დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 692-IIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 24/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/06/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430060000.05.001.102681 |
|
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 09.10.2018, სარეგისტრაციო კოდი: 430060000.05.001.019178) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. პირი ვალდებულია ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ ერთ-ერთ პროგრამაზე ჩარიცხვიდან 3 თვის ვადაში შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას წარუდგინოს საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი/სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, მასთან გათანაბრებული დოკუმენტი ან განათლების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი, რომელიც აღნიშნულ პირს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საბაზო ზოგადი განათლების/სრული ზოგადი განათლების მიღების საფუძველზე გადაეცა. ეს პირი თავისუფლდება აღნიშნული დოკუმენტების წარდგენის ვალდებულებისგან იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის დაძლევა დასტურდება პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.“. 2. მე-16 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. იმ საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, გაიცემა დიპლომი და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა ამ მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. იმ პროფესიულ სტუდენტს, რომელმაც საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, დაძლია ინდივიდუალური სასწავლო გეგმით განსაზღვრული, პროგრამის სწავლის შედეგებისგან განსხვავებული სწავლის შედეგების მიღწევის საფუძველზე, გადაეცემა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და ამ მუხლის მე-6 პუნქტით ან/და მე-7 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი.“. 3. 22-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ3“ და „ღ4“ ქვეპუნქტები: „ღ3) ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული პროფესიული განათლების აღიარების წესს; ღ4) ამტკიცებს პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების წესს;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 24 ივნისი 2025 წ. N692-IIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები