საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01-569
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 25/06/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/06/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.030.016350
01-569
25/06/2025
ვებგვერდი, 27/06/2025
010240030.22.030.016350
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №01-569

2025 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 5 ივნისის №195 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი  პუნქტის  „დ“  ქვეპუნქტისა  და „ნორმატიული აქტების  შესახებ“  საქართველოს  ორგანული კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №01-251  ბრძანება;
3. ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიმაკა ბოჭორიშვილი