებული თანხისა.“.

9. 75 მუხლის პირველი და 11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, ამ დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრულ ლიცენზიის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოებში ლიცენზიის გაუქმების თაობაზე შესაბამის შუამდგომლობას აყენებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.

11. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული გადაუდებლობის შემთხვევის არსებობისას, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ საკითხის დაყენების შემთხვევაში, ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.“.

მუხლი 2
„სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის 2023 წლის 15 სექტემბრის №10 ბრძანებით დამტკიცებული დებულება ინარჩუნებს ძალას „სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ შესაბამისი ბრძანების გამოცემამდე.

 

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 14 ივნისიდან.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე