„ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ნოემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/06/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.119.016562
19
25/06/2025
ვებგვერდი, 26/06/2025
010250020.35.119.016562
„ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ნოემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ხონის მუნიციპალიტეტი
 
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

   დადგენილება №19

2025 წლის 25 ივნისი

ქ. ხონი

„ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ნოემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის  მე-4 პუნქტის, და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე  ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ადგენს:

მუხლი 1
„ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29  ნოემბრის №28 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 29/11/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.119.016332)  დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ახალგაზრდობის,  ქალთა და ბავშვთა  საკითხების შესახებ;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგელა ჩოგოვაძე