დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 24 ნოემბრის №05/05 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 05/19 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კულტურის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/06/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.088.016087 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (20/06/2025 - 26/06/2025)
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 24 ნოემბრის №05/05 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2024 წლის 12 დეკემბრის №82-Iმს-XIმპ კანონის მე-2 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 24 ნოემბრის №05/05 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24/11/2021, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.088.016005) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის: ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სააგენტოს აქვს ემბლემა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს სააგენტოსა და მისი სტრუქტურული ერთეულების ბლანკებსა და შესასვლელის აბრაზე, ასევე, თანამშრომელთა სავიზიტო ბარათებზე, სუვენირებზე, ბეჭდვით და ელექტრონულ გამოცემებზე.“; ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, თაბუკაშვილის ქუჩა №7.“. 2. მე-2 მუხლის: ა) „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო პროგრამისა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციისა და შემეცნების მიზნით, საინფორმაციო და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება; ე) საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ერთიანი საინფორმაციო სისტემის განვითარება და მონაცემთა ბაზის განახლება;“; ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების განხორციელება, სამეცნიერო-კვლევითი, საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობის, სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესისა და სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობა და ამ მიზნით ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;“; დ) „კ“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების/ობიექტებისა და კულტურული ფასეულობების, მათ შორის, მის სტრუქტურაში შემავალ მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში არსებული სამუზეუმო ექსპონატების შესწავლა, მათი ისტორიული, მეცნიერული და მხატვრული ღირებულებების განსაზღვრა, მოძიებული მასალების დამუშავება; ლ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით სხვა ქვეყნების გამოცდილების შესწავლა და საჭიროებისამებრ მისი პრაქტიკაში დანერგვა; მ) კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მოქმედი საერთაშორისო კონვენციებითა და ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების ხელშეწყობა;“. 3. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ამ დებულებითა და საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ (შემდგომ – სამინისტრო) შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დელეგირებული საქმიანობის განხორციელება; ბ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო პროგრამისა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის და შემეცნების მიზნით, საინფორმაციო და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება;“; ბ) „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) კულტურული მემკვიდრეობის ერთიანი საინფორმაციო სისტემისა და მონაცემთა ბაზის განვითარება, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ინფორმაციისა და დოკუმენტაციის დიგიტალიზაცია, დაკომპლექტება, არქივირება და მოპოვებული (შექმნილი) ინფორმაციის მოვლა-პატრონობა და გავრცელება; ვ) საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების/ობიექტებისა და კულტურული ფასეულობების, მათ შორის, მის სტრუქტურაში შემავალ მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში არსებული სამუზეუმო ექსპონატების შესწავლა, მათი ისტორიული, მეცნიერული და მხატვრული ღირებულებების განსაზღვრა, მოძიებული მასალების დამუშავება, სახელმწიფო და კერძო კოლექციების აღრიცხვასა და შესწავლაში მონაწილეობა;“; გ) „ძ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ძ) კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სტაჟიორების მიღება და სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში შესაბამისი სერტიფიკატის გაცემა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;“. 4. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვის ფარგლებში, ძეგლზე სამუშაოებთან და არქეოლოგიურ სამუშაოებთან დაკავშირებით, ნებართვის მფლობელის მხრიდან სანებართვო პირობების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, კულტურული მემკვიდრეობის მონიტორინგის სამსახურის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, გამოსცემს ბრძანებას ნებართვით განსაზღვრული ქმედებების დაუყოვნებლივ შეჩერების შესახებ და გასცემს აღნიშნული ქმედებების გაგრძელებამდე სავალდებულოდ შესასრულებელ მითითებებს; ზ) კულტურული მემკვიდრეობის მონიტორინგის სამსახურის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, გამოსცემს ბრძანებას ნებართვის გაუქმების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ ნებართვის გაუქმება (შესაბამისად, ნებართვით განსაზღვრული ქმედებების შეწყვეტა) მყისიერ აუცილებლობას წარმოადგენს ან ნებართვის მფლობელის მხრიდან არ იქნა შესრულებული ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მითითებები, ნებართვით განსაზღვრული ქმედებების გაგრძელების თაობაზე;“; ბ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პ) სამინისტროსთან შეთანხმებით, განსაზღვრავს სტაჟიორების წლიურ კვოტას და ანაზღაურების ოდენობას. მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ნიშნავს და ათავისუფლებს სტაჟიორებს;“; გ) „ჟ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ1“ ქვეპუნქტი: „ჟ1) ამტკიცებს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;“; დ) „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ამტკიცებს სააგენტოს ბეჭდების და შტამპების აღწერილობას, ნიმუშებსა და გამოყენების წესს;“; ე) „ქ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ“ და „ყ“ ქვეპუნქტები: „ღ) საჭიროების შემთხვევაში, განსაზღვრავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს წევრების შესაბამისი სექციების მუშაობისთვის საჭირო ანაზღაურების ოდენობასა და გაცემის წესს; ყ) ამ დებულებითა და სამინისტროს მიერ შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დელეგირებული საქმიანობის განხორციელების მიზნით, უფლებამოსილია განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობით ნებადართული სხვა მოქმედებები.“. 5. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებებს ასრულებს გენერალური დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი თანამშრომელი ან სტრუქტურული ერთეულის კურატორი მოადგილე.“. 6. მე-8 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო ნაკრძალი;“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სააგენტოს სამსახურებია: ა) ნებართვებისა და ექსპერტიზის სამსახური; ბ) ძეგლთა რეაბილიტაციის სამსახური; გ) არქეოლოგიისა და კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახური; დ) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური; ე) კულტურული მემკვიდრეობის მონიტორინგის სამსახური; ვ) ადმინისტრაცია (სამსახური); ზ) შიდა აუდიტისა და შრომის უსაფრთხოების სამსახური; თ) ფინანსური აღრიცხვის სამსახური; ი) შესყიდვების სამსახური; კ) ლოგისტიკის სამსახური; ლ) კულტურული მემკვიდრეობის საინფორმაციო სისტემების მართვის სამსახური; მ) მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების სამსახური; ნ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.“. 7. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. ნებართვებისა და ექსპერტიზის სამსახური ნებართვებისა და ექსპერტიზის სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების სანებართვო დოკუმენტაციის სისრულისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა და მეთოდოლოგიური გადაწყვეტების შემოწმება; ბ) ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების თაობაზე გენერალური დირექტორის ბრძანების პროექტებისა და შესაბამისი სანებართვო მოწმობის მომზადება; გ) ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების სანებართვო რეესტრის წარმოება; დ) კომპეტენციის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დამცავ ზონებში დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის განხილვა; ე) კომპეტენციის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს შესაბამისი სექციების სხდომების ორგანიზება; ვ) სამსახურის დებულებით განსაზღვრული და სამინისტროს მიერ შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დელეგირებული საქმიანობის ფარგლებში სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“. 8. მე-10 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი: „მუხლი 101. ძეგლთა რეაბილიტაციის სამსახური ძეგლთა რეაბილიტაციის სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების (ობიექტების) მდგომარეობის შეფასება, საპროექტო და სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგეგმვა, მომზადება და განხორციელების კოორდინაცია; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს მიერ განსახორციელებელი პროექტების ფარგლებში შესრულებული საპროექტო დოკუმენტაციის სისრულის, ხარისხისა და მეთოდოლოგიური გადაწყვეტების შემოწმება; გ) წინადადებების შემუშავება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესაბამისი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების (ობიექტების) საპროექტო და სარეაბილიტაციო სამუშაოების გათვალისწინების მიზნით; დ) სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის საშუალოვადიანი და ერთწლიანი ღონისძიებების დაგეგმვა, კოორდინაცია, მონიტორინგი, კონტროლი და შეფასება, კომპეტენციის ფარგლებში პერიოდული ანგარიშებისა და ცვლილებების მომზადება; ე) სამსახურის დებულებით განსაზღვრული და სამინისტროს მიერ შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დელეგირებული საქმიანობის ფარგლებში სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“. 9. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, მისი სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე; ბ) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის, მათ შორის, მათი გამოვლენისა და აღნუსხვის ხელშეწყობა და კოორდინაცია; გ) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის რეესტრის წარმოება და პერიოდული მონიტორინგი; დ) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ინვენტარიზაციისა და შესაბამისი კვლევების მიზნით ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებთან თანამშრომლობა; ე) სააგენტოს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების პროცესების უზრუნველყოფა. სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში, დარგში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უცხო ქვეყნების შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის კოორდინაცია; ვ) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში, იუნესკოსა და ევროპის საბჭოს შესაბამისი კონვენციების, ქარტიების, პროგრამებისა და ინიციატივების აღსრულების ხელშეწყობა; ზ) არამატერიალური და მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო ნუსხებში ახალი ნომინაციების წარდგენის ხელშეწყობა და კოორდინაცია; თ) სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით არამატერიალური და მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპებისა და მიდგომების დანერგვისა და ფართო საზოგადოებაში პოპულარიზაციის უზრუნველყოფა; ი) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თაობაზე ინფორმაციის სისტემატიზაცია და ანგარიშების მომზადების კოორდინაცია; კ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სექციის სამდივნოს ფუნქციის შესრულება, განსახილველი საკითხების მომზადება და სექციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების კოორდინაცია; ლ) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო ორმხრივი ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და მემორანდუმების პროექტების შემუშავების პროცესში მონაწილეობა, აღნიშნული აქტების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და შესაბამისი ინფორმაციის სისტემატიზაცია; მ) საზღვარგარეთ დარგობრივ საერთაშორისო ღონისძიებებში (კონფერენცია, ფორუმი, სიმპოზიუმი და სხვა) სააგენტოს მონაწილეობის უზრუნველყოფა. გენერალური დირექტორისა და მისი მოადგილეების, სააგენტოს თანამშრომლებისათვის საზღვარგარეთ ოფიციალური ვიზიტების, ასევე, უცხო ქვეყნის დელეგაციებისათვის, საქართველოში მოწვეული საერთაშორისო ექსპერტებისათვის ოფიციალური ვიზიტების დაგეგმვა, პროგრამის შედგენა და აღნიშნულთან დაკავშირებული ღონისძიებების უზრუნველყოფა; ნ) სამსახურის დებულებით განსაზღვრული და სამინისტროს მიერ შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დელეგირებული საქმიანობის ფარგლებში სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“. 10. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13. კულტურული მემკვიდრეობის მონიტორინგის სამსახური 1. კულტურული მემკვიდრეობის მონიტორინგის სამსახური წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში ინსპექტირებაზე პასუხისმგებელ სააგენტოს უფლებამოსილ სტრუქტურულ ერთეულს. დაკისრებული ფუნქციებისა და საქმიანობის ეფექტიანად შესრულების მიზნით, კულტურული მემკვიდრეობის მონიტორინგის სამსახურს უფლება აქვს დროებით მოიწვიოს სააგენტოს სხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენელი. 2. კულტურული მემკვიდრეობის მონიტორინგის სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სარეაბილიტაციო და სხვა სამუშაოების სანებართვო პირობებთან შესაბამისობისა და ხარისხის რეგულარული ინსპექტირება და შესაბამისი რეაგირება; ბ) არქეოლოგიური სამუშაოების სანებართვო პირობებთან შესაბამისობის ზედამხედველობა და შესაბამისი რეაგირება; გ) ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების სანებართვო მოწმობების შუალედური და საბოლოო ვადების კონტროლი და ვადის დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება; დ) ობიექტების ადგილზე შემოწმება და შესაბამისი ანგარიშების მომზადება, სააგენტოს სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით, არქეოლოგიური სამუშაოებისა და ძეგლზე ჩატარებული სამუშაოების ჩაბარება; ე) მონიტორინგის პროცესში გამოვლენილ შეუსაბამობებსა და აღმოჩენილ ხარვეზებზე (მათ შორის, საპროექტო დოკუმენტაციაში, მეთოდოლოგიურ გადაწყვეტაში, სანებართვო დოკუმენტაციაში და სხვ.) სწრაფი რეაგირება და საჭიროების შემთხვევაში, სამუშაოების დაუყოვნებლივ შეჩერების/შეწყვეტის ან/და ნებართვის გაუქმების მოთხოვნით, გენერალური დირექტორისათვის დასაბუთებული შუამდგომლობის წარდგენა; ვ) სააგენტოს მიერ დაფინანსებული სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელშეკრულებო ვადებისა და პირობების კონტროლი, ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილებების ინიციირება, მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება; ზ) უნებართვოდ მიმდინარე ძეგლზე სამუშაოებთან და არქეოლოგიურ სამუშაოებთან დაკავშირებით გამოვლენილ ფაქტებზე შესაბამისი რეაგირება; თ) სამსახურის დებულებით განსაზღვრული და სამინისტროს მიერ შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დელეგირებული საქმიანობის ფარგლებში სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“. 11. მე-15 მუხლი ამოღებულ იქნეს. 12. მე-16 მუხლის „ი“ და „ი1“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. 13. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 17. შიდა აუდიტისა და შრომის უსაფრთხოების სამსახური 1. შიდა აუდიტისა და შრომის უსაფრთხოების სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის, ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება; ბ) სააგენტოს წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება; გ) აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება; დ) აუდიტორული შემოწმების შედეგების ანგარიშში ასახვა, ასევე სააგენტოს საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; ე) სააგენტოს საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმება, საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების კონტროლი, შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და გენერალური დირექტორისთვის წარდგენა, შიდა აუდიტორული საქმიანობისა და სააგენტოს მდგომარეობის შესახებ გენერალური დირექტორის პერიოდული ინფორმირება; ვ) მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და შეტყობინებების, სხვა ნებისმიერი გზით მიღებული ინფორმაციის, ასევე, გენერალური დირექტორის დავალების საფუძველზე, სააგენტოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი დისციპლინის, ეთიკის ნორმებისა და საქმიანობის კანონიერების დაცვის თაობაზე სამსახურებრივი შემოწმების განხორციელება; ზ) სააგენტოში ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება; თ) სააგენტოში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სააგენტოს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების პროაქტიული გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება; ი) სააგენტოს თანამშრომელთა მიერ ტექნიკური და სხვა მატერიალური ფასეულობების მართლზომიერი გამოყენების კონტროლი; კ) სამსახურებრივი შემოწმების შედეგად დასკვნის შედგენა, საჭირო ღონისძიებების განხორციელება და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით დასკვნის გენერალური დირექტორისათვის წარდგენა; ლ) გამოვლენილი დისციპლინური გადაცდომების გამომწვევი მიზეზებისა და წინაპირობების შესწავლა/ანალიზი, სათანადო რეკომენდაციების შემუშავება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; მ) სააგენტოს საქმიანობაში შრომის უსაფრთხოების მოთხოვნებისა და გასატარებელი პრევენციული ღონისძიებების ზოგადი პრინციპების შემუშავება, დანერგვა და მონიტორინგი; ნ) შრომის უსაფრთხოების რისკების იდენტიფიკაცია და რეკომენდაციების შემუშავება მათი თავიდან აცილების მიზნით; ო) დასაქმებულთა სწავლება, მათთვის ინფორმაციის მიწოდება შრომის უსაფრთხოების საკითხებზე; პ) სამსახურის დებულებით განსაზღვრული და სამინისტროს მიერ შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დელეგირებული საქმიანობის ფარგლებში სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. შიდა აუდიტისა და შრომის უსაფრთხოების სამსახური უფლებამოსილია, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებიდან გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია, გამოკითხოს ცალკეული თანამშრომლები, მოითხოვოს მათგან ახსნა-განმარტებები, ურთიერთობა დაამყაროს მესამე პირებთან, გამოიყენოს კანონით ნებადართული სხვა საშუალებები, რაც აუცილებელია მისთვის განსაზღვრული ფუნქციების ეფექტიანად შესრულებისთვის. 3. შიდა აუდიტისა და შრომის უსაფრთხოების სამსახური ფუნქციურად დამოუკიდებელია და ანგარიშვალდებულია მხოლოდ გენერალური დირექტორის წინაშე. დაუშვებელია შიდა აუდიტისა და შრომის უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობაში ჩარევა ან მასზე სხვაგვარი ზემოქმედება საქმიანობის დაგეგმვის, განხორციელებისა და ანგარიშგების ნებისმიერ ეტაპზე.“. 14. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 18. ფინანსური აღრიცხვის სამსახური ფინანსური აღრიცხვის სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) სააგენტოს საბუღალტრო აღრიცხვის ორგანიზება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. ყოველკვარტალური და წლიური ბუღალტრული ანგარიშგების მომზადება და წარდგენა. სააგენტოს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების (ბალანსის) შედგენა და დანიშნულების შესაბამისად წარდგენა; ბ) სააგენტოს და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლების შრომის ანაზღაურების უზრუნველყოფა; გ) მატერიალური მარაგების ხარჯვის კონტროლი დადგენილი წესისა და დამტკიცებული ლიმიტების გათვალისწინებით; დ) შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ელექტრონულ პორტალზე ფინანსური ოპერაციების/ტრანზაქციების წარმოება; ე) ძირითადი აქტივებისა და მატერიალური მარაგების აღრიცხვა და დამუშავება, აგრეთვე, მიზნობრივი მოხმარება-განკარგვისათვის გადაცემული მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა; ვ) მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების მონიტორინგი და მართვა; ზ) სააგენტოს საშუალოვადიანი და გრძელვადიანი ფინანსური პროექტების დაგეგმვა და საპროგნოზო მაჩვენებლების მომზადება; თ) სააგენტოს ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების და საკუთარი შემოსავლების მართვა, ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლების შესაბამისად განაწილება და შესრულების კონტროლი, დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულების კვარტალური და წლიური ანგარიშის მომზადება/წარდგენა, ბიუჯეტის კორექტირების მიზნით შესაბამისი წინადადების მომზადება და განხორციელება; ი) სააგენტოს ყოველწლიური ბიუჯეტის ფორმირების მიზნით საჭირო ინფორმაციის შეგროვება, პროგნოზირება, ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლების შესაბამისად ფინანსური გეგმის შედგენა, ბიუჯეტის პროექტის მომზადება და დასამტკიცებლად წარდგენა; კ) სახელმწიფო შესყიდვების გეგმის მომზადებასა და კორექტირებაში ჩართულობა, საბიუჯეტო ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლების სწორი გადანაწილების უზრუნველყოფის მიზნით; ლ) სააგენტოს ქონების მოთხოვნებისა და ვალდებულებების ყოველწლიური სავალდებულო ინვენტარიზაციის დაგეგმვა და მონაწილეობის მიღება; მ) სააგენტოში ფინანსური დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობის მიღება და კომპეტენციის ფარგლებში მართვა; ნ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა, სამსახურის დებულებით განსაზღვრული და სამინისტროს მიერ შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დელეგირებული საქმიანობის ფარგლებში სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; ო) სამსახურის დებულებით განსაზღვრული და სამინისტროს მიერ შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დელეგირებული საქმიანობის ფარგლებში სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“. 15. მე-18 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 181 და 182 მუხლები: „მუხლი 181. შესყიდვების სამსახური შესყიდვების სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება; ბ) დადგენილი წესით სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შედგენა, დამტკიცება და კორექტირება, სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ პლატფორმაზე განთავსება; გ) წლიური სახელმწიფო შესყიდვის გეგმის შემუშავების მიზნით სააგენტოს ცენტრალური აპარატის, ასევე, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მოთხოვნის საფუძველზე, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის წლიური სავარაუდო საპროგნოზო მოცულობების განსაზღვრა; დ) სააგენტოს ფინანსური აღრიცხვის სამსახურთან კოორდინაციით, საბიუჯეტო ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლების სწორი გადანაწილების უზრუნველყოფის მიზნით წლიური სახელმწიფო შესყიდვის გეგმის შემუშავება და კორექტირება; ე) სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება, მათ შორის, მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, სავარაუდო ფასების განსაზღვრა, შესყიდვის საშუალების შერჩევა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა; ვ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებისა და საჭიროების შემთხვევაში, მათში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტების მომზადება, გაფორმებული ხელშეკრულების მონიტორინგი და შესრულების კონტროლი, ასევე, დადგენილი ფორმით და ვადებში სახელმწიფო შესყიდვების შესახებ შესაბამისი ანგარიშების მომზადება და წარდგენა; ზ) სატენდერო პროცედურების წარმართვა, სატენდერო დოკუმენტაციისა და წინადადებების დადგენილი წესით და ვადებში სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ პლატფორმაზე ატვირთვა; თ) სააგენტოში ფინანსური დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობის მიღება, სახელმწიფო შესყიდვების გეგმის მიღმა ხელშეკრულებების გაფორმება და მართვა; ი) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა, სამსახურის დებულებით განსაზღვრული და სამინისტროს მიერ შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დელეგირებული საქმიანობის ფარგლებში სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; კ) სამსახურის დებულებით განსაზღვრული და სამინისტროს მიერ შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დელეგირებული საქმიანობის ფარგლებში სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“. მუხლი 182. ლოგისტიკის სამსახური ლოგისტიკის სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) სააგენტოს ბალანსზე რიცხული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის დაცვის, შენახვისა და მოვლა-პატრონობის, მათი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ბ) სასაწყობე მეურნეობის სწორად წარმართვის ორგანიზება და სასაწყობე მარაგების შევსების მიზნით წინადადებების შემუშავება; გ) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების ყველა საჭირო საქონლითა და ინვენტარით, სამუშაო პირობებით უზრუნველყოფა; დ) მატერიალური მარაგების ხარჯვის კონტროლი, დადგენილი წესისა და დამტკიცებული ლიმიტების გათვალისწინებით; ე) სააგენტოს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის კონტროლი, მათი ტექნიკური გამართულობისა და სათანადო მომსახურებით უზრუნველყოფა; ვ) სააგენტოს ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის პროცესის დაგეგმვასა და მის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; ზ) კომპიუტერული ტექნიკის, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემისა და ქსელის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; თ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა, სამსახურის დებულებით განსაზღვრული და სამინისტროს მიერ შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დელეგირებული საქმიანობის ფარგლებში სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას; ი) სამსახურის დებულებით განსაზღვრული და სამინისტროს მიერ შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დელეგირებული საქმიანობის ფარგლებში სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“. 16. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 19. კულტურული მემკვიდრეობის საინფორმაციო სისტემების მართვის სამსახური კულტურული მემკვიდრეობის საინფორმაციო სისტემების მართვის სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების საშუალებით სააგენტოს გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა; ბ) პროგრამული ხარვეზების/ინციდენტების გამოვლენა და მათი აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი რეაგირება; გ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საინფორმაციო სივრცის ჩამოყალიბება, მონაცემთა დამუშავება, საინფორმაციო სივრცეში განთავსება, შესაბამისი ბაზების განვითარება და მართვა; დ) კულტურული მემკვიდრეობის მონაცემთა მართვის „გეოსაინფორმაციო სისტემის“ და „გის“ პორტალის მართვა, განვითარება და სტრუქტურულ-ფუნქციური განახლება, მონაცემთა განახლების პროცესის კოორდინირება; ე) სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის მასალათა საცავში არსებული დოკუმენტაციის გრაფიკული და ტექსტური მასალის დიგიტალიზაცია და დამუშავება, დიგიტალიზირებული მასალის სისტემატიზაცია და მონაცემთა ბაზაში შეტანა, საცავის მონაცემთა ბაზიდან მომხმარებელთა მოთხოვნით დოკუმენტაციის გაცემა ელექტრონულ ფორმატში; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის/ობიექტის ადგილმდებარეობისა და საზღვრების დაზუსტება და შესაბამისი ტოპოგრაფიული მასალის მომზადება; ზ) სამსახურის დებულებით განსაზღვრული და სამინისტროს მიერ შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დელეგირებული საქმიანობის ფარგლებში სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“. 17. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 20. მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების სამსახური მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) სააგენტოს სტრუქტურაში შემავალი მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების საქმიანობის საერთო კოორდინაცია; ბ) სააგენტოს სტრუქტურაში შემავალი მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების საგამოფენო და საექსპოზიციო საქმიანობის ხელშეწყობა, საჭირო კონცეფციების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია; გ) სააგენტოს სტრუქტურაში შემავალი მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების საჭიროებებისა და განვითარების პერსპექტივების გათვალისწინებით, საჭირო ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა; დ) სააგენტოს სტრუქტურაში შემავალი მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის აუცილებელი წინადადებების შემუშავება; ე) სააგენტოს სტრუქტურაში შემავალ მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში დაცული მოძრავი კულტურული ფასეულობების ინვენტარიზაციისა და კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენის კოორდინაცია; ვ) სააგენტოს სტრუქტურაში შემავალ მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალების, ასევე, მათთან დაცული კოლექციების პოპულარიზაციის მიზნით წინადადებების შემუშავება; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება; თ) სამსახურის დებულებით განსაზღვრული და სამინისტროს მიერ შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დელეგირებული საქმიანობის ფარგლებში სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“. 18. 21-ე მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 19. 22-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სააგენტოს დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გადაეცემა უძრავი ქონება, რომელიც მის ბალანსზე არსებულ სხვა ქონებასთან ერთად გამოიყენება მხოლოდ ამ დებულებით დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად, აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები