,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/06/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/06/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 010320000.35.158.016662
16
16/06/2025
ვებგვერდი, 17/06/2025
010320000.35.158.016662
,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
 
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2025 წლის 16 ივნისი

ქ. ბოლნისი

,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“, „დ.დ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტების, საქართველოს ორგანული კანონის  „ნორმატიული  აქტების შესახებ“  მე-20  მუხლის მე-4, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტების,  შესაბამისად, შევიდეს ცვლილებები „ბოლნისის  მუნიციპალიტეტის  მერიის  საშტატო  ნუსხის  დამტკიცებისა და თანამდებობრივი სარგოების  ოდენობების განსაზღვრის  შესახებ“  ბოლნისის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2022  წლის 21 თებერვლის №5 დადგენილების (matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 01/03/2022 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010320000.35.158.016552) დანართი №1-ში:

მუხლი 1
1. შევიდეს ცვლილება დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (III რანგი) – 2 (თანამდებობრივი სარგო – 2336 ლარი);“.

2. დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს „გ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი (IV რანგი) – 1 (თანამდებობრივი სარგო – 2044 ლარი);“.

3. შევიდეს ცვლილება დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (III რანგი) – 1 (თანამდებობრივი სარგო – 2336 ლარი);“.

4. შევიდეს ცვლილება დანართი №1-ის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (III რანგი) – 2 (თანამდებობრივი სარგო – 2336 ლარი);“.

5. დანართი №1-ის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტიდან ამოღებული იქნეს „დ“ ქვეპუნქტი.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის პირველი ივლისიდან.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი