დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სპორტი უფროსი თაობისთვის“ (კოდი 08 06 07) ფარგლებში საცურაო აუზების ან/და ფიტნესდარბაზების მომსახურების მისაღებად, 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 9 აგვისტოს N13-76 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 57-50 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 19/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/06/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.101.017338 |
|
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სპორტი უფროსი თაობისთვის“ (კოდი 08 06 07) ფარგლებში საცურაო აუზების ან/და ფიტნესდარბაზების მომსახურების მისაღებად, 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 9 აგვისტოს №13-76 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სპორტი უფროსი თაობისთვის“ (კოდი 08 06 07) ფარგლებში საცურაო აუზების ან/და ფიტნესდარბაზების მომსახურების მისაღებად, 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 9 აგვისტოს №13-76 დადგენილებაში (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge; გამოქვეყნების თარიღი: 10/08/2022; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.101.017014) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სპორტი უფროსი თაობისთვის“ (კოდი 08 06 07) ფარგლებში საცურაო აუზების ან/და ფიტნესდარბაზების მომსახურების მისაღებად, 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირების დაფინანსების წესის“ (დანართი):
ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მოსარგებლეებს ქვეპროგრამაში ჩართვის შემდეგ დაუფინანსდებათ აუზზე ცურვის ან/და ფიტნესდარბაზის 1-საათიანი ხანგრძლივობის მომსახურება. მომსახურება მოიცავს თვეში არაუმეტეს 10 (ათი) ვიზიტს.“; ბ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მიხედვით, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ლიმიტის ფარგლებში, მომსახურების მიმწოდებლის მიერ სამსახურში წარდგენილი ერთი ვიზიტის ფასის შესაბამისად (საცურაო აუზის შემთხვევაში – არაუმეტეს 10 (ათი) ლარი, ფიტნესდარბაზის შემთხვევაში – არაუმეტეს 8 (რვა) ლარი). 2. საცურაო აუზის შემთხვევაში ერთი ვიზიტის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 10 (ათი) ლარს, ხოლო ფიტნესდარბაზის შემთხვევაში ერთი ვიზიტის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 8 (რვა) ლარს. სამსახურის მიერ ანაზღაურებას ექვემდებარება თვეში არაუმეტეს 10 (ათი) ვიზიტი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები