„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2025 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 24 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2025 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 24 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/06/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/06/2025
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.169.016585
10
24/06/2025
ვებგვერდი, 25/06/2025
190040000.35.169.016585
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2025 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 24 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2025 წლის 24 ივნისი

ქ. დედოფლისწყარო

 

„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2025 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 24 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2025 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 24 დეკემბრის №16 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 25.12.2024 წ, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.169.016571) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის („დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2025 წლის პროგრამა“) მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოსქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტების წახალისების მიზნით ერთჯერადი ფულადი დახმარება.“

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის („დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2025 წლის პროგრამა“) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოსქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უ) მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტი.“

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის („დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2025 წლის პროგრამა“) მე- 2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით :

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ კატეგორიებზე, გარდა „ზ“; „თ“; „ი“; „მ“; „ნ“; „ო“; „პ“; „რ“; „ს“; „ტ“, „უ“ ქვეპუნქტებისა, სოციალური დახმარება გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი დარეგისტრირებულია სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მონაცემთა ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა 150 000 ან ნაკლებია.

4. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის („დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2025 წლის პროგრამა“) მე- 4 მუხლს დაემატოს მე-14 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტების წახალისების მიზნით ერთჯერადი ფულადი დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის (სტუდენტის) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ცნობა შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლიდან (რომელსაც სახელმწიფოს მიერ მინიჭებული აქვს აკრედიტაცია) ორივე სემესტრის (2024 წ. შემოდგომისა და 2025 წ. გაზაფხულის) მაღალი აკადემიური მოსწრების შესახებ;

დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.“

5. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის („დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2025 წლის პროგრამა“) მე- 5 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„11. ხანძრით, მიწისძვრით, ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებული, უსახლკარო და ავარიული საცხოვრებელი სახლის (ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი) მფლობელი ოჯახების ბინის ქირით უზრუნველყოფის მიზნით ყოველთვიური ფულადი დახმარების ოდენობა შეადგენს არაუმეტეს 210.53 (ორას ათი ლარი 53 თეთრი) ლარს საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით;“

6. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის („დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2025 წლის პროგრამა“) მე- 5 მუხლს დაემატოს 22- პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„22. მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტების (ყველა საგანში 91 დან - 100 ქულამდე ან/და GPA რეიტინგი სემესტრის მიხედვით 91 ქულიდან ზემოთ) წახალისების მიზნით ერთჯერადი ფულადი დახმარების ოდენობა შეადგენს 1000 ( ერთი ათასი) ლარს.“

7. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის („დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2025 წლის პროგრამა“) მე-8 მუხლს დაემატოს მე-11 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტების წახალისების მიზნით ერთჯერადი ფულადი დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ბოლო ვადად განისაზღვროს 2025 წლის 1 დეკემბერი.“

8. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 2 („დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2025 წლის პროგრამის ბიუჯეტი“) ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით თანდართული დანართის შესაბამისად (დანართი თან ერთვის).

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ პაპიაშვილი



დანართი

 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული  მოქალაქეების  მინიმალური სოციალური დახმარების 2025 წლის პროგრამის ბიუჯეტი 

დასახელება

სოციალური დახმარების

მოცულობა (ლარი)

ერთ ბენეფიციარზე ან ოჯახზე

სულ

1

 უფასო კვების ობიექტის დაფინანსება

 

350 000

2

 სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურების დაფინანსება

1000 ლარი

1000

3

სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება

 

985 000

)

მშშს, შშს მქონე არასრულწლოვან ბავშვთა, ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა, მარტოხელა მშობელთა, მრავალშვილიან მშობელთა (ერთი, ორი ან სამი არასრულწლოვანი ბავშვით, მათ შორის, გერი შვილ(ებ)ი), საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულისა და მეორე მსოფლიო ომის მონაწილის ოჯახთა ყოველთვიური ფულადი დახმარება, მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად, ბენეფიციარის არჩევანის შესაბამისად

18 ან 22 ლარი ყოველთვიურად

45 000

)

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული მეომრის (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული) ოჯახზე ფულადი დახმარება

2000 ლარი ერთჯერადად

22 000

)

ფაშიზმზე გამარჯვების საიუბილეო დღესთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის მონაწილეზე ფულადი დახმარება

500 ლარი ერთჯერადად

500

)

ხანძრით, მიწისძვრით, ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებული, უსახლკარო და ავარიული საცხოვრებელი სახლის (ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი) მფლობელი ოჯახების ყოველთვიური ბინის ქირით უზრუნველყოფა

210.53 ლარამდე ყოველთვიურად (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით)

25 000

)

საიუბილეო დღესთან დაკავშირებით, 100 და 100 წელზე ზევით ხანდაზმულ მოქალაქეზე ფულადი დახმარება

1000 ლარი ერთჯერადად

4 500

)

დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ახალდაბადებულ ბავშვიანი ოჯახების (სადაც ორივე მშობელი ან მარტოხელა მშობელი რეგისტრირებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე) ერთჯერადი ფულადი დახმარება

თითოეულ ბავშვზე 500, 700, 1000 ლარი ერთჯერადად

90 500

)

ჰემოდიალიზზე მყოფი მოქალაქისათვის სამკურნალო სეანსების ჩასატარებლად, ტრანსპორტირების ხარჯის უზრუნველყოფის მიზნით სოციალური დახმარება

200 ლარი

ყოველთვიურად

35 000

)

მრავალშვილიანი ოჯახის (სადაც იზრდება ოთხი და მეტი შვილი, მათ შორის, გერი შვილ(ებ)ი და ოთხი მაინც არის არასრულწლოვანი) ფულადი დახმარება

თითოეულ ბავშვზე 50 ლარი ერთჯერადად

23 000

)

სამედიცინო მომსახურების დაფინანსება ან თანადაფინანსება (2024 წლის ვალდებულების გათვალისწინებით)

500 ლარამდე

375400

)

სოციალურად დაუცველი მოქალაქეების გათბობის ხარჯით უზრუნველყოფის მიზნით სოციალური დახმარება

100 ლარი ერთჯერადად

80 000

)

აუტიზმისა და დაუნის სინდრომის მქონე არასრულწლოვან ბავშვთა ოჯახზე სოციალური დახმარება

500 ლარი ერთჯერადად

10 000

)

რეაბილიტაცია/აბილიტაციის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე 18 წლამდე ასაკის შშმ პირის ტრანსპორტირების ხარჯის დაფინანსება

50, 100 ან 200 ლარი ყოველთვიურად

65 500

)

გლუტენისადმი მგრძნობიარე „ცელიაკიას დიათეზით“ დაავადებულ არასრულწლოვან ბავშვისთვის სპეციალური საკვები პროდუქტების შესაძენად სოციალური დახმარება

150 ლარი ყოველთვიურად

3600

)

სუბსიდია  სოციალურად დაუცველი მოსახლეობის, ხანდაზმულთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ზოგადად მოწყვლადი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქალაქსა და სოფლებში

__

85 000

)

პერსონალური ასისტენტის სერვისის დაფინანსება

-

90 000

)

მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტების წახალისების მიზნით ფულადი დახმარება

1000 ლარი ერთჯერადად

30 000

 

სულ:

1 336000