დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის №14 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 08 |
| დოკუმენტის მიმღები | ქარელის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/07/2025 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.144.016471 |
|
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის №14 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო
ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის №14 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 27/12/2024, 010250050.35.144.016461).
ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-დან ამოღებულ იქნეს მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი; ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-დან ამოღებულ იქნეს მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი; გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-დან ამოღებულ იქნეს მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი; დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური ვალდებულია, 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილოს წარდგენილი დოკუმენტები. თუ დოკუმენტები სრულყოფილად არის წარმოდგენილი, მერია აცნობებს განმცხადებელს, რომ შეფასების პროცედურის გასავლელად, 1 თვის ვადაში მიმართოს უფლებამოსილ სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც სტანდარტიზებული კითხვარის საფუძველზე, განსაზღვრავს მოსარგებლის პერსონალური ასისტირების საჭიროებას (რეგულარული/სპეციალიზებული). |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები