დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამისა და მიზნობრივი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 დეკემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/06/2025 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.117.016625 |
|
,,ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამისა და მიზნობრივი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 დეკემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამისა და მიზნობრივი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 დეკემბრის №20 დადგენილებით (www.matsne.gov.ge; 23/12/2024, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.117.016601) დამტკიცებულ დანართში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამა (შემდგომში – პროგრამა) განსაზღვრავს ამ პროგრამის მე-4 მუხლის მიზნისთვის ამბროლაურის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე არანაკლებ 3 თვის რეგისტრაციისა და მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე ბენეფიციარებისათვის (გარდა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 0-დან 18 წლამდე ბავშვებისა და იმ პირთათვის, რომლებსაც დროებით შეჩერებული აქვს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი), ხოლო სხვა ქვეპროგრამებისთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არანაკლებ 3 თვის რეგისტრაციის მქონე მოქალაქეებისთვის, მათ შორის, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები, დროებით რეგისტრირებული, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვის – დევნილებისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსების ოდენობასა და გაცემის წესს.“; ბ) დანართის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამით მოსარგებლეა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირი, რომელსაც ავადობის დიაგნოზით ესაჭიროება ქირურგიული მკურნალობა.“; გ) დანართის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დახმარება გაეწევა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირს, რომელსაც ჩაუტარდა ან ესაჭიროება ქირურგიული ოპერაცია და ბენეფიციარის მხრიდან თანაგადახდა არ აღემატება 3000 (სამი ათასი) ლარს. მოსარგებლე ფინანსდება, ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, წლიური 1000 (ერთი ათასი)-ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე.“; დ) დანართის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დახმარება გაეწევა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირს, რომელსაც ჩაუტარდა ან ესაჭიროება ქირურგიული ოპერაცია და ბენეფიციარის მხრიდან თანაგადახდა აღემატება 3000 (სამი ათასი) ლარს. მოსარგებლე ფინანსდება, ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, წლიური 2000 (ორი ათასი)-ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები