დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “ფინანსური პოლიციის თანამშრომელთა კონკურსისა და ატესატცუუს ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 21 მარტის №227 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 787 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 12/07/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 94, 14/07/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/11/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.340.010.22.033.008.894 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.010.22.033.008.894
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №787
2006 წლის 12 ივლისი
ქ. თბილისი
,,ფინანსური პოლიციის თანამშრომელთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 21 მარტის №227 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „ფინანსური პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტისა და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1.
,,ფინანსური პოლიციის თანამშრომელთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 21 მარტის №227 ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., №39 მუხ. 460) დამტკიცებულ ,,ფინანსური პოლიციის თანამშრომელთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. კომისიის სხდომა ტარდება არა უგვიანეს 3 კვირისა კონკურსის შესახებ შეტყობინების გამოქვეყნების დღიდან.“;
ბ) წესის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ტესტი შედგება 50 კითხვისაგან, რომელიც მოიცავს საკონკურსო პროგრამით გათვალისწინებულ საკითხებს, შესაძლებელია ტესტებში შეტანილ იქნეს ლოგიკური ამოცანები, რომელთა ამოსახსნელადაც აუცილებელია ელემენტარული არითმეტიკული ცოდნა, საქართველოს ისტორიის საკითხები, ასევე შესაძლებელია ტესტებში შეტანილ იქნეს საკითხები, რომლითაც შესაძლებელია კანდიდატის ზოგადი უნარ-ჩვევების შემოწმება.“;
გ) წესის მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ტესტირებისათვის კანდიდატს ეძლევა 3 ასტრონომიული საათი. დროის გადაცდენის შემთხვევაში კომისიისათვის გადაცემული ტესტი არ გასწორდება და სამუშაო შეფასდება 0 ქულით.“;
დ) წესის 30-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. ტესტების მინიმალური შეფასება არის 0 ქულა, მაქსიმალური – 50 ქულა.
4. თუ კანდიდატი 35 ან მეტ კითხვას სწორად გასცემს პასუხს, მისი შედეგი ფასდება დადებითად. 35-ზე ნაკლებ კითხვაზე სწორი პასუხისას კანდიდატის შედეგი შეფასდება უარყოფითად.“.
მუხლი 2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები