დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 862-IIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 26/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 270000000.05.001.102738 |
|
„შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 22.04.2015, სარეგისტრაციო კოდი: 270000000.05.001.017705) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ეს კანონი არეგულირებს შრომითი მიგრაციის სფეროსთვის მიკუთვნებულ ურთიერთობებს, რომლებიც უკავშირდება პირის (საქართველოს მოქალაქის, საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის) საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობას და მის მიერ შრომითი საქმიანობის განხორციელებას, აგრეთვე საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის საქართველოში შრომით მოწყობას და მის მიერ შრომითი საქმიანობის განხორციელებას ანაზღაურების ან სხვა სახის ფინანსური სარგებლის მისაღებად.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება იმ ურთიერთობებზე, რომლებიც უკავშირდება უცხოელის საქართველოში შრომით მოწყობას და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებას, თუ იგი: ა) არის ლტოლვილი, დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის მქონე პირი, რომელსაც ეს სტატუსი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიენიჭა; ბ) საქართველოში რეგისტრირებულია თავშესაფრის მაძიებლად; გ) მუშაობს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, უცხო ქვეყნის საკონსულო დაწესებულებაში, საერთაშორისო ორგანიზაციის კანონიერ წარმომადგენლობაში ან/და ორგანოში; დ) არის საქართველოში კანონიერ საფუძველზე მოქმედი უცხოური მასობრივი ინფორმაციის საშუალების მიერ აკრედიტებული ჟურნალისტი საქართველოში; ე) არის პირი, რომელზედაც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების თანახმად ვრცელდება შრომითი მოწყობის ამ კანონით დადგენილისგან განსხვავებული წესი; ვ) არის მოქმედი საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე პირი.“. 2. მე-3 მუხლის: ა) „გ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ1) ადგილობრივი დამსაქმებელი − საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი, საქართველოში რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმე, ამხანაგობა, უცხოური ორგანიზაციის საქართველოში რეგისტრირებული წარმომადგენლობა ან საქართველოში კანონიერ საფუძველზე მცხოვრები პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით უფლება აქვს, შრომითი ურთიერთობა ჰქონდეს საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელთან და რომელიც იყენებს მის შრომას საქართველოში;“; ბ) „გ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ2“ ქვეპუნქტი: „გ2) თვითდასაქმებული უცხოელი − საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელი, რომელიც საქართველოში ახორციელებს შრომით საქმიანობას, მათ შორის, არის ვაჭრობის, მომსახურების ან სხვა ტიპის საქმიანობის განმახორციელებელი ან პარტნიორი, დამოუკიდებელი კონტრაქტორი ან სხვაგვარად არის ჩართული სამეწარმეო/შრომითი საქმიანობის პროცესში და ამ საქმიანობის მიზანი ფინანსური სარგებლის მიღებაა;“; გ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) შრომითი იმიგრანტი – საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელი, რომლის მიზანია საქართველოში ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელება ან რომელიც ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომით ურთიერთობას დისტანციურად ახორციელებს, ასევე საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელი, რომელიც არის თვითდასაქმებული;“; დ) „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) შრომითი ურთიერთობა – პირსა და დამსაქმებელს შორის არსებული, შრომითი მოწყობის სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შრომითი ურთიერთობა; ნ) შრომითი ხელშეკრულება – ხელშეკრულება, რომელიც აწესრიგებს პირსა და დამსაქმებელს შორის არსებულ შრომით ურთიერთობას;“; ე) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჟ) შრომითი საქმიანობის უფლება − უფლება, რომელიც გაიცემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ და რომელიც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხოელს ანიჭებს სპეციალურ უფლებას საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელოს შრომითი/სამეწარმეო საქმიანობა დამოუკიდებლად ან იყოს შრომით ურთიერთობაში ადგილობრივ დამსაქმებელთან საქართველოში ან დისტანციური ფორმით;“; ვ) „ჟ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ ქვეპუნქტი: „რ) მომსახურების ორგანიზატორი − ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც შედის ნებისმიერ გარიგებაში თვითდასაქმებულ უცხოელთან, რომლის შედეგადაც ეს უკანასკნელი იღებს ფინანსურ სარგებელს.“. 3. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „ა.ი“ და „ა.კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ი) ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი ნორმების შესაბამისად შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის უფლების გაცემა და ამ უფლების ფარგლებში საქართველოში მათი საქმიანობის კონტროლი; ა.კ) საქართველოში დასაქმებული შრომითი იმიგრანტების თაობაზე ინფორმაციის სხვა სახელმწიფო უწყებებთან გაცვლის უზრუნველყოფა ამ კანონისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;“; ბ) „ა.ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.მ“ ქვეპუნქტი: „ა.მ) ამ კანონითა და შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით შრომით იმიგრანტზე გაცემული შრომითი საქმიანობის უფლების გაუქმება ან ამ უფლებით სარგებლობის ვადის გაგრძელება;“; გ) „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული შრომითი საქმიანობის უფლების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის გაცემა;“; დ) „გ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული შრომითი საქმიანობის უფლების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა;“; ე) „გ.გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.დ“ ქვეპუნქტი: „გ.დ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული შრომითი საქმიანობის უფლების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვის გაცემა;“; ვ) „დ.ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ.გ“ ქვეპუნქტი: „დ.გ) ამ კანონითა და შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს საქართველოში შრომითი საქმიანობის უფლების, D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის, შრომითი ბინადრობის ნებართვისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვის გარეშე საქართველოში შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი უცხოელების გამოვლენა და კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.“. 4. 131 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 131. შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და თვითდასაქმებული უცხოელის მიერ შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება 1. შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და თვითდასაქმებული უცხოელის მიერ საქართველოში შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება რეგულირდება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“, ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 2. მხოლოდ იმ უცხოელს, რომელზედაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემულია შრომითი ბინადრობის ნებართვა, D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზა ან/და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული რომელიმე სხვა სახის ბინადრობის ნებართვა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემულ შრომითი საქმიანობის უფლებასთან ერთად, აქვს საქართველოში შრომითი მოწყობისა და ისეთი შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება, რომლიდანაც იღებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ეკონომიკურ სარგებელს. 3. საქართველოში მყოფ უცხოელს შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებისთვის განაცხადის გაკეთების უფლება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი საქართველოში კანონიერად იმყოფება.“. 5. 133 −136 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 133. შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის, აგრეთვე თვითდასაქმებული უცხოელის მიერ შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების პირობები შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელება, აგრეთვე თვითდასაქმებული უცხოელის მიერ შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება დასაშვებია ყველა შემდეგი პირობის არსებობის შემთხვევაში: ა) შრომით იმიგრანტსა (გარდა თვითდასაქმებული უცხოელისა) და ადგილობრივ დამსაქმებელს შორის დადებულია ამ კანონის 132 მუხლით განსაზღვრული შრომითი ხელშეკრულება; ბ) შრომითი იმიგრანტი/თვითდასაქმებული უცხოელი ფლობს ამ კანონის 134 მუხლით გათვალისწინებულ შრომითი საქმიანობის უფლებას; გ) შრომითი იმიგრანტი/თვითდასაქმებული უცხოელი ფლობს შრომითი ბინადრობის ნებართვას, D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზას ან/და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული რომელიმე სხვა სახის ბინადრობის ნებართვას. მუხლი 134. შრომით იმიგრანტზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემა 1. შრომითი იმიგრანტი ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში ვალდებულია მოიპოვოს შრომითი საქმიანობის უფლება ადგილობრივი დამსაქმებლის მეშვეობით, ხოლო თვითდასაქმებული უცხოელის შემთხვევაში − უშუალოდ. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის თაობაზე განცხადებით მიმართავს: ა) თვითდასაქმებული უცხოელი და წარადგენს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ დოკუმენტაციას; ბ) ადგილობრივი დამსაქმებელი, შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ და წარადგენს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ დოკუმენტაციას. 3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული განცხადების მიღების შემდეგ იწყებს შრომითი საქმიანობის უფლების გაცემისთვის გათვალისწინებულ პროცედურებს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის შესახებ; ბ) შრომითი საქმიანობის უფლების გაცემაზე უარის თქმის შესახებ. 4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უფლებამოსილია შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებისთვის გაკეთებული განაცხადის განხილვის პროცესში ადგილობრივ დამსაქმებელს/თვითდასაქმებულ უცხოელს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა ან/და ამ პროცესში გამოვლენილი უზუსტობის აღმოფხვრა. 5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის სრულად წარდგენის შემდეგ შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის თაობაზე მიღებული განცხადების განხილვის საერთო ვადა 30 კალენდარულ დღეს არ უნდა აღემატებოდეს. 6. შრომითი საქმიანობის უფლების მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადების განხილვის საერთო ვადა 30 კალენდარულ დღეს არ უნდა აღემატებოდეს. 7. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირებზე შრომითი საქმიანობის უფლება გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ ისინი ამ კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებენ. 8. შრომითი იმიგრანტისთვის შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის მომსახურების საფასური, მათ შორის, აღნიშნული უფლების დაჩქარებული ადმინისტრაციული წესით გაცემის შემთხვევაში, განისაზღვრება არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით, რომელიც შეიტანება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ბიუჯეტში. 9. მომსახურების საფასურის ოდენობა, გადახდის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. მუხლი 135. შრომითი საქმიანობის უფლების გაცემასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები 1. შრომითი იმიგრანტი, შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების შემდეგ, ვალდებულია, თუ: ა) ჯერ არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მისაღებად; ბ) უკვე იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს შრომითი ბინადრობის ნებართვის ან ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვის მისაღებად. 2. შრომით იმიგრანტს არ აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების ვალდებულება, თუ მას აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული რომელიმე სახის ბინადრობის ნებართვა ან იგი შრომით საქმიანობას სრულად დისტანციურად ახორციელებს და ეს საქმიანობა მის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას არ საჭიროებს. 3. ადგილობრივი დამსაქმებელი ვალდებულია შრომითი საქმიანობის უფლების მქონე შრომით იმიგრანტთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის ან შრომით ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში, შესაბამისი ინფორმაცია ასახოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ან შრომით ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის დღიდან 5 კალენდარული დღის ვადაში. 4. თუ ადგილობრივ დამსაქმებელს სურს თავისთან დასაქმებულ შრომით იმიგრანტთან გააგრძელოს შრომითი ურთიერთობა, იგი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს შრომითი საქმიანობის უფლების ვადის გაგრძელება ამ შრომით იმიგრანტზე გაცემული შრომითი საქმიანობის უფლების ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე. 5. თუ თვითდასაქმებულ უცხოელს სურს შრომითი საქმიანობის უფლების ვადის გაგრძელება, იგი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს შრომითი საქმიანობის უფლების ვადის გაგრძელება მასზე გაცემული შრომითი საქმიანობის უფლების ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე. 6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებულია ადგილობრივ დამსაქმებელსა და შრომით იმიგრანტს/თვითდასაქმებულ უცხოელს შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის თაობაზე განცხადების განხილვის შედეგები აცნობოს ელექტრონული ფორმით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 7. შრომით იმიგრანტზე შრომითი საქმიანობის უფლება გაიცემა კონკრეტულ ადგილობრივ დამსაქმებელთან მუშაობის უფლებით, ხოლო თვითდასაქმებული უცხოელის შემთხვევაში − კონკრეტული სპეციალობისა და შრომითი/სამეწარმეო სფეროს მითითებით. 8. შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის შესახებ გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცნობიდან 1 თვის ვადაში. 9. შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის/გაცემაზე უარის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება: ა) საჩივრის განხილვის პერიოდში, არ წარმოშობს ამ უცხოელის საქართველოში მუშაობის უფლებას; ბ) არ წარმოშობს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლით გათვალისწინებული საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების სამართლებრივ საფუძველს; გ) არ აფერხებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაძევების საკითხის განხილვას ან/და გაძევების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. 10. შრომითი საქმიანობის უფლების ვადების, ასევე ამ უფლების გაცემის/გაცემაზე უარის თქმის და გაცემული შრომითი საქმიანობის უფლების ვადის გაგრძელების პროცედურები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 11. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის/გაცემაზე უარის თქმის თაობაზე ინფორმაციის სხვა უფლებამოსილი სახელმწიფო უწყებებისთვის ხელმისაწვდომობას. მუხლი 136. შრომითი იმიგრანტისთვის შრომითი საქმიანობის უფლების გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები 1. შრომით იმიგრანტს შრომითი საქმიანობის უფლების გაცემაზე უარი ეთქვას, თუ: ა) განცხადებით წარდგენილია არასრულყოფილი ინფორმაცია ან/და სავალდებულო დოკუმენტაცია და ეს ხარვეზი მისი დადგენიდან 10 კალენდარულ დღეში არ აღმოიფხვრა; ბ) შრომითი საქმიანობის უფლების ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადება ამ კანონის 135 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული ვადების დარღვევით არის წარდგენილი; გ) უცხოელის პროფესია/კვალიფიკაცია და პოზიცია არ შეესაბამება საქართველოს შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და საჭიროებებს ან არის იმ პროფესიებისა და სპეციალობების ჩამონათვალში, რომელიც შეზღუდულია ამ კანონის მე-5 მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის შესაბამისად დადგენილ ნუსხაში; დ) დაწყებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვა ან მიღებულია უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილება.“. 6. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 137 და 138 მუხლები: „მუხლი 137. შრომითი საქმიანობის უფლების შეწყვეტა 1. შრომითი საქმიანობის უფლების შეწყვეტის საფუძვლებია: ა) ადგილობრივ დამსაქმებელსა და შრომით იმიგრანტს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვა ან ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა; ბ) თვითდასაქმებული უცხოელის მიერ საქართველოს საზღვრების 6 თვეზე მეტი პერიოდით დატოვება; გ) შრომითი იმიგრანტისთვის საქართველოში D1 კატეგორიის ვიზის მოქმედების ვადის გასვლა ან შეწყვეტა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მას D1 კატეგორიის ვიზის მოქმედების ვადის გასვლის ან შეწყვეტის მომენტში ბინადრობის ნებართვა არ ექნება მოპოვებული; დ) შრომითი იმიგრანტისთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლა ან შეწყვეტა; ე) ამ კანონის 136 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შრომითი იმიგრანტის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის ან/და შრომითი ბინადრობის ნებართვის ან ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად დადგენილ ვადაში განცხადების წარუდგენლობა; ვ) შრომითი საქმიანობის უფლების მქონე შრომით იმიგრანტზე D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის, შრომითი ბინადრობის ნებართვის, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილება; ზ) უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“−„ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში შრომითი იმიგრანტის რეგისტრაციის შეწყვეტის თაობაზე ინფორმაცია ეგზავნება მის დამსაქმებელს, რის საფუძველზეც ადგილობრივი დამსაქმებელი ვალდებულია შეწყვიტოს აღნიშნულ შრომით იმიგრანტთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება ამ შეტყობინების მიღებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარუდგინოს სავალდებულო ინფორმაცია. 3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებულია შრომითი საქმიანობის უფლების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ, პირველივე შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს შეწყვეტიდან 2 სამუშაო დღისა, აცნობოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. 4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებულია D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მქონე უცხოელისთვის შრომითი საქმიანობის უფლების შეწყვეტის შესახებ პირველივე შესაძლებლობისთანავე, მაგრამ შეწყვეტიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა, აცნობოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. 5. საქართველოში შრომითი საქმიანობის უფლების ვადაზე ადრე შეწყვეტასთან დაკავშირებული სხვა საკითხები წესრიგდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. მუხლი 138. საქართველოში შრომითი საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად განცხადების განმეორებით წარდგენა 1. უცხოელს, რომელსაც საქართველოში შრომითი საქმიანობის უფლების გაცემაზე/გაგრძელებაზე უარი ეთქვა ან შრომითი საქმიანობის უფლება ვადაზე ადრე შეუწყდა, უფლება აქვს, შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის/გაგრძელების თაობაზე განცხადება განმეორებით წარადგინოს მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილების ჩაბარებიდან არანაკლებ 1 თვის შემდეგ. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ პირი შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებამდე ან გაგრძელების მომენტისთვის არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე ან მას აქვს საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის კანონიერი საფუძველი.“. 7. მე-14 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის კონტროლს თავიანთი უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებენ: ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შრომის ინსპექციის სამსახური (შემდგომ − შრომის ინსპექცია), რომელიც უფლებამოსილია ამ კანონის შესაბამისი ნორმების დარღვევისთვის სამართალდამრღვევს დააკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ამ კანონის მე-15−166 მუხლების შესაბამისად; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო, რომელიც უფლებამოსილია ამ კანონის შესაბამისი ნორმების დარღვევისთვის შრომით იმიგრანტს ან თვითდასაქმებულ უცხოელს დააკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ამ კანონის 161 და 166 მუხლების შესაბამისად.“; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები: „31. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამართალდარღვევის ადმინისტრაციული წარმოების წესი და პროცედურები განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად. 32. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილების გასაჩივრება მის აღსრულებას არ აჩერებს.“. 8. 161 და 162 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 161. შრომითი იმიგრანტის მიერ შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე შრომითი საქმიანობის განხორციელება 1. შრომითი იმიგრანტის მიერ ადგილობრივ დამსაქმებელთან/მომსახურების ორგანიზატორთან შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე ნებისმიერი საქმიანობის განხორციელება, რომლისთვისაც შრომითი იმიგრანტი იღებს ანაზღაურებას, − გამოიწვევს ადგილობრივი დამსაქმებლის/მომსახურების ორგანიზატორის (თითოეულ შრომით იმიგრანტზე ინდივიდუალურად) დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. 2. შრომითი იმიგრანტის მიერ ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე შრომითი საქმიანობის განხორციელება − გამოიწვევს შრომითი იმიგრანტის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. 3. თვითდასაქმებული უცხოელის მიერ შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე შრომითი საქმიანობის განხორციელება − გამოიწვევს თვითდასაქმებული უცხოელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. 4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა – გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. 5. ამ პუნქტით ან ამ მუხლის მე-4 პუნქტით სახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის სამმაგი ოდენობით. მუხლი 162. შრომის ინსპექციის საქმიანობისთვის ხელის შეშლა ან უცხოელის საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციის წარუდგენლობა 1. შრომის ინსპექციის მიერ ამ კანონითა და „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას მისი საქმიანობისთვის ხელის შეშლა ან უცხოელის საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციის წარუდგენლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) ადგილობრივი დამსაქმებლის შემთხვევაში: ა.ა) წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ფიზიკური პირისა − 1 000 ლარის ოდენობით; ა.ბ) წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარის ან 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე ფიზიკური პირისა − 2 000 ლარის ოდენობით; ა.გ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირისა (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 100 000 ლარს არ აღემატება, − 2 000 ლარის ოდენობით; ა.დ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირისა (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 500 000 ლარს, − 5 000 ლარის ოდენობით; ა.ე) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირისა (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 500 000 ლარს აღემატება, − 7 000 ლარის ოდენობით; ა.ვ) ნებისმიერი სხვა დამსაქმებლისა, მათ შორის, იმ პირისა, რომელიც რეგისტრირებული არ არის დღგ-ის გადამხდელად (გარდა ფიზიკური პირისა), − 1 000 ლარის ოდენობით; ბ) თვითდასაქმებული უცხოელისა − 5 000 ლარის ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან 1 კალენდარული წლის განმავლობაში იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას შესაბამისი სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.“. 9. 164 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კანონის 132 მუხლით გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულების პირობის დარღვევა − გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას: ა) წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ადგილობრივი დამსაქმებლისა, რომელიც ფიზიკური პირია, − არანაკლებ 200 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 400 ლარისა; ბ) წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარის ან 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე ადგილობრივი დამსაქმებლისა, რომელიც ფიზიკური პირია, − არანაკლებ 300 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 800 ლარისა; გ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ადგილობრივი დამსაქმებლისა (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 100 000 ლარს არ აღემატება, − არანაკლებ 300 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 800 ლარისა; დ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ადგილობრივი დამსაქმებლისა (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 500 000 ლარს, − არანაკლებ 400 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 900 ლარისა; ე) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ადგილობრივი დამსაქმებლისა (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 500 000 ლარს აღემატება, − არანაკლებ 600 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა; ვ) ნებისმიერი სხვა ადგილობრივი დამსაქმებლისა, მათ შორის, იმ პირისა, რომელიც რეგისტრირებული არ არის დღგ-ის გადამხდელად (გარდა ფიზიკური პირისა), − არანაკლებ 200 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 400 ლარისა.“. 10. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 165 და 166 მუხლები: „მუხლი 165. ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ მასთან დასაქმებულ შრომით იმიგრანტთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის, შრომით ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის ან შრომითი ხელშეკრულების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის წარუდგენლობა 1. ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ მასთან დასაქმებულ შრომით იმიგრანტთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის, შრომით ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის ან შრომითი ხელშეკრულების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის წარუდგენლობა (თითოეული შრომითი იმიგრანტისთვის ინდივიდუალურად) − გამოიწვევს ადგილობრივი დამსაქმებლის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. 3. ამ პუნქტით ან ამ მუხლის მე-2 პუნქტით სახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის სამმაგი ოდენობით. მუხლი 166. შრომითი საქმიანობის უფლების პირობების დარღვევა 1. შრომითი იმიგრანტის მიერ ადგილობრივი დამსაქმებლის ან თვითდასაქმებული უცხოელის მიერ შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის ცვლილება, რომელზედაც გაცემულია შრომითი საქმიანობის უფლება, ამ უფლების განახლების გარეშე, − გამოიწვევს შრომითი იმიგრანტის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა – გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. 3. ამ პუნქტით ან ამ მუხლის მე-2 პუნქტით სახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის სამმაგი ოდენობით.“. 11. მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის: ა) 21 პუნქტი: „21. 2026 წლის 1 მარტამდე: ა) საქართველოს მთავრობამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წარდგინებით უზრუნველყოს შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის დამტკიცება; ბ) საქართველოს მთავრობამ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა ან/და სხვა სათანადო ღონისძიებების განხორციელება.“; ბ) 22 პუნქტი: „22. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემთა ერთიან ბაზაში (Labourmigration.moh.gov.ge) რეგისტრირებულმა იმ შრომითმა იმიგრანტმა, რომელსაც 2026 წლის 1 მარტის მომენტისთვის რეგისტრაციის სტატუსი აქვს აქტიური, არაუგვიანეს 2027 წლის 1 იანვრამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა მოიპოვოს შრომითი საქმიანობის უფლება და შესაბამისი ბინადრობის ნებართვა.“. მუხლი 2 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი–მე-10 პუნქტებისა და მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი–მე-10 პუნქტები და მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2026 წლის 1 მარტიდან. |
თბილისი, 26 ივნისი 2025 წ. N862-IIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები