„მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 აპრილის №235 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 აპრილის №235 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 230
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/06/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.025122
230
23/06/2025
ვებგვერდი, 24/06/2025
340170000.10.003.025122
„მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 აპრილის №235 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №230

2025 წლის 23 ივნისი

ქ. თბილისი

 

„მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 აპრილის №235 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 აპრილის №235 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/04/2020, 340170000.10.003.021946) შეტანილ იქნეს ცვლილება და: 

1. დადგენილების 21 მუხლი ამოღებულ იქნეს.

2. დადგენილებით დამტკიცებული „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის“:

ა) მე-3 მუხლის:

ა.ა) „ო“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ა.ბ) „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. მზის ენერგიაზე მომუშავე არანაკლებ 2 კვტ/სთ და არაუმეტეს 4 კვტ/სთ ელექტროსადგურის მოწყობის მიმართულების პოტენციური ბენეფიციარი უნდა იყოს 18-იდან 65 წლის ჩათვლით.“;

დ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. პროგრამის მიმართულებები

1. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება შემდეგი მიმართულებები:

ა) რძის პირველადი წარმოება;

 ბ) ალტერნატიული საქმიანობა ახალგაზრდებისთვის;

გ) მზის ენერგიაზე მომუშავე არანაკლებ 2 კვტ/სთ და არაუმეტეს 4 კვტ/სთ ელექტროსადგურის მოწყობა.

2. პროგრამა ითვალისწინებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიმართულებებით როგორც ახალი საქმიანობის დაწყებას,  ასევე არსებულის გაფართოებას/მოდერნიზებას/გადაიარაღებას.

3. პროგრამის ფარგლებში დასაშვებია ძირითადი საშუალებების თანადაფინანსება.

4. ალტერნატიული საქმიანობა ახალგაზრდებისთვის − მიმართულების ბენეფიციარისთვის დაშვებულია არაუმეტეს 200 კვ/მ სათბურის მოწყობა.“;

ე) მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსების პროცენტული წილი და ზღვრული ოდენობები, ბენეფიციარ(ებ)ის ტიპისა და განსახორციელებელი მიმართულებ(ებ)ის მიხედვით, განსაზღვრულია დანართ №1-ის შესაბამისად.

2. პროგრამის დანართ №1-ის პირველი პუნქტის 1.1 პუნქტით განსაზღვრული მიმართულების ბენეფიციარს შეუძლია, თანადაფინანსება მიიღოს დანართ №1-ის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ მზის ენერგიაზე მომუშავე არანაკლებ 2 კვტ/სთ და არაუმეტეს 4 კვტ/სთ ელექტროსადგურის მოწყობის მიმართულებაზე.“;

ვ) მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური ბენეფიციარი ითხოვს პროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიმართულების დაფინანსებას, უნდა გააჩნდეს ფერმის შენობა-ნაგებობა და რძის პირველადი წარმოებისთვის საჭირო ელექტრომოწყობილობა ან/და მოწყობილობები.“;

ზ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის პოტენციური ბენეფიციარის მიერ განაცხადის წარდგენა და თანადაფინანსების მიღების მიზნით წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა

1. პროგრამაში მონაწილეობაზე განაცხადი მიიღება ელექტრონული ფორმით.

2. პროგრამაში მონაწილეობის მიზნით, პროგრამის პოტენციურმა ბენეფიციარმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:

ა) უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) საქართველოში რეგისტრირებული  მეწარმე იურიდიული/ფიზიკური პირის შემთხვევაში − ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

გ) უძრავი ქონების საკუთრებაში არსებობის ან იჯარის/აღნაგობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან იჯარის/ აღნაგობის ხელშეკრულება);

დ) ცნობა ან/და შედარების აქტი სსიპ − შემოსავლების სამსახურიდან საგადასახადო დავალიანების არქონის შესახებ;

ე) თანამონაწილეობის თანხის დამადასტურებელი დოკუმენტი − ცნობა ბანკიდან შესაბამისი თანხის ანგარიშზე არსებობის შესახებ ან/და ცნობა საფინანსო ინსტიტუტიდან კრედიტის დამტკიცების თაობაზე;

ვ) ინვოისი ან/და ხელშეკრულება საქონლის/მომსახურების შესყიდვის შესახებ;

ზ) სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან/და სსიპ − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული პირების მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის საექსპერტო დასკვნა ან/და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში რეგისტრირებული აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ანგარიში წარდგენილი პროექტის საინვესტიციო ღირებულების საბაზრო ფასებთან შესაბამისობის შესახებ, რომელსაც აუცილებელი წესით თან უნდა ჰქონდეს დართული შესასყიდი პროდუქციის/მომსახურების ინვოის(ებ)ი ან/და ხელშეკრულება;

თ) სააგენტოს მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტაცია.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენის რიგითობას განსაზღვრავს სააგენტო, მის მიერ დამტკიცებული დეტალური პროცედურის შესაბამისად.

4. პროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიმართულების დაფინანსების მიზნით წარდგენილი განაცხადის განხილვის შემთხვევაში, რომლითაც მოთხოვნილია პროგრამის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სათბურის მოწყობის დაფინანსება, რიგითობის დროს პრიორიტეტი მიენიჭება ისეთი პოტენციური ბენეფიციარის განაცხადის განხილვას, რომელიც:

ა) არის ქალი;

ბ) ახორციელებს მიმართულებას მაღალმთიან დასახლებაში.

5. პროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიმართულების დაფინანსების მიზნით წარდგენილი განაცხადის განხილვის შემთხვევაში რიგითობის დროს პრიორიტეტი მიენიჭება ისეთი პოტენციური ბენეფიციარის განაცხადის განხილვას, რომელიც:

ა) არის ქალი;

ბ) არის ახალგაზრდა (კაცი – 18-იდან 35 წლის ჩათვლით, ხოლო ქალი – 18-იდან 40 წლის ჩათვლით);

გ) ახორციელებს მიმართულებას მაღალმთიან დასახლებაში.“;

თ) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. განაცხადის მიღების, განხილვის, შეფასების, თანადაფინანსების დამტკიცებისა და გაცემის დეტალურ პროცედურას შეიმუშავებს სააგენტო.“;

ი) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 12. პროგრამის გავრცელების გეოგრაფიული არეალი

რძის პირველადი წარმოების მიმართულების თანადაფინანსება განხორციელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, თვითმმართველი ქალაქების გარდა, ხოლო ალტერნატიული საქმიანობა ახალგაზრდებისთვის და მზის ენერგიაზე მომუშავე არანაკლებ 2 კვტ/სთ და არაუმეტეს 4 კვტ/სთ ელექტროსადგურის მოწყობა მიმართულებით − იმერეთის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.“;

კ) დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



 

 


დანართი №1

 

მიმართულება

თანადაფინანსების მაქსიმალური პროცენტული წილი და ოდენობა ერთ ბენეფიციარზე (ლარი)

 

 

1. რძის პირველადი წარმოება

სხვა დანარჩენი ბენეფიციარი

ქალი 18 − 40 წლის ჩათვლით;

კაცი 18 − 35 წლის ჩათვლით

1.1. რძის მწარმოებელი

65% [40, 000]

75% [40,000]

2. ალტერნატიული საქმიანობა ახალგაზრდებისათვის

ქალი

70% [12,000]

კაცი

60% [12,000]

3. მზის ენერგიაზე მომუშავე არანაკლებ 2 კვტ/სთ და არაუმეტეს 4 კვტ/სთ ელექტროსადგურის მოწყობა

ქალი

კაცი

3.1. რძის მწარმოებელი, ქსელზე დაერთებული მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურის მოწყობა (არანაკლებ 2 და არაუმეტეს 4 კვტ/სთ სიმძლავრის პანელები)

75% [8,000]

65% [8,000]

3.2. რძის მწარმოებელი, ქსელზე დაერთების გარეშე მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურის მოწყობა (არანაკლებ 2 და არაუმეტეს 4 კვტ/სთ სიმძლავრის პანელები)

75% [14,500]

65% [14,500].“.