საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის და უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის და უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01-561
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 25/06/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/06/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.030.016359
01-561
25/06/2025
ვებგვერდი, 27/06/2025
010240030.22.030.016359
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის და უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №01-561

2025 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის და უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 5 ივნისის №195 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის  შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის და უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2023 წლის 18 იანვრის №01-23 ბრძანება და ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებისა და შეიარაღებაზე კონტროლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2023 წლის 20 იანვრის №01-26 ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიმაკა ბოჭორიშვილი