დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 3 მაისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | ქედის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.134.016401 |
|
,,ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 3 მაისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 3 მაისის №6 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 11/05/2016; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.134.016193) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ქალთა და ბავშვთა უფლებების ხელშეწყობის მიზნით ღონისძიებათა დაგეგმვა და დამტკიცება;“. 2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის თავი IV1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,თავი IV1 ქედის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო მუხლი 341. ქედის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო „1. ქედის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად საკრებულო ქმნის ქედის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალურ საბჭოს. 2. ქედის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შემადგენლობა, უფლებამოსილება და საქმიანობა განისაზღვრება ამავე საბჭოს დებულებით, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს საკრებულო.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები