დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 851-IIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 26/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130040000.05.001.102755 |
851-IIმს-XIმპ
26/06/2025
ვებგვერდი, 03/07/2025
130040000.05.001.102755
„საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
|
„საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 10.05.2010, მუხ. 150) 22-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამსახურის მოსამსახურეს, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში დასახიჩრდა ან/და რომელსაც ამ პერიოდში ჯანმრთელობის მდგომარეობა ისე გაუუარესდა, რომ შესაძლებლობა შეეზღუდა, სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან მიეცემა ერთჯერადი დახმარება არაუმეტეს 10 000 ლარისა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 26 ივნისი 2025 წ. N851-IIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები