დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 80 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/06/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.22.026.017367 |
|
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში (ვებგვერდი, 16/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 280120000.22.026.016549) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავდაცვის კოდექსის, „საჯარო სამსახურის შესახებ“, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ და „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტის მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესისა და კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 16 დეკემბრის №412 დადგენილების საფუძველზე, ვბრძანებ:“. 2. ბრძანებით დამტკიცებული პირობების: ა) მე-4 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სამოქალაქო ოფისის სამოქალაქო და სპეციალური წოდების მქონე პირების თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტები, დაინტერესებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფთან შეთანხმებით, დგინდება სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის მიერ და დასამტკიცებლად წარედგინება მინისტრს საფინანსო დეპარტამენტთან და შესაბამის კურატორ მინისტრის მოადგილეებთან შეთანხმებით. დამტკიცებული თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტები აისახება სამოქალაქო ოფისის საშტატო ნუსხაში. 6. სამოქალაქო ოფისის სამოქალაქო და სპეციალური წოდების მქონე პირების თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტები განისაზღვრება სამოქალაქო ოფისის სამუშაოს ანალიზის ინსტრუქციით, რომელსაც სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტი სტრუქტურულ ქვედანაყოფთან შეთანხმებით დასამტკიცებლად წარუდგენს მინისტრს.“; ბ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) „სანივთე ქონებით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის N21 ბრძანებით დადგენილი სანივთე ქონება.“; გ) მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობების გარდა, სამხედრო მოსამსახურეებს ღირსეული საქციელისთვის შეიძლება მიეცეთ ფულადი ჯილდო „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამხედრო დისციპლინის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 5 მარტის №33 ბრძანების შესაბამისად.“; დ) მე-16 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობისას, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა ან მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრების (სამოქალაქო პირებისა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირების) ყოველთვიური დანამატები (დანართი №6);“; ე) 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ვ) 36-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 36 სამხედრო მოსამსახურეებს (სავალდებულო სამხედრო/წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეების, რეზერვისტთა ან წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვიდან ჩარიცხული მსმენელების გარდა), რომლებიც დათხოვნილნი/გათავისუფლებულნი არიან სამხედრო სამსახურიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, ნამსახურები წლების (სავალდებულო სამხედრო/ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნამსახურები წლების გარდა) მიხედვით (მათ შორის, სსრკ-ის ჯარში სამსახურის პერიოდს 1991 წლის 21 დეკემბრამდე) ეძლევათ ერთჯერადი გასასვლელი დახმარება №10 დანართით გათვალისწინებული გაანგარიშების ნორმების მიხედვით, შემდეგი ოდენობით: ა) 2 წლამდე (მაგრამ არანაკლებ 6 თვისა) – სამმაგი; ბ) 2-დან 10 წლამდე – ხუთმაგი, ხოლო ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს 10 წლამდე – ექვსმაგი; გ) 10-დან 15 წლამდე – რვამაგი; დ) 15-დან 20 წლამდე – ათმაგი; ე) 20 წელი და მეტი - თორმეტმაგი.“; ზ) 38-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 38 სამინისტროს თავდაცვის ძალების სამოქალაქო პირებს, რომლებიც გათავისუფლებულნი არიან სამსახურიდან, ეძლევათ ერთჯერადი დახმარება: ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის, ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო – 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით; ბ) დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო – 2 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.“; თ) მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.ა) სამინისტროდან დათხოვნილ/გათავისუფლებულ სახელმწიფო კომპენსაციის/პენსიის მიმღებ პირებს;“; ი) 581 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) 2500 ლარი – ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში განსაზღვრული დანამატიდან, კონტრაქტის გაფორმებიდან ორი წლის შემდეგ, თუ სამხედრო მოსამსახურე ამ მუხლის ძალაში შესვლის შემდეგ არ ყოფილა დათხოვნილი/გათავისუფლებული სამხედრო სამსახურიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო;“; კ) 592 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 592 1. პოლკოვნიკის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურეებს პირადი განცხადებით, სამინისტროსთან შეთანხმებით სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში, მიეცემათ ერთჯერადი გასასვლელი დახმარება 40 000 ლარის ოდენობით. 2. ამ მუხლის საფუძველზე სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების მსურველთა განცხადებებს განიხილავს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისია ამავე აქტით განსაზღვრული პირობებითა და წესით.“; ლ) დანართი №6-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობისას, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა ან მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრების (სამოქალაქო პირებისა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირების) ყოველთვიური დანამატები“; მ) დანართი №11-ის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შენიშვნა: დათხოვნილ/გათავისუფლებულ მოსამსახურეს ერთჯერადი გასასვლელი დახმარება მიეცემა მის მიერ დათხოვნამდე/გათავისუფლებამდე დაკავებული ბოლო თანამდებობისათვის (გარდა კადრების განკარგულებაში ყოფნისას მოვალეობის დაკისრებისას დაკავებული თანამდებობისა) ამ დანართით განსაზღვრული ოდენობის საფუძველზე.“; ნ) დანართი №13-ის შენიშვნის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული თავდაცვის ატაშეების, სამინისტროს წარმომადგენლებისა და მათი აპარატების თანამდებობის პირთა ვადამდე გამოწვევის შემთხვევაში (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ვადამდე გამოწვევასთან ერთად ხდება მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნა/გათავისუფლება პირადი განცხადების (გარდა თავდაცვის კოდექსის 86-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), დისციპლინური გადაცდომის ან შეუსაბამობის გამო) ბინის ქირავნობის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის გამო ანაზღაურებული ან ასანაზღაურებელი ჯარიმის/საურავის (სხვა სახის პასუხისმგებლობის ზომის) ოდენობა და ამ თანხების გადახდის წინაპირობები.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და ამასთან ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2025 წლის 12 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები