დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | მარტვილის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/06/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.109.016446 |
|
„მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №59 დადგენილებაში www.matsne.gov.ge, 27/12/2017 წ, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.109.016264) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
|
ა)
პირველი მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახური (შემდგომში – „სამსახური“) წარმოადგენს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას, თვითმმართველი ერთეულის დაქვემდებარებაში არსებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტების მართვას და დამტკიცებული პროგრამების განხორციელებას მოსახლეობის შრომითი მოწყობის, უმუშევართა, ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური დახმარების საკითხებში, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სისტემის მართვას; მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდაჭერას და მათი მონაწილეობით სოციალური ინკლუზიის პროგრამების შემუშავებას და მართვას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალური მუშაობის კოორდინაციას და ადმინისტრირებას; ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უფლებების დაცვის მხარდაჭერას.“; |
ბ)
მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უფლებების დაცვის მხარდაჭერას;“; |
გ)
მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების განყოფილება;“; |
დ)
მე-5 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების განყოფილება“; |
ე)
მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების განყოფილება უზრუნველყოფს:“;
|
ვ)
მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:|
„შ) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხებზე წინადადებების შემუშავებას; ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობის შესწავლის და ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით შემდგომი ღონისძიებების დაგეგმვას: შ.ა) მუნიციპალიტეტში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის გაუმჯობესების, ქალთა და მამაკაცთა უფლებების თანასწორი რეალიზაციისათვის და ადგილზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველყოფისათვის საკითხების შესწავლას, საჭირო ღონისძიებების დაგეგმვას, შესაბამის წინადადებათა მომზადებას და განხორციელებას; შესაბამისი ღონისძიებების კოორდინირებას, ამავე საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას; შ.ბ) მუნიციპალიტეტის ქალისა და მამაკაცის თანასწორობისა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალურ საბჭოსთან თანამშრომლობას; შ.გ) მუნიციპალიტეტის ქალისა და მამაკაცის თანასწორობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებისათვის თანამონაწილეობითი პროცესების ინიცირებას, სამოქალაქო სექტორისა და მოსახლეობის ჩართულობის ხელშეწყობას; შ.დ) მუნიციპალიტეტის ქალისა და მამაკაცის თანასწორობისა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს სხდომებისა და საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხების წინასწარ მომზადებას. საბჭოს სხდომაზე განხილული წინადადებებისა და რეკომენდაციების მიწოდებას მუნიციპალიტეტის შესაბამისი პირებისათვის; შ.ე) მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეებისათვის და მოქალაქეებისათვის კონსულტაციების გაწევას ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით; შ.ვ) მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული იმ პოლიტიკის დოკუმენტების, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების, მუნიციპალური პროგრამების და გეგმების სამართლებრივი აქტებისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ანალიზს, რათა გამოირიცხოს ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაცია; შ.ზ) დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხებზე მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და ასევე ამავე მუნიციპალიტეტში სხვა ორგანიზაციების აღნიშნულ საკითხებზე განხორციელებული ღონისძიებების შესახებ საერთო ანგარიშის მომზადებას, სადაც იდენტიფიცირებული იქნება ღონისძიებები და შემსრულებელი პირები; შ.თ) მერიის შესაბამის სამსახურთან ერთად მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ სტატისტიკის წარმოებას; შ.ი) საკონკურსო კომისიის საქმიანობაში ჩართულობას, მუნიციპალიტეტის ორგანოებში საჯარო სამსახურში მიღების და დაწინაურების პროცესში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრის ხელშეწყობას, ქალთა და მამაკაცთა არსებითი თანასწორობის მიღწევის მიზნით, სამსახურებრივი დაწინაურების პროცესში ქალთა ხელშეწყობას; შ.კ) თანამშრომლობას საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან, სახალხო დამცველის აპარატთან, სახელმწიფო რწმუნებულის აპარატთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, მათთვის შესაბამისი ინფორმაციების და ანგარიშების მიწოდებას.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები