დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების და მათი შევსების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 27 ივლისის №2-612 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-424 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/07/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 020080070.22.023.016914 |
|
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების და მათი შევსების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 27 ივლისის №2-612 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 თებერვლის №61 დადგენილებით დამტკიცებული წესის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ : |
მუხლი 1.
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების და მათი შევსების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 27 ივლისის №2-612 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 30/07/2018 წელი, 020080070.22.023.016530) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1. ბრძანების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები: „6. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციული დაკავების ოქმის ფორმა (დანართი №10). 7. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირის გათავისუფლების აქტის ფორმა (დანართი №11).“. 2. ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების შევსების ზოგადი წესის“ (დანართი №1) დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი: „მუხლი 71 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით და ამავე კოდექსით დადგენილ ფარგლებში დეპარტამენტის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს განახორციელოს პირის ადმინისტრაციული დაკავება, პირადი გასინჯვა, ნივთების გასინჯვა და ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა, რასთან დაკავშირებითაც დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის მიერ, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ხდება ამ წესის დანართი №10-ით და დანართი №11-ით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტების შედგენა. 2. ადმინისტრაციული დაკავების ოქმი ივსება ამ წესის მე-6 მუხლით განსაზღვრული წესით. 3. ადმინისტრაციული დაკავების ოქმში აღინიშნება: ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი; ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი და გვარი; დამკავებელი პირის თანამდებობა, სახელი, გვარი; დაკავებული პირის სქესი; მონაცემები დაკავებული პირის შესახებ; დაკავების დრო; დაკავების საფუძველი; დაკავებულის ფიზიკური მდგომარეობა დაკავების მომენტში; თუ დაკავებულს ჩაუტარდა პირადი ან ნივთების გასინჯვა (ინფორმაცია აღნიშნულის თაობაზე); დაკავების, პირადი ან ნივთების გასინჯვის დროს აღმოჩენილ და ჩამორთმეულ იქნა (ნივთების ჩამონათვალი სახეობის, რაოდენობის, მდგომარეობის ან სხვა მახასიათებლების მითითებით); იმ ორგანოს პასუხისმგებელი თანამშრომელი, რომელშიც წარდგენილ იქნა დაკავებული პირი. ოქმს ხელს აწერენ ოქმის შემდგენი თანამდებობის პირი და დაკავებული. თუ დაკავებული უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, ამის შესახებ ოქმში კეთდება სათანადო მითითება. 4. ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირის გათავისუფლების აქტში აღინიშნება გათავისუფლების თარიღი და შედგენის ადგილი; გათავისუფლების აქტის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი; მონაცემები დაკავებული პირის შესახებ; გათავისუფლების დრო და საფუძველი; გათავისუფლებულის ფიზიკური მდგომარეობა გათავისუფლების მომენტში (ხომ არ აღენიშნება რაიმე ფიზიკური დაზიანება). აქტს ხელს აწერენ ოქმის შემდგენი თანამდებობის პირი და დაკავებული. თუ დაკავებული უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, ამის შესახებ აქტში კეთდება სათანადო მითითება.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები