„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 44
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 19/06/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 020080160.22.034.017573
44
19/06/2025
ვებგვერდი, 19/06/2025
020080160.22.034.017573
„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №44

2025 წლის 19 ივნისი

ქ. თბილისი

„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებით  (www.matsne.gov.ge, 20/08/2014, 020080160.22.034.016347) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-18 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ ქვეპუნქტი:

„პ) №34 დანართი – „ზდ“ ან „ზე“.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი და  ტერიტორიული ორგანოები უზრუნველყოფენ შემდეგი ანბანური სერიის მქონე ოქმების ფორმების დამზადებასა და განაწილებას:

ა) №1 დანართი  – „ბბ“ ან „ბპ“;

ბ) №5 დანართი – „ბჟ“ ან „ბრ“;

გ) №6 დანართი – „ბე“ ან „ბვ“;

დ) №8 დანართი – „ბს“ ან „ბტ“;

ე) №9 დანართი –  „ბი“ ან „ბკ“;

ვ) №10 დანართი – „ბლ“ ან „ბმ“;

ზ) №11 დანართი – „ბნ“ ან „ბო“;

თ) №16 დანართი – „ვა“ ან „ვბ“;

ი)  №17 დანართი – „ვგ“ ან „ვდ“;

კ) №18 დანართი – „ვე“ ან „ვვ“;

ლ) №19 დანართი – „ვზ“ ან „ვთ“;

მ) №26 დანართი – „თა“ ან „თბ“;

ნ) №34 დანართი - „თდ“ ან „თე“.“.

2. დაემატოს შემდეგი შინაარსის 25-ე მუხლი:

„მუხლი 25

1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ არსებობს ფაქტი ან/და ინფორმაცია, რომელიც იძლევა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ პირმა ნარკოტიკული საშუალება ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარა და ის უარს ამბობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარების მიზნით გადაყვანაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის მიერ ივსება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტისადმი ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისადმი – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსადმი მიმართვის ოქმი (დანართი №34).

2. მიმართვის ოქმის ფორმა ივსება სამ ეგზემპლარად, რომელთაგანაც ერთი ეგზემპლარი რჩება იმ თანამდებობის პირთან, რომელმაც განახორციელა მისი შევსება, ხოლო ორი ეგზემპლარი, შესაბამის საექსპერტო დაწესებულებაში წარდგენის მიზნით, გადაეცემა გამოსაკვლევ პირს.

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის მიერ მიმართვის ოქმში მიეთითება მიმართვის ოქმის (დანართი №34) პირველი-მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოებები, კერძოდ: მიმართვის ოქმის შემდეგენელი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები იმ პირის შესახებ, რომლის მიმართ გამოიცემა მიმართვის ოქმი (სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი); მიმართვის გამოწერის ადგილი, თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) და დრო (წუთი, საათი); ნორმატიული აქტი, რომლის საფუძველზეც გამოიცემა მიმართვა; ლაბორატორიული გამოკვლევის ჩაუტარებლობის შედეგები; გამოსაკვლევი პირის უფლებები და მოვალეობები; შენიშვნა, რომელშიც შეიძლება აღინიშნოს სამართალდარღვევასთან დაკავშირებული გარემოებები.

4. მიმართვის ოქმს ხელს აწერს ოქმის შემდგენელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე და პირი, რომლის მიმართაც გამოიწერება მიმართვა. ამ პირის მიერ ხელმოწერაზე უარი აღინიშნება ოქმში.

5. გამოსაკვლევი პირის საექსპერტო დაწესებულებაში გამოცხადების შემთხვევაში, მიმართვის ოქმში ექსპერტის მიერ მიეთითება მიმართვის ოქმის (დანართი №34) მე-8-მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოებები, კერძოდ: გამოსაკვლევი პირის მიერ, საექსპერტო დაწესებულებაში, ბიოლოგიური მასალის ჩაბარების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) და დრო (საათი, წუთი); გამოსაკვლევი პირის ხელმოწერა; ექსპერტის (ექიმი ნარკოლოგის) თანამდებობა, სახელი, გვარი, ხელმოწერა - დამოწმებული ბეჭდით.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული ოქმი ინფორმირებისა და სათანადო რეაგირების მიზნით ეგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის უფლებამოსილ ხელმძღვანელს.“.

2. დამტკიცდეს №34 დანართი თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე