„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/220
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 19/06/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 300300000.22.024.016915
1-1/220
19/06/2025
ვებგვერდი, 23/06/2025
300300000.22.024.016915
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება  №1-1/220

2025 წლის 19 ივნისი

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 168-ე მუხლის თანახმად ვბრძანებ :

მუხლი 1
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ (www.matsne.gov.ge, სსმ, №117, 31/08/2006, სარეგისტრაციო კოდი: 300.300.000.22. 025.009.162) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) მე-3 მუხლის:

ა.ა) მე-4 პუნქტს დაემატოს „ვ1“ და „კ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

„ვ1) შესაბამის განაწილების ლეცენზიატთან გაფორმებული განაწილების (გატარების) მომსახურების შესახებ ხელშეკრულება.

კ) საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიის პირდაპირ მომხმარებლად რეგისტრაციის შემთხვევაში, შესაბამისი მიმწოდებლ(ებ)ის მიერ გაცემული ცნობა აღნიშნული ენერგეტიკული საწარმოების მიმართ არსებული დავალიანების ან დავალიანების არქონის შესახებ.“;

ა.ბ) 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„51. ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლის შემთხვევაში, თუ მაძიებელი წარმოადგენს „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილ  და  თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში რეგისტრირებულ საწარმოს, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ვ1“,  „ზ“ და „კ“ ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნებისა, ასევე, უნდა წარუდგინოს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, გაცემული შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.“;

ა.გ) 71 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„71. საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრირებული პირის მიერ მის მფლობელობაში არსებული ელექტროსადგურის ან პირდაპირი მომხმარებლის ელექტრომეურნეობის (მათ შორის, ელექტროსადგური/ელექტრომეურნეობის შემადგენელი ელექტრული ქსელი, ელექტროენერგეტიკული დანადგარები და მოწყობილობები საბალანსო გაყოფის წერტილ(ებ)ამდე) ახალ მფლობელზე გადაცემისას, იმ შემთხვევაში, თუ ასეთი გასხვისების შედეგად  არ იცვლება გადაცემული ელექტროსადგურის/ელექტრომეურნეობის საბალანსო გაყოფის წერტილ(ებ)ი, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილე აღრიცხვის კვანძები (მათ შორის, გენერატორებსა და საკუთარი მოხმარების ტრანსფორმატორებზე არსებული აღრიცხვის კვანძები) და ელექტროსადგურის/ელექტრომეურნეობის დადგმული/მოხმარებული სიმძლავრე, გასხვისებული ენერგეტიკული ობიექტების ახალი მფლობელის (მაძიებლის) საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ  რეგისტრაციისთვის, იგი (მაძიებელი) ვალდებულია, ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს დამატებით წარუდგინოს შესაბამისი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი.  საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრირებული პირის მიერ მის მფლობელობაში არსებული ელექტროსადგურის ან პირდაპირი მომხმარებლის ელექტრომეურნეობის (მათ შორის, ელექტროსადგური/ელექტრომეურნეობის შემადგენელი ელექტრული ქსელი, ელექტროენერგეტიკული დანადგარები და მოწყობილობები საბალანსო გაყოფის წერტილ(ებ)ამდე) ახალ მფლობელზე გადაცემისას, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრირებული პირი და ახალი მფლობელი (მაძიებელი) ვალდებულნი არიან, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს წარუდგინონ ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის, გადამცემი სისტემის ოპერატორისა და განაწილების ლიცენზიატ(ებ)ის მიერ გაცემული ცნობები, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია აღნიშნული ენერგეტიკული საწარმოების მიმართ საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრირებული იმ  პირის (ძველი მფლობელის) არსებული დავალიანების ან დავალიანების არქონის შესახებ, რომელსაც ანაცვლებს მაძიებელი (ახალი მფლობელი).“;

ა.დ) 73 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„73. წინამდებარე მუხლის 7​1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი 3 სამუშაო დღის ვადაში იხილავს წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ წესების მოთხოვნებთან. წარმოდგენილი დოკუმენტაციის ამ წესების მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დოკუმენტაციის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი წერილობითი ფორმით აცნობებს უარს მაძიებელს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში შეყვანაზე, შესაბამისი მიზეზის მითითებით. წარმოდგენილი დოკუმენტაციის ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში, მაძიებლის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაცია და უნიკალური ნომრის მინიჭება ხორციელდება ელექტროსადგურზე/პირდაპირი მომხმარებლის ელექტრომეურნეობაზე შესაბამისი უფლების ახალი მფლობელის სახელზე შესაბამის ორგანოში რეგისტრაციის დღიდან, ხოლო ლიცენზიატის შემთხვევაში – მაძიებლის სახელზე ლიცენზიის გაცემის თაობაზე კომისიის გადაწყვეტილების ამოქმედების დღიდან. თუ, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრირებულ პირს (ძველ მფლობელს) გააჩნია დავალიანება ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის, გადამცემი სისტემის ოპერატორის ან/და განაწილების ლიცენზიატ(ებ)ის მიმართ, ახალი მფლობელის (მაძიებლის) საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაცია და უნიკალური ნომრის მინიჭება ხორციელდება ამ მუხლის 74 პუნქტის შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრირებული პირის (ძველი მფლობელის) მიერ ენერგეტიკული საწარმოების მიმართ არსებული დავალიანებების სრულად დაფარვის ან ძველი მფლობელის დავალიანების გადახდის ვალდებულების განსაზღვრის თაობაზე  შეთანხმების გაფორმების დღიდან (შეთანხმება ვალის გადაკისრების შესახებ ან შეთანხმება ძველი მფლობელის დავალიანების გადახდის ვალდებულების სოლიდარულად კისრებისა და გადახდის წესის განსაზღვრის თაობაზე).“;

ა.ე) 73 პუნქტის შემდგომ დაემატოს 7პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„74. წინამდებარე მუხლის 7​1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრირებულ პირს გააჩნია დავალიანება ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის, გადამცემი სისტემის ოპერატორის ან/და განაწილების ლიცენზიატ(ებ)ის მიმართ, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი არ განახორციელებს ახალი მფლობელის (მაძიებლის) საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციას მანამ, სანამ  საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრირებული პირი (ძველი მფლობელი) არ დაფარავს აღნიშნული ენერგეტიკული საწარმოების მიმართ არსებულ დავალიანებებს ან  ახალი მფლობელი არ წარმოადგენს ამ მუხლის 73 პუნქტითა და წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებულ შეთანხმებას ძველი მფლობელის დავალიანების გადახდის ვალდებულების  განსაზღვრის თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ ახალი მფლობელი  გადაიკისრებს იმ დავალიანებებს, რომლებიც საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრირებულ პირს (ძველ მფლობელს) გააჩნია ამ მუხლში მითითებული ენერგეტიკული საწარმოების მიმართ ან ძველ მფლობელთან ერთად სოლიდარულად იკისრებს აღნიშნული დავალინებების დაფარვის ვალდებულებას, ახალი მფლობელი  ვალდებულია, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორთან წარადგინოს შესაბამის მხარეებს  (ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს, გადამცემის სისტემის ოპერატორსა და განაწილების ლიცენზიატს) შორის  გაფორმებული შესაბამისი შეთანხმება, რომელიც გაფორმებული უნდა იყოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ შემუშავებული და დამტკიცებული ფორმით (შეთანხმების სტანდარტული პირობები) და შინაარსობრივად უნდა იყოს დამოწმებული სანოტარო წესით. შესაბამის მხარეებს  (ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს, გადამცემი სისტემის ოპერატორსა და განაწილების ლიცენზიატს) შორის  გაფორმებული შეთანხმებით განსაზღვრული გრაფიკი არსებული დავალიანებ(ებ)ის დაფარვის შესახებ არ უნდა აღემატებოდეს 3 (სამი) თვეს. შესაბამის მხარეებს  შორის გაფორმებული შეთანხმება ვალის გადაკისრების შესახებ, არ ათავისუფლებს ახალ მფლობელს  იმ პირგასამტეხლოების გადახდის ვალდებულებისგან, რომელიც დაერიცხებოდა საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრირებულ პირს (ძველს მფლობელს) შესაბამის მხარეებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით ან/და სტანდარტული პირობებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო. ამასთან, შესაბამის მხარეებს  შორის გაფორმებული შეთანხმება  ძველი მფლობელის დავალიანების გადახდის ვალდებულების სოლიდარულად კისრებისა და გადახდის წესის განსაზღვრის თაობაზე არ ათავისუფლებს ახალ და ძველ მფლობელებს იმ პირგასამტეხლოების გადახდის ვალდებულებისგან, რომელიც დაერიცხებოდა მათ ან/და უნდა დაერიცხოს შესაბამის მხარეებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით ან/და სტანდარტული პირობებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო.“;

ა.ვ) 74 პუნქტის შემდგომ დაემატოს 75 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„75. წინამდებარე მუხლის 7​1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ახალი მფლობელი (მაძიებელი) უფლებამოსილია, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს,  გადამცემი სისტემის ოპერატორსა და განაწილების ლიცენზიატ(ებ)ს წარუდგინოს შესაბამისი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი და მოითხოვოს ცნობის მომზადება ძველი მფლობელის დავალიანების თაობაზე. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი, გადამცემი სისტემის ოპერატორი და განაწილების ლიცენზიატ(ებ)ი ვალდებული არიან, ახალ მფლობელს (მაძიებელს) გადასცენ ცნობა ძველი მფლობელის დავალიანების თაობაზე მიმართვიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში.“;

ა.ზ) 83 პუნქტის შემდგომ დაემატოს 8 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„84. თუ, საცალო მომხმარებელს, რომელსაც ნებაყოფლობით სურს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ, როგორც პირდაპირი მომხმარებელი, კვალიფიციურ საწარმოდ რეგისტრაცია, ამ წესების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარდგენილი ცნობის თანახმად გააჩნია დავალიანება შესაბამისი მიმწოდებლის მიმართ, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი არ განახორციელებს აღნიშნული პირის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციას მანამ, სანამ  რეგისტრაციის მაძიებელი პირი სრულად არ დაფარავს შესაბამისი მიმწოდებლის მიმართ არსებულ დავალიანებას.“;

ბ) მე-4 მუხლის დაემატოს 41 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„41. პირდაპირ მომხმარებლად რეგისტრირებულ პირს, ამ წესების მე-3 მუხლის 71 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, უფლება არ აქვს მოითხოვოს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციის გაუქმება, თუ არ შესრულდება ამ წესების მე-3 მუხლის 74 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.“;

გ) 42 მუხლს დაემატოს მე-8 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„8. თუ საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ, როგორც პირდაპირი მომხმარებელი, რეგისტრაციის მაძიებელს, ამ წესების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარდგენილი ცნობის თანახმად გააჩნია დავალიანება შესაბამისი მიმწოდებლის მიმართ, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი, ამ წესებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად განახორციელებს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ, როგორც პირდაპირი მომხმარებელი, რეგისტრაციის მაძიებლის პირდაპირ მომხმარებლად რეგისტრაციას, თუმცა გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის წერილობითი მოთხოვნით,  ამ წესების 251 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს აღნიშნულ კვალიფიციურ საწარმოს ელექტროენერგიის მიწოდება.“;

დ) მე-8 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-4 პუნქტი;

ე) მე-9 მუხლს დაემატოს მე-18 პუნქტი:

„18. პირდაპირი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების განაცხადის ფორმას (სახელშეკრულებო განაცხადი) იმ შემთხვევისთვის, როდესაც ხელშეკრულების რეგისტრაცია ხორციელდება მატერიალური სახით, ერთობლივად ადგენს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი.“;

ვ) 251 მუხლის:

ვ.ა) პირველ პუნქტს დაემატოს „ე“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ე) მიმწოდებლის მიმართ არსებული დავალიანების გადაუხდელობა, ამ წესების 4² მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში. ამ შემთხვევაში, კვალიფიციური საწარმოსათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის (შეზღუდვის) და აღდგენის მოთხოვნის უფლება აქვს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს;“;

ვ.ბ) პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს 11 პუნქტი შემდეგი რედაქციით;

„11. იმ შემთხვევაში, თუ ელექტროსადგურის ან/და ელექტრომეურნეობის ახალ მფლობელს გაფორმებული აქვს ამ წესების მე-3 მუხლის 7³ პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმება ძველი მფლობელის დავალიანების გადახდის ვალდებულების  განსაზღვრის თაობაზე და იგი შეთახმებით  ნაკისრ ფინანსურ ვალდებულებებს არ შეასრულებს აღნიშნული შეთანხმებით დადგენილ ვადებში, მის (როგორც ამ დავალიანების ნაწილში ელექტროსადგურის ან/და ელექტრომეურნეობის ძველი მფლობელის უფლებამონაცვლის) მიმართ ელექტროენერგიის შეწყვეტაზე (შეზღუდვაზე) და მიწოდების განახლებაზე ვრცელდება ამ მუხლით გათვალისწინებული წესი და პროცედურები.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრილევან დავითაშვილი