დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 27 ივნისის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 25/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/06/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300320000.16.009.016747 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლისა და 29-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 27 ივნისის №27 დადგენილების (ვებგვერდი, 04.07.2023, სარეგისტრაციო კოდი: 300320000.16.009.016639) პირველი მუხლით დამტკიცებული „დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-2 მუხლის: ა.ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „გ) რეგულირებული საწარმო – საწარმო, რომელიც ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში ახორციელებს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საქმიანობას და ექვემდებარება კომისიის სატარიფო რეგულირებას; ასევე, საწარმო, რომელიც მელიორაციის სექტორში ახორციელებს „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საქმიანობას და ექვემდებარება კომისიის სატარიფო რეგულირებას.“; ა.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც განსაზღვრულია „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით, „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონითა და კომისიის მიერ დამტკიცებული ტარიფებისა და საფასურების გაანგარიშების მეთოდოლოგიებით.“; ბ) მე-7 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი: „მუხლი 71. საპროგნოზო დანახარჯების შესწავლა და ანალიზი 1. საპროგნოზო დანახარჯების შესახებ ინფორმაციას წარმოადგენს რეგულირებული საწარმო. 2. საპროგნოზო დანახარჯების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენის პირობები და ფორმები იგივეა, რაც კომისიის მიერ ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით დამტკიცებულია დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის მიზნებისათვის. 3. დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის ჯგუფი უფლებამოსილია მიზანშეწონილი საპროგნოზო დანახარჯების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს სხვა რეგულირებული საწარმოების დანახარჯებთან შედარებითი ანალიზის შედეგებით. 4. დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის ჯგუფმა უნდა უზრუნველყოს მიზანშეწონილი საპროგნოზო დანახარჯების შესახებ ანგარიშის მომზადება. 5. საპროგნოზო დანახარჯების შესწავლა და ანალიზი აუდიტის ჯგუფის მიერ ხორციელდება ამ წესის II-IV თავებით განსაზღვრული პრინციპებისა და კრიტერიუმების შესაბამისად.“; გ) მე-9 მუხლს მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარის 71 და 72 პუნქტები: „71. რეგულირებული საწარმოს მიერ მე-13 სახელფასო ფონდის თანამშრომლებზე გადანაწილების გონივრული ოდენობის განსაზღვრის მიზნით რეგულირებული საწარმოს საშტატო განრიგი დაჯგუფდება შემდეგი შინაარსით: უმაღლესი მენეჯმენტი, საშუალო რგოლის მენეჯმენტი და ტექნიკური პერსონალი. აღნიშნული ჯგუფებისთვის მე-13 სახელფასო ფონდის გონივრული ოდენობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, არაუმეტეს დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის ფარგლებში გონივრულად მიჩნეული, ამავე ჯგუფების თანამშრომლების ერთი თვის ხელფასის ჯამის ოდენობით, რომლის ჯგუფებს შიგნით თანამშრომლებზე გადანაწილების პრინციპი დამოკიდებულია რეგულირებული საწარმოს მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებზე. 7 2. აუდიტის ჯგუფის მიერ მიზანშეწონილად იქნება მიჩნეული რეგულირებული საწარმოს მიერ ამ მუხლის 7 1 პუნქტში მითითებული პრინციპის გათვალისწინებით ჩამოყალიბებული უმაღლესი მენეჯმენტის მე-13 სახელფასო ფონდის გონივრული ოდენობის გადანაწილება საშუალო რგოლის მენეჯმენტსა და ტექნიკურ პერსონალზე.“; დ) მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. ამ მუხლით განსაზღვრული წესები ვრცელდება მიზანშეწონილი საპროგნოზო დანახარჯების განსაზღვრის ფარგლებში საქმიანობების მიხედვით დანახარჯების გამიჯვნაზე.“; ე) მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები: „6. ელექტროენერგიის მიწოდების საქმიანობის ფარგლებში ელექტროენერგიის უნივერსალური მომსახურების მიწოდებისა და საჯარო მომსახურების სახით მიწოდების საქმიანობებს შორის საერთო დანახარჯების გადანაწილების პრინციპი განისაზღვრება ინდივიდუალურად, შესაბამისი რეგულირებული საქმიანობების სპეციფიკის გათვალისწინებით. 7. ამ მუხლით განსაზღვრული წესები ვრცელდება მიზანშეწონილი საპროგნოზო დანახარჯების განსაზღვრის ფარგლებში რეგულირებული საქმიანობის ჭრილში დანახარჯების გამიჯვნაზე.“; ვ) მე-15 მუხლის მე-11 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ზ) მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „3. იმ შემთხვევაში, თუ რეგულირებული საწარმო სატარიფო რეგულირებას დაქვემდებარებულ საქმიანობასთან ერთად ეწევა ტარიფით დერეგულირებულ ან/და სხვა სამეწარმეო საქმიანობას და იღებს შემოსავალს, რეგულირებული საწარმო ვალდებულია ამგვარ საქმიანობასთან დაკავშირებული დანახარჯების და შემოსავლების აღრიცხვა აწარმოოს განცალკევებულად იმისათვის, რომ იდენტიფიცირდეს კონკრეტული შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული დანახარჯები, რომლის შემდეგაც აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი (ან მოგება) არ დაექვემდებარება კორექტირებას.“; თ) მე-18 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 18 1 მუხლი: „მუხლი 181. მიზანშეწონილი საპროგნოზო დანახარჯების შესახებ ანგარიშის სტრუქტურა 1. მიზანშეწონილი საპროგნოზო დანახარჯების შესახებ ანგარიში უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს: ა) მოკლე მიმოხილვა რეგულირებული საწარმოს, მიზანშეწონილი დანახარჯების განსაზღვრის მასშტაბებისა და ძირითადი მიდგომების შესახებ; ბ) მიზანშეწონილი საპროგნოზო დანახარჯების განსაზღვრის მიზნები, ამოცანები და სამართლებრივი საფუძვლები; გ) მიზანშეწონილი საპროგნოზო დანახარჯების განსაზღვრის პროცესში გამოყენებული კრიტერიუმები, მტკიცებულებები, მეთოდები, მონაცემთა წყაროები და გამოყენებულ მონაცემებზე შეზღუდვები, კერძოდ, პერსონალური და კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გამოყენების პირობები; დ) მიზანშეწონილი საპროგნოზო დანახარჯების განსაზღვრის პროცესში გამოკვეთილი აუდიტის ჯგუფის წევრების (მათ შორის, აუდიტის ჯგუფის უფროსის) განსხვავებული მოსაზრებები, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ე) დეტალური ინფორმაცია მიზანშეწონილად ან არამიზანშეწონილად მიჩნეული დანახარჯებისა და მტკიცებულებების შესახებ; ვ) დასკვნები; ზ) რეკომენდაციები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 2. აუდიტის ჯგუფი კომისიას საჯარო სხდომაზე წარუდგენს მხოლოდ სრულყოფილ ანგარიშს, რომელიც მოიცავს აღწერილობასა და განმარტებებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ყველა საკითხზე. 3. იმ შემთხვევაში, თუ მიზანშეწონილი საპროგნოზო დანახარჯების შესახებ ანგარიში აუდიტის ჯგუფის მიერ შედგენილი არ არის ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ყველა ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ასეთი ანგარიში არ შეიძლება ჩაითვალოს სრულყოფილად.“; ი) მე-19 მუხლის მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. ამ მუხლით განსაზღვრული წესები ვრცელდება მიზანშეწონილი საპროგნოზო დანახარჯების პირველად ანგარიშსა და მასზე კომენტარების წარდგენაზე.“; კ) მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. ამ მუხლით განსაზღვრული წესები ვრცელდება მიზანშეწონილი საპროგნოზო დანახარჯების საბოლოო ანგარიშსა და მისი საჯაროობის უზრუნველყოფაზე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები