„რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 5 თებერვლის №95 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 5 თებერვლის №95 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 210
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/06/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016946
210
25/06/2025
ვებგვერდი, 26/06/2025
010250050.35.160.016946
„რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 5 თებერვლის №95 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №210

2025 წლის 25 ივნისი

ქ. რუსთავი

 

„რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 5 თებერვლის №95 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტების დამტკიცების  შესახებ“  ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 5 თებერვლის №95 დადგენილების (www.matsne.gov.ge; 07/02/2019 წ.; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.160.016531) პირველი მუხლით დამტკიცებულ რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტებში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს თანდართული დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიალექსანდრე ბერიძე



დანართი

რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტი

 

რიგითი

მარშრუტის დისლოკაციის ადგილი

მარშრუტის სქემა

1

ნავთლუღის ქ. №6/2-ის მოპირდაპირედ

 რუსთავის რკინიგზის სადგური, შ. რუსთაველის ქ.-მ. კოსტავას გამზირი, გმირთა მოედანი-ხალხთა მეგობრობის გამზირი-ჟ. შარტავას გამზირი-რუსთავის გზატკეცილი (ქვემო ფონიჭალის დასახლება);

უკუმიმართულება: რუსთავის გზატკეცილი (ქვემო ფონიჭალის დასახლება)-ჟ. შარტავას გამზირი-ხალხთა მეგობრობის გამზირი-გმირთა მოედანი-მ. კოსტავას გამზირი-ფიროსმანის ქ.-გ.ნიკოლაძის ქ.-ი. ჭავჭავაძის ქ.-დონეცკ მეტალურგების ქ.-შ. რუსთაველის ქ.-რუსთავის რკინიგზის სადგური.

2

ნავთლუღის ქ. №6/2-ის მოპირდაპირედ

გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორია-ხალხთა მეგობრობის გამზირი-ჟ. შარტავას გამზირი-რუსთავის გზატკეცილი (ქვემო ფონიჭალის დასახლება);

უკუმიმართულება: რუსთავის გზატკეცილი (ქვემო ფონიჭალის დასახლება)-ჟ. შარტავას გამზირი-ხალხთა მეგობრობის გამზირი-გმირთა მოედანის მიმდებარე ტერიტორია.

3

ნავთლუღის ქ. №6/2-ის მოპირდაპირედ

ჟ. შარტავას გამზირის №25-ის მიმდებარე ტერიტორია (რუსთავის გასასვლელი)-რუსთავის გზატკეცილი (ქვემო ფონიჭალის დასახლება);

უკუმიმართულება: რუსთავის გზატკეცილი (ქვემო ფონიჭალის დასახლება)-ჟ. შარტავას გამზირის №25-ის მიმდებარე ტერიტორია (რუსთავის შემოსასვლელი).

4

სპორტის სასახლე (26 მაისის მოედანი) (წრიული)

რუსთაველის ქუჩა (№28 მ/ტ)-კოსტავას გამზირი-მეგობრობის გამზირი-შარტავას გამზირი-რუსთავის გზატკეცილი (ქვემო ფონიჭალის დასახლება);

 უკუმიმართულებით: რუსთავის გზატკეცილი (ქვემო ფონიჭალის დასახლება)-შარტავას გამზირი-მეგობრობის გამზირი-კოსტავას გამზირი-რუსთაველის ქუჩა (№28 მ/ტ)

5

მ/ს დიდუბე (წრიული)

შარტავას გამზირი №15-ის მ/ტ-რუსთავის გზატკეცილი -(ქვემო ფონიჭალის დასახლება);

 უკუმიმართულებით: რუსთავის გზატკეცილი (ქვემო ფონიჭალის დასახლება)-შარტავას გამზირი №15-ის მ/ტ.

6

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი

(წრიული)

 

გაგარინის ქუჩა №12 (მეტალურგიული კომბინატი)-კოსტავას გამზირი-მეგობრობის გამზირი-შარტავას გამზირი-რუსთავის გზატკეცილი (ქვემო ფონიჭალის დასახლება);

 უკუმიმართულებით: რუსთავის გზატკეცილი (ქვემო ფონიჭალის დასახლება) – შარტავას გამზირი-მეგობრობის გამზირი-კოსტავას გამზირი-გაგარინის ქუჩა №12 (მეტალურგიული კომბინატი).

7

რკინიგზის სადგური (წრიული)

რჩეულიშვილის ქუჩა №10ა-ს მ/ტ-მშვიდობის ქუჩა-აღმაშენებლის გამზირი-მე-12მკ/რ-ლეონიძის ქუჩა-ტაშკენტის ქუჩა-შარტავას გამზირი-რუსთავის გზატკეცილი (ქვემო ფონიჭალის დასახლება);

უკუმიმართულებით: რუსთავის გზატკეცილი (ქვემო ფონიჭალის დასახლება)-შარტავას გამზირი-ტაშკენტის ქუჩა-ლეონიძის ქუჩა-მე-12მკ/რ-აღმაშენებლის გამზირი-მშვიდობის ქუჩა-რჩეულიშვილის ქუჩა 10ა-ს მ/ტ.

 

შენიშვნა:

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ავტობუსების (M3 კატეგორია) მარშრუტები, აგრეთვე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გზების ჩამონათვალი და მათზე რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მომუშავე ავტობუსების (M3 კატეგორიები) გაჩერების ადგილები დამტკიცებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის  25 იანვრის №36-6 დადგენილებით.