დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის გაუქმების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | REG 0 25 00001251 |
| დოკუმენტის მიმღები | სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო |
| მიღების თარიღი | 05/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/06/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის
ბრძანება №REG 0 25 00001251 2025 წლის 5 ივნისი ქ. თბილისი |
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის გაუქმების შესახებ
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ 22-ე მუხლის, მე-6 პუნქტის და მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №01-64/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დებულების მე-4 მუხლის „კ“ პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 5 ივნისის №02-884/ო ბრძანება, შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს (გაუქმდეს) შპს „თბილისის ონკოლოგიურ დისპანსერზე“ (ს/კ 205005527; ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, კონსტანტინე ჩაჩავას ქუჩა №1) გაცემული „პათოლოგანატომიური საქმიანობის ლიცენზია“ (სალიცენზიო მოწმობა №000010) და ლიცენზიის დანართი-„ციტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა“ (სალიცენზიო მოწმობის დანართი №000010) . 2. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიებისა და აკრედიტაციის სამმართველოს ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის გაუქმების შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64). 4. ბრძანება ძალაში შედის ხელისმოწერისთანავე. საფუძველი: შპს „თბილისის ონკოლოგიურ დისპანსერის“ (ს/კ 205005527) დირექტორის, ზურაბ რაინაულის განცხადებები (№569133, 23.05.2025წ; №615749, 04.06.2025წ.) და თანდართული დოკუმენტაცია.
სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლეილა ქოჩიაშვილი |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები