დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გარდაბნის მუნიციპალიტეტის თელეთის ადმინისტრაციულ ერთეულში,სოფელ ქვემო თელეთში სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 60 |
| დოკუმენტის მიმღები | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.161.016010 |
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №60 2025 წლის 26 ივნისი გარდაბანი |
გარდაბნის
მუნიციპალიტეტის
თელეთის ადმინისტრაციულ ერთეულში,
სოფელ ქვემო თელეთში სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული
ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ
|
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-8 მუხლის მე-7, მე-8 პუნქტების, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის 2025 წლის 20 ივნისის №18-182517153 წერილის საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა: მუხლი 1 განხორციელდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის თელეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ქვემო თელეთში სახელწოდების არმქონე ქუჩების (სახელის მინიჭებამდე) სახელდება არაბული ციფრების გამოყენებით, დანართი №1-ის (გეოგრაფიული ობიექტების ჩამონათვალი), დანართი №2-ის (სიტუაციური ნახაზი) და დანართი №3-ის (სიტუაციური რუკა) შესაბამისად. მუხლი 2 განკარგულება რეაგირებისთვის გადაეგზავნოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას. მუხლი 3 განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. მუხლი 4 განკარგულება მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. მუხლი 5 განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე. მუხლი 6 განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში მისამართზე: ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქუჩა №6, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი წესით.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაური |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები