საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 826-IIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/06/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 060000000.05.001.102708
826-IIმს-XIმპ
26/06/2025
ვებგვერდი, 27/06/2025
060000000.05.001.102708
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 59-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლო სამოქალაქო საქმეს განიხილავს განცხადების მიღების დღიდან არაუგვიანეს 2 თვისა. განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეზე მისი განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 5 თვისა, გარდა ალიმენტის გადახდევინების შესახებ, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით ან მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ, შრომითი ურთიერთობებიდან, „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე მოთხოვნების შესახებ, ცილისწამებასთან დაკავშირებული და უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ საქმეებისა, რომლებიც განხილული უნდა იქნეს არაუგვიანეს 1 თვისა.“.

2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეშვიდე11 კარი:

„კარი მეშვიდე11

სამართალწარმოება ცილისწამებასთან დაკავშირებულ საქმეზე

თავი XLIV18

სამართალწარმოება ცილისწამებასთან დაკავშირებულ საქმეზე

მუხლი 36353. ცილისწამებასთან დაკავშირებული სარჩელის დასაშვებობა

ცილისწამებასთან დაკავშირებული სარჩელი განიხილება საერთო წესებით, ამ თავით განსაზღვრული თავისებურებების გათვალისწინებით.

მუხლი 363 54. სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვა

1. პირს, რომელიც თავს ცილისწამების მსხვერპლად თვლის, უფლება აქვს, სასამართლოს მიმართოს სარჩელით იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ ცილისწამება განახორციელა.

2. პირს შეუძლია სასამართლოს სარჩელით მიმართოს იმ დღიდან 100 დღის განმავლობაში, როდესაც იგი გაეცნო ან შეეძლო გასცნობოდა იმ განცხადებას, რომელიც ცილისწამებად მიაჩნია.

3. პირს უფლება აქვს, ამ მუხლით გათვალისწინებული სარჩელით მოითხოვოს მისთვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ან/და არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურება.

მუხლი 363 55. მტკიცების ტვირთი

ცილისწამებასთან დაკავშირებული საქმის განხილვისას საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესახებ მტკიცების ტვირთი ნაწილდება „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმების გათვალისწინებით.

მუხლი 363 56. სარჩელის წარმოებაში მიღება

1. სასამართლო სარჩელის წარდგენიდან 3 დღის ვადაში იხილავს მისი წარმოებაში მიღების საკითხს.

2. სარჩელის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაუცველად წარდგენის შემთხვევაში სასამართლო ადგენს ხარვეზს და მოსარჩელეს მის აღმოსაფხვრელად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს. ეს ვადა 3 დღეზე ნაკლები არ უნდა იყოს. განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს წარმოებაში იღებს, ხოლო თუ ხარვეზი არ აღმოიფხვრა, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და სარჩელსა და თანდართულ დოკუმენტებს მოსარჩელეს უბრუნებს.

3. სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლო განჩინება შეიძლება კერძო საჩივრით გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსარჩელისთვის მისი ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.

4. სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაუყოვნებლივ ეგზავნება მოპასუხეს და მას შესაგებლის წარსადგენად 10 დღის ვადა ეძლევა.

მუხლი 363 57. სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება

1. სააპელაციო სასამართლო ცილისწამებასთან დაკავშირებულ საქმეზე სააპელაციო საჩივრის შეტანიდან 3 დღის ვადაში ამოწმებს მის დასაშვებობას.

2. ცილისწამებასთან დაკავშირებულ საქმეზე სააპელაციო საჩივარი განიხილება მისი განსახილველად მიღებიდან 1 თვის ვადაში.“.

მუხლი 2

1. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება იმ საქმეზე, რომელზედაც სარჩელი ან სააპელაციო საჩივარი ამ კანონის ამოქმედებამდე იქნა შეტანილი. აღნიშნული საქმის წარმოება უნდა დასრულდეს ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი წესით.

2. ცილისწამებასთან დაკავშირებულ იმ საქმეზე, რომელზედაც სარჩელი ან სააპელაციო საჩივარი ამ კანონის ამოქმედებამდე იქნა შეტანილი, ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ცილისწამებასთან დაკავშირებული საქმის განხილვის 1-თვიანი ვადის, აგრეთვე ამავე კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36356 და 36357 მუხლებით განსაზღვრული ვადების ათვლა დაიწყოს ამ კანონის ამოქმედების მომენტიდან.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

26 ივნისი 2025 წ.

N826-IIმს-XIმპ