ქალაქ მცხეთაში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ

ქალაქ მცხეთაში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი გ-35. 35251774
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/06/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.153.016048
გ-35. 35251774
26/06/2025
ვებგვერდი, 27/06/2025
000000000.00.153.016048
ქალაქ მცხეთაში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ
მცხეთის მუნიციპალიტეტი
 

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №გ-35. 35251774

2025  წლის 26 ივნისი

ქ. მცხეთა

 

 

ქალაქ მცხეთაში მდებარე სახელწოდების არმქონე  გეოგრაფიული ობიექტების  სახელდების შესახებ  

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-7 მუხლის შესაბამისად,

1. ქალაქ მცხეთაში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტებს (უსახელო ქუჩა და შესახვევი) მიენიჭოს სახელები თანდართული დანართისა და რუკის (№1 სიტუაციური რუკა)  შესაბამისად.

2. განკარგულება გადაეგზავნოს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

3. განკარგულება გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს  მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაცნობიდან ერთი თვის ვადაში შემდეგ მისამართზე:  ქ. მცხეთა, სამხედროს ქ. №17.

 

 საკრებულოს თავმჯდომარე                                                               გიორგი ელოშვილი