დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 6 აგვისტოს №40/2018 დადგენილებით განსაზღვრულ საარჩევნო დავებზე საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმესთან დაკავშირებული სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის შესახებ სასამართლოს განჩინების ცესკოს ვებგვერდზე განთავსების წესში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 39/2025 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 30/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/06/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010190020.15.008.016811 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 6 აგვისტოს №40/2018 დადგენილებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 07/08/2018, 010190020.15.008.016415) განსაზღვრული საარჩევნო დავებზე საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმესთან დაკავშირებული სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის შესახებ სასამართლოს განჩინების ცესკოს ვებგვერდზე განთავსების წესის:
1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 3. სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის შესახებ სასამართლოს განჩინების ცესკოსთვის გაგზავნის ფორმა შესაბამისი სასამართლო განსახილველ საქმესთან დაკავშირებულ განჩინებას სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის შესახებ ცესკოს უგზავნის მატერიალური (იურიდიულ მისამართზე: თბილისი, ლევან ფირცხელიანის ქუჩა №7) ან/და არამატერიალური ფორმით ელექტრონულად (ელექტრონული ფოსტის მისამართზე: ganchineba@cec.gov.ge).“. 2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. საარჩევნო პერიოდში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მატერიალური (იურიდიულ მისამართზე: თბილისი, ლევან ფირცხელიანის ქუჩა №7) ან/და არამატერიალური ფორმით (ganchineba@cec.gov.ge) შემოსული სასამართლოს განჩინება სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის შესახებ, მიღებისთანავე რეგისტრირდება ცესკოს მდივნის აპარატის (დეპარტამენტი) საქმისწარმოების განყოფილების მიერ და გადაეცემა იურიდიულ დეპარტამენტს ცესკოს ვებგვერდზე დაუყოვნებლივ განსათავსებლად. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები