დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მზღვეველის მიერ აღებულ ნეტო ვალდებულებებსა და საზედამხედველო კაპიტალს შორის ზღვრული თანაფარდობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 6 აგვისტოს №33 ბრძანებით დამტკიცებულ წესში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 92 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური |
| მიღების თარიღი | 16/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/06/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 290160000.60.072.016099 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ი“ და „მ“ ქვეპუნქტების, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის „თ“ და „ლ“ ქვეპუნქტების და ამავე დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 6 აგვისტოს №33 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 07.08.2019, სარეგისტრაციო კოდი: 290160000.60.072.016041) დამტკიცებულ „მზღვეველის მიერ აღებულ ნეტო ვალდებულებებსა და საზედამხედველო კაპიტალს შორის ზღვრული თანაფარდობის წესში“ შევიდეს ცვლილება და:
1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) მზღვეველის მიერ აღებული ნეტო ვალდებულების მაქსიმალური ოდენობა ერთ დამზღვევზე და/ან ურთიერთდაკავშირებულ დამზღვევთა ჯგუფზე გაცემულ სადაზღვევო პოლისებზე/გარანტიებზე, არ უნდა აღემატებოდეს მზღვეველის მიერ უკანასკნელად გაანგარიშებული და სამსახურისთვის შესაბამისი საანგარიშო თარიღისათვის წარდგენილი საზედამხედველო კაპიტალის ოდენობის 15%-ს. ამასთან, თუ მზღვეველის საზედამხედველო კაპიტალი 50%-ით აღემატება გადახდისუნარიანობის მარჟის ოდენობას და კაპიტალის მინიმალურ ოდენობას შორის უდიდეს მაჩვენებელს, ან მზღვეველს გააჩნია ამ წესის №1 დანართით გათვალისწინებული საკრედიტო რეიტინგი, სამსახურის წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, მზღვეველის მიერ აღებული ნეტო ვალდებულების მაქსიმალური ოდენობა ერთ დამზღვევზე და/ან ურთიერთდაკავშირებულ დამზღვევთა ჯგუფზე გაცემულ სადაზღვევო პოლისებზე/გარანტიებზე არ უნდა აღემატებოდეს მის მიერ უკანასკნელად გაანგარიშებული და სამსახურისთვის შესაბამისი საანგარიშო თარიღისათვის წარდგენილი საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს.“. 2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს 31 პუნქტი, შემდეგი შინაარსით: „31. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინასწარი თანხმობის მოსაპოვებლად, მზღვეველმა სამსახურს უნდა წარუდგინოს ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებებსა და ღონისძიებებთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტ(ებ)ი, რომლითაც დადასტურდება, რომ აღებული რისკით გამოწვეული ზარალი არ მოახდენს მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას მზღვეველის გადახდისუნარიანობასა და საზედამხედველო კაპიტალზე და საფრთხე არ დაემუქრება მის საქმიანობას. ამასთან, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მზღვეველის მიერ აღებული ნეტო ვალდებულებების ის ოდენობა, რომელიც აღემატება მზღვეველის მიერ უკანასკნელად გაანგარიშებული და სამსახურისთვის შესაბამისი საანგარიშო თარიღისათვის წარდგენილი საზედამხედველო კაპიტალის 15%-ს, უზრუნველყოფილ უნდა იქნეს მზღვეველისათვის მიბარებული ფულადი სახსრებით ან/და იფარებოდეს მზღვეველის იმ თავისუფალი ფულადი სახსრებით, რომელიც არ არის გამოყენებული სადაზღვევო რეზერვების ან/და კაპიტალის მინიმალური ოდენობის დასაფარად.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები