„სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 აპრილის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 აპრილის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები სიღნაღის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/06/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.168.016429
9
27/06/2025
ვებგვერდი, 30/06/2025
010260030.35.168.016429
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 აპრილის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2025 წლის 27 ივნისი

ქ. სიღნაღი

„სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ “ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 აპრილის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამისა  და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 აპრილის №21 დადგენილების დანართში (www.matsne.gov.ge, 23/04/2018წ, 010260030.35.168.016255) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. 51 მუხლის მე-4 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. აღნიშნული პროგრამით მოსარგებლეებისათვის საყოფაცხოვრებო ტექნიკის ან საოჯახო ინვენტარის შეძენა  მოხდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

2. დაემატოს  5მუხლი  „სასკოლო-საკანცელარიო ნივთებით უზრუნველყოფა“  შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 54.  „სასკოლო-საკანცელარიო ნივთებით უზრუნველყოფა

1. სამიზნე ჯგუფში განისაზღვრება მოსწავლე პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების  1 კლასში.   ოჯახი რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები უნდა იყოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და  სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ  მინიჭებული უნდა ქონდეს სარეიტინგო ქულა 120  000-ის ჩათვლით.

2. პროგრამა ითვალისწინებს სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით  ერთ ბენეფიციარზე არაუმეტეს 200 ლარის ოდენობის  სასკოლო-საკანცელარიო ნივთებით უზრუნველყოფას.

3. პროგრამით სარგებლობისათვის  დახმარების მისაღებად ბავშვ(ებ)ის კანონიერი წარმომადგენელის მიერ მერიაში წარდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ)   პირადობის დამადასტურებელი  მოწმობის ასლი;

გ) ბავშვის (ების) დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ქულების ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან;

ე) საჯარო/კერძო  სკოლაში რეგისტრაციის მოწმობა.

4. განცხადებების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება მოხდება კომისიის მიერ ბავშვთა უფლებათა დაცვის განყოფილების  დასკვნის საფუძველზე.

5. აღნიშნული პროგრამით მოსარგებლეებისათვის სასკოლო- საკანცელარიო ნივთების შეძენა მოხდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

3. მე-6 მუხლის

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. ფენილკეტონურიით, ცელიაკიითა და სისხლის იშვიათი დაავადების მქონე  პირთა დახმარება

ბ)  პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფენილკეტონურიით, ცელიაკიითა და სისხლის იშვიათი დაავდების მქონე პირთა  დახმარება მოხდება წელიწადში ორჯერ.  თითოეული მოთხოვნა დაფინანსდეს არაუმეტეს 600 ლარისა.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ჯანიკაშვილი