დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 22 თებერვლის №240 ბრძანებაში დამატების და ცვლილების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 849 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/07/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 94, 14/07/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/10/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140.010.000.22.034.008.871 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.010.000.22.034.008.871
საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრის ბრძანება №849
2006 წლის 6 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 22 თებერვლის №240 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 47-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 22 თებერვლის №240 ბრძანებაში (სსმ III, 2005 წ., №34, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:
1. დებულების მე-11 მუხლის მეორე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1 “ ქვეპუნქტი:
„ე1) შემთხვევის ადგილზე არსებული სუნით, ოდოროლოგიური კვალის მიხედვით (პიროვნების, ასევე ნარკოტიკულ ნივთიერებათა, ფეთქებად და სხვა საგანთა აღმოსაჩენად) შესაბამის კინოლოგიურ მომსახურებას;“.
2. დებულებიდან ამოღებულ იქნეს მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები