საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მედიისა და კომუნიკაციების დირექტორატის დებულების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მედიისა და კომუნიკაციების დირექტორატის დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01-585
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 26/06/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/06/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.030.016361
01-585
26/06/2025
ვებგვერდი, 27/06/2025
010240030.22.030.016361
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მედიისა და კომუნიკაციების დირექტორატის დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №01-585

2025 წლის 26 ივნისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მედიისა და კომუნიკაციების დირექტორატის დებულების დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 5 ივნისის №195 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის  შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მედიისა და კომუნიკაციების დირექტორატის   თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის გენერალური დირექტორატის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2020 წლის 28 ოქტომბრის №01-190 ბრძანება;
ბ) ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2016 წლის 10 ივნისის №01-110  ბრძანება;
გ) ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2018 წლის 6 ივნისის №01-129 ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიმაკა ბოჭორიშვილი