დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 696-IIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 24/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/06/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010290000.04.001.018136 |
696-IIმს-XIმპ
24/06/2025
ვებგვერდი, 25/06/2025
010290000.04.001.018136
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 76) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. 271 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ყოველი თვის განმავლობაში შემოწირულების მიღების, აგრეთვე საწევრო შენატანის განხორციელების შესახებ ინფორმაცია პარტიამ საანგარიშო თვის მომდევნო თვის არაუგვიანეს 15 რიცხვისა უნდა წარუდგინოს ანტიკორუფციულ ბიუროს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან.
|
თბილისი, 24 ივნისი 2025 წ. N696-IIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები