„ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 დეკემბრის №592 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 დეკემბრის №592 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 231
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/06/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.025123
231
24/06/2025
ვებგვერდი, 24/06/2025
010220030.10.003.025123
„ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 დეკემბრის №592 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №231

2025 წლის 24 ივნისი

ქ. თბილისი

 

„ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 დეკემბრის №592 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 დეკემბრის №592 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28/12/2022, 010220030.10.003.023803) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების:

ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა  და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5  მუხლის „თ“  −  „კ“ ქვეპუნქტების, მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და   29-ე მუხლის საფუძველზე, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური სტრატეგიის შემუშავებისა და დაგეგმვის კოორდინაციის მიზნით, განისაზღვროს  ეკონომიკური საბჭოს (შემდგომში – საბჭო) შემადგენლობა:

1. საქართველოს პრემიერ-მინისტრი − საბჭოს თავმჯდომარე.

2. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში – საბჭოს მდივანი.

3. საქართველოს  ეკონომიკისა  და  მდგრადი  განვითარების მინისტრი – საბჭოს წევრი.

4. საქართველოს ფინანსთა მინისტრი – საბჭოს წევრი.

5. საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი – საბჭოს წევრი.

6. საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი – საბჭოს წევრი.

7. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი − საბჭოს წევრი.

8. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – საბჭოს წევრი.

9. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი − საბჭოს წევრი.

10. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი − საბჭოს წევრი.“;

ბ) 11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 11. საბჭოს მუშაობაში, საკითხის შინაარსიდან გამომდინარე, მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ საქართველოს მთავრობის წევრებს, საქართველოს პარლამენტის წევრებს, მუნიციპალიტეტების მერებს, საქართველოს ბიზნესომბუდსმენს და სხვა ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელ პირებს.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „ეკონომიკური საბჭოს დებულების“:

ა) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. საბჭოს მოწვეული წევრები

საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საბჭოს წევრების გარდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საბჭოს სხდომაზე შეიძლება, მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციული ორგანოსა და  კერძო სამართლის იურიდიული პირების წარმომადგენლები.“;

ბ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. საბჭოს საქმიანობის უზრუნველყოფა

1. საბჭოს ორგანიზაციულ-ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.

2. საბჭოს მდივნის საქმიანობა შესაძლოა, იყოს ანაზღაურებადი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე