„ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/06/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.119.016561
18
25/06/2025
ვებგვერდი, 26/06/2025
010250040.35.119.016561
„ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ხონის მუნიციპალიტეტი
 

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

   დადგენილება №18

2025 წლის 25 ივნისი

ქ. ხონი

 

„ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის  მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის  №21 დადგენილებით (www.matsne.gov.ge. 22/11/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.119.016325)  დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური მუშაობის ხელშეწყობის ღონისძიებათა დაგეგმვა და დამტკიცება;“.

2. 146-ე მუხლის პრეამბულა და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„მუხლი 146. ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო

ხონის მუნიციპალიტეტში  ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური მუშაობისა და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად ქმნის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალურ საბჭოს.

1. საბჭოს ძირითადი ამოცანებია:

ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ეროვნული სამოქმედო გეგმის გათვალისწინებით, შეიმუშაოს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა და უზრუნველყოს ამ გეგმის შესრულების კოორდინაცია;

ბ) განახორციელოს მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზი და შეიმუშაოს წინადადებები ქალისა და მამაკაცის  უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად;

გ) განიხილოს მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიის, ქალისა და მამაკაცის თანასწორობით მგრძნობიარე მუნიციპალური პროგრამებისა და ბიუჯეტის პროექტები; მოამზადოს შესაბამისი დასკვნები და რეკომენდაციები;

დ) განახორციელოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ შესრულებული ან მიმდინარე მუშაობის მონიტორინგი და შეფასება ქალისა და მამაკაცის თანაწორობის  თვალსაზრისით;

ე) უზრუნველყოს საკრებულოში ინიცირებული ნორმატიული აქტების პროექტების ექსპერტიზა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეფასების თვალსაზრისით;

ვ) შეიმუშაოს და დაგეგმოს ცალკეული ღონისძიებები ქალისა და მამაკაცის  თანასწორობის მისაღწევად, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის;

ზ) ითანამშრომლოს საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან, მიაწოდოს მას შესაბამისი ინფორმაცია და წინადადებები; მონაწილეობა მიიღოს ქალისა და მამაკაცის  თანასწორობის დაცვის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებში;

თ) გამოითხოვოს და მიიღოს ქალისა და მამაკაცის  თანასწორობის საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფიდენციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ი) განიხილოს ქალისა და მამაკაცის  თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებები, დოკუმენტაცია და სხვა ინფორმაცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს მათზე რეაგირება და შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები;

კ) ქალისა და მამაკაცის  თანასწორობის საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს მოიწვიოს შესაბამის დარგში მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ან/და ექსპერტები; საჭიროების შემთხვევაში, საბჭოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნას თემატური სამუშაო ჯგუფები ექსპერტებისა და სპეციალისტების მონაწილეობით;

ლ) საბჭოს საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, საკითხის სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის მიზნით, მოაწყოს სამუშაო შეხვედრები შესაბამის დაინტერესებულ პირებთან და უწყებებთან;

მ) ითანამშრომლოს ქალთა ჯგუფებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;

ნ) განახორციელოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგელა ჩოგოვაძე