„ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/06/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.137.016801
28
24/06/2025
ვებგვერდი, 25/06/2025
010250050.35.137.016801
„ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ადიგენის მუნიციპალიტეტი
 
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №28

2025 წლის 24 ივნისი

დაბა ადიგენი

„ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ადიგენის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №19 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/07/2014, 010250050.35.137.016110), კერძოდ:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ქალისა და მამაკაცის  თანასწორობის ხელშეწყობის ღონისძიებათა დაგეგმვა და დამტკიცება;“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის  საკითხთა სამუშაო ჯგუფი;“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის,  ქალისა და მამაკაცის თანასწორობის  საკითხთა სამუშაო ჯგუფი წინასწარ განიხილავს და კომისიას განსახილველად წარუდგენს ამ დებულების მე-2 მუხლის „ე“ და „ვ“ პუნქტებით განსაზღვრულ საკითხებს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშმაგი ბიძიშვილი